მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის წინადადებების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №293
2000 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის წინადადებების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ
გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თხოვნა და შეიქმნას მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის წინადადებების შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე
ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, კადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი ხუბუა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, კომისიის მდივანი
გიორგი არსენიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
ანდრია აფაქიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი
ლეონიდე გაბუნია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი
მალხაზ ზაალიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი
ივანე ზოდელავა – ქ. თბილისის მერი
გურამ თევზაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი
თამაზ იამანიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მ ოადგილე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი
თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ივანე კიღურაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი
ჯუმბერ ლომინაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი
მიხეილ მაჭავარიანი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
ლევან მგალობლიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
როინ მეტრეველი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უ ნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თენგიზ ონიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი
მინდია სალუქვაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი
გივი სანაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი
მიხეილ უკლება – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნოდარ ყიფშიძე – თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი
ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი
გიორგი წერეთელი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ.გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ევგენი ხარაძე – აკადემიკოსი
გიორგი ხარაძე – ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი
ჯონი ხეცურიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
ლევან ჯაფარიძე – საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
დაზმირ ჯოჯუა – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი.
ე. შევარდნაძე