მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №321
2000 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ
ბიუჯეტის შემოსავლების სრულყოფილი დაგეგმვის, დაფარული შემოსავლების საბიუჯეტო პროცესში ჩართვის, ახალი რეზერვების ამოქმედებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლის გაძლიერების მიზნით:
1. 2000 წლის 1 აგვისტოდან შემოღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ერთიანი უნივერსალური ფორმები, რომელიც სავალდებულოა ყველა სამართალსუბიექტისათვის განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
2. საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო დეპარტამენტებმა, უწყებებმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკებმა, საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, დაწესებულებებმა, საწარმოებმა, ორგანიზაციებმა და სხვა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ მათ მიერ გამოყენებადი მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავება, დამზადება, შენახვა და გამოყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით.
3. 2000 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფორმებისა და დოკუმენტების წარმოება და გამოყენება, რომელიც არ რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების გაყალბება ან დადგენილი წესის დარღვევით დამზადება და რეალიზაცია ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი):
ა) უზრუნველყოს უნიფიცირებული მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების დაბეჭდვისათვის სათანადო ასიგნებათა გათვალისწინება 2001 წლისა და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების ფორმირებისას დამტკიცებული ხარჯთა ნუსხის შესაბამისად;
ბ) მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების დროული და სრული სახით შემოღების მიზნით უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციების გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
6. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.03.2005.
- როდის იქნა მიღებული „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ“?
- „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 26.07.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №321. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.05.002.001861.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.03.2005-დან.
- სად არის „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.03.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ“, №321, 26.07.2000, სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.001861 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1252583/