საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი 13.06.1997
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997წლის 24 ივლისი, გვ.9) 194-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებით სარგებლობის გადასახადი გადაიხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში: პათოლოგიური დაავადებების შედეგად გამხმარი, დიდთოვლიანობისა და ქარისაგან მოთხრილი ხეების რეალიზაციისა და მაგისტრალური გზების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობისას ჩატარებული ჭრების დროს. ასევე, ამ სახეობებით სარგებლობის გადასახადი გამოიყენება უკანონო ჭრების შედეგად მიყენებული ზიანის (ზარალის) დაანგარიშებისათვის.“;
ბ) მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებით სარგებლობის გადასახადი გამოიყენება რესურსის უკანონო მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანის (ზარალის) დაანგარიშებისათვის;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 6 ივნისი.
№2362–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.06.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 06.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2362. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.001.299.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №2362, 06.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.299 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12526/