საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №42
2001 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ
სამთავრობო კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, ნება დაერთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მძღოლის მართვის მოწმობების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო სანომრე ნიშნების, ტექნიკური პასპორტების, მოქალაქეთა ეროვნული პასპორტებისა და პირადობის მოწმობების გაცემიდან მიღებული შემოსავლების 40 პროცენტი წარიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და ამ საქმიანობის შემდგომი სრულყოფისათვის.
2. დარჩენილი 60 პროცენტი 2001 წლის 1 თებერვლიდან 2003 წლის 1 იანვრამდე მიმართულ იქნეს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ ერთობლივად დამტკიცებული ხარჯთა ნუსხის თანახმად გამოყენებულ იქნეს საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ მიერ სახელმწიფოსა და სხვადასხვა კრედიტორების მიმართ წარმოშობილი დავალიანებების, აგრეთვე სხვა გადაუდებელი და აუცილებელი ხარჯების დასაფინანსებლად.
3. სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ამ ანგარიშზე წლის განმავლობაში ხარჯთა ნუსხით დამტკიცებული მოცულობის ზევით დამატებითი სახსრების მიღების შემთხვევაში მეტობა მთლიანად წარიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.04.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ“ მიღებულია 06.02.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №42. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.05.002.001990.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.04.2003-დან.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.04.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შემოსავლების გამოყენების დროებითი წესის შესახებ“, №42, 06.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 010240030.05.002.001990 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1252072/