ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.03.2011 ძალადაკარგული 10.05.2011
ნომერი
№07.01.228
სარეგისტრაციო კოდი
330090000.37.101.016041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110328014, 06/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობ ის

დადგენილება №07.01.228

2011 წლი ს 28 მარტი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონის 231 მუხლის „ფ’’ ქვეპუნქტისა და 341 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს,

1. დამტკიცდეს ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესი’’ (დანართი 1).

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი        გ. უგულავა

 

დანართი 1

ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესი

    მუხლი 1

ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული ან/და დამზადებული მწვანე ნარგავები (შემდგომში – მწვანე ნარგავები) და სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) წარმოადგენს ქ. თბილისის თვიმმართველი ერთეულის საკუთრებას.

    მუხლი 2

1. მწვანე ნარგავები, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ, შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

2. სამსახურს უფლება აქვს მწვანე ნარგავები საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით ან/და ქ. თბილისის რაიონული გამგეობის შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე.

    მუხლი 3

1. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული ან/და დამზადებული მწვანე ნარგავების გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს სამსახურის უფლებამოსილი პირი.

2. სამსახური უზრუნველყოფს გადასაცემი მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.

    მუხლი 4

1. სამსახურის მიერ ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) შესაძლებელია დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

2. სამსახურის მიერ ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა ქ. თბილისის მერიის ადმინიტრაციას.

3. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერ ენ სამსახურის და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირები.

    მუხლი 5

სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმ ე ული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) ტრანსპორტირებას ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიამდე.

    მუხლი 6

ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვა და რეალიზაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხორციელდება ქ. თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს” მიერ, ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.05.2011.
როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №07.01.228. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.37.101.016041.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.05.2011-დან.
სად არის „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.05.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან/და მოპოვებული მწვანე ნარგავებისა და სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“, №07.01.228, 28.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 330090000.37.101.016041 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1251876/