სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.03.2011 ძალადაკარგული 31.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.168.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110328022, 31/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №7

2011  წლის 24  მარტი 

ქ. სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7, 202-ე და 204-ე  მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

 დამტკიცდეს ქონების გადასახადის განაკვეთები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება;

ბ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი;

გ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

- 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

- 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე  ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1.0 ჰა მიწის ნაკვეთებისათვის:

- სახნავ-სათესი და მრავალწლიანი ნაკვეთებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისათვის: მწირი ხარისხის - 65 ლარი, კარგი ხარისხის - 86 ლარი.

ე) სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

- გაკულტურებულ სათიბებზე – 20 ლარი;

- გაკულტურებულ საძოვრებზე – 16 ლარი;

- სათიბებზე (გარდა გაკულტურებული სათიბებისა) – 18 ლარი;

- საძოვრებზე (გარდა გაკულტურებული საძოვრებისა) – 15 ლარი.

ვ) ტბორზე ქონების გადასახადი განისაზღვროს მწირი მიწის გადასახადის ოდენობით - 65 ლარით.

    მუხლი  2

1. დამტკიცდეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური გადასახადის განაკვეთები ერთ კვადრატულ მეტრზე ცხრილის მიხედვით:

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

0,24

0.29

0,07

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    მუხლი 3.

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

 

მუხლი  4. 

ძალადაკარგულად ჩაითვალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 6 მარტის №7 დადგენილება ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“.

    მუხლი 5.

დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                ზ. ზედელაშვილი