საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №315
2000 წელი 21 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის თანდართული დებულება.
2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის აპარატის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ფარგლებში უზრუნველყოფს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეების მოწესრიგებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ, კომპლექსურ და გადაუდებელ ძალისხმევას.
2. მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი.
3. მინისტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით.
4. მინისტრის საქმიანობა და მისი აპარატი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მინისტრს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, შტამპები, ანგარიშები საქართველოს ხაზინაში.
მუხლი 2. მინისტრის ძირითადი ფუნქციები
მინისტრის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული კურსისა და საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტებისა და საგანგებო ვითარებების რეგულირების საერთო კოორდინაცია;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს და დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტში განსახილველი კანონების პროექტები;
გ) უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის კონკრეტული მითითებებისა და დავალებების შესრულება;
დ) განახორციელოს ღონისძიებები შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით;
ე) ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებული ვითარების რეგულირებისათვის ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციები.
მუხლი 3. მინისტრის უფლებები და მოვალეობანი
მინისტრი:
ა) ახორციელებს მინისტრის აპარატის საქმიანობის კონტროლს;
ბ) უზრუნველყოფს შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტებისა და საგანგებო ვითარებათა მოწესრიგების ცალკეულ მიმართულებათა ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას;
გ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ურთიერთობას ამყარებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან;
დ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მონაწილეობს საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფო და სამთავრობო დონის დელეგაციებისათვის გათვალისწინებულ ღონისძიებებში;
ე) საზღვარგარეთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამის რეალიზაციის დროს მონაწილეობს კონფლიქტებისა და საგანგებო დავალებათა განსახილველი დოკუმენტების პროექტების (ან მათი კერძო დებულებების) შემუშავებასა და დახვეწაში;
ვ) გამოსცემს ბრძანებებს;
ზ) პასუხისმგებელია მინისტრის ბრძანებების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის აპარატის მოსამსახურეებს;
ი) პასუხს აგებს მისი აპარატის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს პრეზიდენტს;
ლ) ახორციელებს სხვა უფლებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4. მინისტრის აპარატის სტრუქტურა
მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საერთო განყოფილება;
ბ) მინისტრის სამდივნო;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
დ) საინფორმაციო-ანალიტიკურ საკითხთა უზრუნველყოფის განყოფილება;
ე) რეგიონალურ საკითხთა განყოფილება;
ვ) საფინანსო-სამეურნეო განყოფილება.
მუხლი 5. საერთო განყოფილება
1. საერთო განყოფილება პასუხისმგებელია:
ა) მინისტრის აპარატის საქმისწარმოების, საორგანიზაციო მუშაობის დაგეგმვისა და შიდა ღონისძიებათა (თათბირები, სხდომები) ორგანიზებისათვის;
ბ) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან მიღებული დოკუმენტების შესრულების კონტროლისათვის.
2. საერთო განყოფილების ძირითადი ფუნქცია და ამოცანებია:
ა) მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაცია, ორგანიზაციულ-ოპერატიული მუშაობის სრულყოფა და შიდა სამსახურის მართვა;
ბ) ბრძანებათა მომზადება მინისტრისათვის ხელმოსაწერად;
გ) მაღალპროფესიული საკადრო სამსახურის შექმნისათვის წინადადებების მომზადება, თანამშრომელთა შერჩევა და მათი კანდიდატურების მინისტრისათვის წარდგენა;
დ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტური მასალების მიღება, აღრიცხვა და შენახვა, მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში დოკუმენტების დაცვისა და საქმეთა გაფორმების კონტროლი;
ე) საქართველოს მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე მინისტრის მიერ წარსადგენ საკითხთა დადგენილ ვადებში მომზადების კოორდინაცია;
ვ) დადგენილი წესით საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის წესების დაცვის კონტროლი და ამ მიმართებით საქმიანობის სრულყოფა.
მუხლი 6. მინისტრის სამდივნო
1. მინისტრის სამდივნო აპარატის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის დავალებით უფლებამოსილია აპარატის სტრუქტურული ერთეულებისაგან გამოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტი, მასალა და ინფორმაცია.
2. მინისტრის სამდივნო ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების ოპერატიულ ინფორმირებას მინისტრის მიერ სიტყვიერი ან დოკუმენტის სახით მიღებული იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც არ აისახება მინისტრის ბრძანებებში.
3. მინისტრის სამდივნოს ძირითადი ფუნქცია და ამოცანებია:
ა) მინისტრის სამუშაო განრიგის (ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური) შედგენა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის მისაღების მუშაობის ორგანიზება;
გ) მინისტრის ფოსტის დამუშავება და საერთო განყოფილების საშუალებით დავალებების შემსრულებელთათვის მიწოდება;
დ) მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრის მიღების ორგანიზება.
მუხლი 7. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტებისა და საგანგებო ვითარებათა მოწესრიგების სამართლებრივი უზრუნველყოფა.
2. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქცია და ამოცანებია:
ა) ნორმატიული აქტებისა და მათი პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტებისა და საგანგებო ვითარებებების გამო საქართველოს სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობა;
გ) შიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტებთან და საგანგებო ვითარებებთან დაკავშირებით მოწყობილ სემინარებსა და სიმპოზიუმებში მინისტრის მონაწილეობის მიზნით მოლაპარაკების წარმოება;
დ) შიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტებთან და საგანგებო ვითარებებებთან დაკავშირებით მოწყობილ სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა.
მუხლი 8. საინფორმაციო-ანალიტიკურ საკითხთა უზრუნველყოფის განყოფილება
1. საინფორმაციო-ანალიტიკურ საკითხთა უზრუნველყოფის განყოფილება მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მინისტრისათვის საჭირო ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას.
2. საინფორმაციო-ანალიტიკურ საკითხთა უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) შიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტებთან და საგანებო ვითარებებთან დაკავშირებული პროცესების სისტემატური მეთვალყურეობა;
ბ) მინისტრისათვის ინფორმაციის სისტემატურად მიწოდება;
გ) მინისტრის საინფორმაციო მასალების, საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების კოორდინაცია;
დ) მინისტრის საქმიანობის პრიორიტეტების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ე) მინისტრის აპარატის შიდა მოხმარებისა და ღია საინფორმაციო ბეჭდვითი გამოცემების გამოშვება დადგენილი წესით;
ვ) მოპოვებული მასალების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
ზ) მინისტრისათვის შიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტებთან და საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებულ პროცესებთან მიმართებაში ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად ანალიტიკური მასალებისა და რეკომენდაციების მომზადება;
თ) შიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტებთან და საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სემინარების მომზადება;
ი) შიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტებთან და საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებული პროცესების თემატიკის ამსახველი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების შემუშავება სამეცნიერო პროდუქციის შექმნის მიმართულებებისა და კონცეფციების შესახებ.
მუხლი 9. რეგიონალურ საკითხთა განყოფილება
1. რეგიონალურ საკითხთა განყოფილება მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც თავისი კომპეტენიის ფარგლებში შეიმუშავებს შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
2. რეგიონალურ საკითხთა განყოფილების ძირითადი ფუნქცია და ამოცანებია:
ა) შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების მეცნიერული შესწავლა და ანალიზი;
ბ) შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
გ) შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში სახალხო დიპლომატიის გამოყენების ფორმების თაობაზე წინადადებების მომზადება და მისი განხორციელების კოორდინაცია;
ე) შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების მიზნით საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ვ) შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების მოწესრიგების შემდეგ რეგიონების რეაბილიტაციის პროგრამების თაობაზე წინადადებების მომზადება და მისი განხორციელების კოორდინაცია.
მუხლი 10. საფინანსო-სამეურნეო განყოფილება
1. საფინანსო-სამეურნეო განყოფილება მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა მინისტრისა და მინისტრის აპარატის საქმიანობის ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფა.
2. საფინანსო-სამეურნეო განყოფილების ძირითადი ფუნქცია და ამოცანებია:
ა) მინისტრის აპარატის ბიუჯეტის ფორმირება და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმება შესაბამის სამინისტროებთან;
ბ) მინისტრის აპარატის ფულადი და მატერიალური სახსრების საბუხჰალტრო აღრიცხვა და ანალიზი;
გ) მინისტრის აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული შენობის პროექტირების, მშენებლობის, მიმდინარე და კაპიტალური რემონტებისა და რეკონსტრუქციების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა.
3. საფინანსო-სამეურნეო განყოფილება, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, საანგარიშო წლის ბოლოს წარუდგენს მინისტრს წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშს და შემდგომი ფუნქციონირებისათვის საჭირო სახსრების განაცხადს.
მუხლი 11. აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს ჰყავს მოადგილე.
2. მინისტრს, პარლამენტის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. მინისტრის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი მინისტრის წარდგინებით. მინისტრის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 12. სამსახურებრივი ზედამხედველობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი
1. მინისტრი კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს.
2. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
3. მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.