📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2000
ძალის დაკარგვა 06.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №337
სარეგისტრაციო კოდი 010240030.05.002.001864
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 10/08/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,844 სიტყვა · ~39 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2000 მიღება
06.07.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:GeoDumba;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:14.5pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 49.6pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №337 2000 წლის 29 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ 1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ბრძანებულების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) „საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №689 ბრძანებულება; ბ) „საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ბიუროს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდნაციის დეპარტამენტად გარდაქმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 29 იანვრის №47 ბრძანებულება; გ) საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 აპრილის №223 ბრძანებულება; დ) საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №689 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 ოქტომბრის №548 ბრძანებულება; ე) „საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №689 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 2 დეკემბრის №639 ბრძანებულება; ვ) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 მარტის №122 ბრძანებულება; ზ) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 მარტის №122 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №326 ბრძანებულება; თ) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 მარტის №122 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 10 ნოემბრის №616 ბრძანებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი, სამინისტროს ძირითადი ფუნქციები, ამოცანები, უფლებები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი: 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფოებრივ მართვას. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. სამინისტროს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ნორმატიული აქტები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. 5. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტები ასევე სამინისტროებს, სახელმწიფო დეპარტამენტებს, დაწესებულებებს, საწარმოებს (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) და უცხოელ პარტნიორებს შორის სახელმწიფო სახსრების ან ქონების მონაწილეობით ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი ხელშეკრულებების, კონტრაქტების, პროგრამებისა და წესდებების პროექტები ექვემდებარება სამინისტროში სავალდებულო ექსპერტიზას. 6. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ანგარიშები საქართველოს ხაზინაში და საზღვარგარეთ საბანკო დაწესებულებებში. სამინისტროს იურიდიული მისამართია: თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. № 4. 7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.     მუხლი 2🔗. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები  სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად; ბ) საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესახებ წინადადებათა შემუშავება საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად; გ) საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის, უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის, სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად თანმიმდევრული ღონისძიებების განხორციელება; დ) საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების შემდგომი გაფართოების ხელშეწყობა; ე) ინვესტიციებისა და კრედიტების მოსაზიდად მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად; ვ) საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებითა და ევრაზიის დერეფნის შექმნის მიზნით აზიის, ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შესაბამისი პოლიტიკის გასატარებლად წინადადებების შემუშავება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა; თ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა უზრუნველყოფა; ი) შესაბამისი უწყებების წინადადებების გათვალისწინებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, მათი მომზადების კოორდინაცია და ხელმოწერილი დოკუმენტების დეპოზიტარის ფუნქციის შესრულება; კ) საერთაშორისო ასპარეზზე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დაწესებულების კოორდინირებული მოქმედების გეგმების შემუშავება და განხორციელება ერთიანი საგარეო კურსის გატარების უზრუნველსაყოფად; ლ) საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, კოორდინცია და მისი რეალიზაცია. მ) საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების განვითარებისათვის საჭირო მოთხოვნათა გათვალისწინებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად, ხელისშეწყობა საზღვარგარეთის კრედიტებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის; მონაწილეობის მიღება აღნიშნული საქმიანობის კოორდინაციასა და რეგულირებაში; ნ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარების მოზიდვის კოორდინაცია, მონაწილეობის მიღება ტექნიკური დახმარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და მისი გამოყენების მონიტორინგში; ო) საქართველოს უცხოური კრედიტებითა და დახმარებით უზრუნველყოფის შესახებ, საზღვარგარეთის სახელმწიფოსთან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ოქმების მომზადება; ასევე მონაწილეობის მიღება მათი განხორციელების მონიტორინგში; პ) საქართველოს სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საზღვარგარეთ პრეზენტაციების გამართვაში, ბაზრობებსა და გამოფენებში მონაწილეობისათვის ხელის შეწყობა, აგრეთვე საზღვარგარეთის სახელმწიფოებისა და ფირმების მონაწილეობით საქართველოში ასეთივე ღონისძიებების მოწყობაში. აღნიშნულ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ჟ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა სტრუქტურისა და შტატების განსაზღვრა და მათი წესდებების დამტკიცება; რ) სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების დანიშვნა; ს) საგარეო-ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის ლოკალური და ერთიანი სისტემის შექმნა და განვითარება; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.     მუხლი 3🔗. სამინისტროს ამოცანები სამინისტროს ამოცანებია: ა) ორმხრივ, მრავალმხრივ ურთიერთობათა და საერთაშორისო პრობლემების მთლიანი კომპლექსის შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დადგენილი წესით წარუდგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე; ბ) შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტები, წინადადებები ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ. მოლაპარაკება აწარმოოს საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გ) განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების საერთო ზედამხედველობა, სისტემატურად გააანალიზოს და საქართველოს პრეზიდენტს დადგენილი წესით წარუდგინოს წინადადებები საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობის მიზნით; დ) მოამზადოს და დადგენილი წესით წარუდგინოს მთავრობას საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შესატანი კანონპროექტები, წინადადებები საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; შეიმუშაოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტები საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით; ე) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პოლიტიკისა და კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში; მონაწილეობა მიიღოს უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და ფინანსური, აგრეთვე, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული და სხვა კავშირურთიერთობების გაფართოების მიზნით კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში; ვ) განახორციელოს ღონისძიებები, რათა საქართველომ, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა, საერთო-ევროპული პროცესისა და სხვა რეგიონალური მექანიზმების მონაწილე ქვეყანამ, ჯეროვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობის, გლობალური და რეგიონალური უშიშროების განმტკიცების საქმეში; ზ) უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, სხვა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების, კონფერენციების, ფორუმების საქმიანობაში, გლობალური და რეგიონალური საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტაში საქართველოს, როგორც მსოფლიო თანამეგობრობის წევრის მონაწილეობის კოორდინაცია; თ) ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სულიერი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ქვეყნის ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნას; ი) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი და მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისო ღონისძიებების მოწყობისას დიპლომატიური პროტოკოლის წესების დაცვის უზრუნველყოფაში; კონტროლი გაუწიოს დიპლომატიური და საკონსულო პრივილეგიებისა და იმუნიტეტის დაცვის მდგომარეობას; კ) უზრუნველყოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რეგისტრაცია და აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირება; ლ) განახორციელოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმანის დამოწმება, საქართველოს საგარეო პოლიტიკის საარქივო მასალების დედნების (მათი დამოწმებული პირების, თარგმანების ოფიციალური პირების) მუდმივი შენახვა, სამინისტროს არქივში არსებული მუდმივად შესანახი დოკუმენტების აღრიცხვა და გამოყენება; მ) განახორციელოს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების ერთიანი საკადრო პოლიტიკა; განსაზღვროს მათი დაკომპლექტებისა და როტაციის წესები, ორგანიზაცია გაუწიოს დიპლომატიური სამსახურის კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას; ნ) უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ საკონსულო საქმიანობის ორგანიზაცია; ო) ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობისა და კონტაქტების განვითარებას; პ) უზრუნველყოს დამოუკიდებელი დიპლომატიურ-საკურიერო კავშირი; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას; რ) ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან; ს) უზრუნველყოს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობები; საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები ორგანიზაციულ, საფინანსო და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ტ) კოორდინაცია გაუწიოს საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებას; უ) ცენტრალიზებულად დააფინანსოს და მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოს საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები; ფ) კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში უცხოური კაპიტალის მოზიდვას; ქ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.     მუხლი 4🔗. სამინისტროს უფლებები სამინისტროს უფლებებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს სახელით გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან; აწარმოოს მათთან მიმოწერა; ბ) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან, აგრეთვე, საწარმოებისაგან, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად მიიღოს საჭირო დოკუმენტები, დადგენილი წესით გამოსცეს საცნობარო და სხვა მასალები; ინფორმაცია მიაწოდოს აღნიშნულ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს; გ) კონტროლი გაუწიოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტები; დ) საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური სამსახურის საკითხებზე საკანონმდებლო აქტების პროექტთა შემუშავების შესახებ; ე) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ; ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საერთაშორისო კონტაქტების განხორციელებისას აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის, აგრეთვე, საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციებისათვის, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა; ზ) დადგენილი წესით გამოსცეს თავისი საქმიანობის ამსახველი ჟურნალები, ბიულეტენები და სხვა ნაბეჭდი მასალები; თ) საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე, მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებების შემუშავების მიზნით, სამინისტროში შესაძლებელია შეიქმნას სამეცნიერო, საკონსულტაციო, მეთოდური და საექსპერტო საბჭოები და დროებითი შრომითი კოლექტივები. საბჭოების შემადგენლობასა და მათ დებულებებს ამტკიცებს მინისტრი. საბჭოებისა და დროებითი შრომითი კოლექტივების საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატი; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის შესწავლა და ანალიზი, მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაფართოება და კოორდინაცია; კ) კოორდინაცია გაუწიოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) საქართველოს წევრობიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფას, განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს, როგორც მსო-ს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე, მოამზადოს და წარმართოს ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებები და ურთიერთობები მსო-ს შტაბ-ბინასთან; ლ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საფინანსო, საკრედიტო, საბანკო და სადაზღვევო დაწესებულებებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი პირობების შექმნაში; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაცია. თავი II სამინისტროს ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები     მუხლი 5🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; 2. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და საქართველოს პრეზიდენტის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 5. მინისტრის არყოფნისას მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინირებას უწევს სამსახურების ურთიერთობებს;     მუხლი 6🔗. მინისტრის უფლებები და მოვალეობები მინისტრი: ა) მეთაურობს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, დებულებებს (წესდებებს); კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას ორგანიზაციული, საკადრო, ფინანსური, საწარმოო-სამეურნეო და სხვა საკითხების გადასაწყვეტად; გ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე გასცემს უფლებამოსილებას საქართველოს სახელით მოლაპარაკებების გამართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერის შესახებ; დ) ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ სარატიფიკაციო სიგელს; ე) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე, მინისტრის ბრძანებებს; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების მოსამსახურეებს, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ზ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე. იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; თ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგებსა და ხარჯთა ნუსხებს, ასევე ითანხმებს სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო განრიგსა და ხარჯთა ნუსხებს; ახორციელებს მათ შესრულებაზე კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ი) პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის; კ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები საზღვარგარეთის სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენელთა დანიშვნის ან გამოწვევის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციების ხელმძღვანელებისა და მათი წევრების დანიშვნის ან გათავისუფლების თაობაზე; ლ) უფლებამოსილია წარმოადგენდეს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე, საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; მ) წარმოადგენს სამინისტროს (ან ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; ნ) განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა მართვისათვის; ო) დადგენილი წესით ანიჭებს დიპლომატიურ რანგებს ატაშედან უფროსი მრჩევლის ჩათვლით, აგრეთვე შუამდგომლობს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ; პ) დადგენილი წესით წარადგენს მუშაკებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და საქართველოს საპატიო წოდებათა მისანიჭებლად; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რეკომენდაციებს წარუდგენს მის მმართველობაში მყოფი სამეწარმეო იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათი ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებს; დადგენილი წესით ამოწმებს მათ სამეურნეო საქმიანობას; რ) წყვეტს დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებსა, ტერიტორიულ ორგანოებსა და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს შორის; ს) სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს პრეზიდენტს; ტ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; უ) ახორციელებს სხვა უფლებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 7🔗. სამინისტროს სისტემა სამინისტროს სისტემაში შედის: ა) ცენტრალური აპარატი: – დეპარტამენტები: გენერალური სამდივნო; მინისტრის სამდივნო; აშშ-ს, კანადისა და ლათინური ამერიკის; აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების; I ევროპული; II ევროპული; რუსეთის; ევროკავშირთან ურთიერთობის; იუნესკოს საქმეთა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა; კულტურის; საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის; სამხედრო-პოლიტიკური; საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა; საერთაშორისო ორგანიზაციების; საერთაშორისო-სამართლებრივი; საკონსულო; საგარეო დახმარების კოორდინაციის; საინვესტიციო პოლიტიკის; დიპლომატიური პროტოკოლის; კადრებთან მუშაობის; საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის; – საგანგებო დავალებათა ელჩების ჯგუფი; – სამმართველოები: დსთ-ის; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის; საქართველოს რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის; პრესცენტრი. – საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი; ბ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფები – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, ასევე საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან არსებული საქართველოს წარმომადგენლობები და მისიები; გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები საქართველოს ტერიტორიაზე; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები – საქართველოს საინვესტიციო ცენტრი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიურო.     მუხლი 8🔗. დეპარტამენტი – გენერალური სამდივნო 1. დეპარტამენტი – გენერალური სამდივნო წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს შიდა სამსახურის მართვას და სამინისტროს ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შორის საქმიანობის კოორდინაციას. 2. გენერალური სამდივნო პასუხისმგებელია: ა) სამინისტროში ორგანიზაციულ-ოპერატიული მუშაობის, სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფისათვის; ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და საქართველოს საელჩოებიდან მიღებული დოკუმენტების შესრულების კონტროლისათვის; გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის ანალიზისა და მონიტორინგის განხორციელებისათვის; დ) სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებებისა და ზოგადი ხასიათის ბრძანებების მომზადებისათვის. 3. გენერალური სამდივნოს ძირითადი ამოცანებია: ა) მაღალპროფესიული, საკადრო საგარეო-პოლიტიკური სამსახურის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა; ბ) სამინისტროს ქვედანაყოფების მუშაობის კოორდინაცია, ორგანიზაციულ-ოპერატიული მუშაობის სრულყოფა, აპარატის შიდა სამსახურის მართვა; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების, ბრძანებულებების, გადაწყვეტილებებისა და დავალებების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი; დ) აპარატის ქვედანაყოფების, აგრეთვე, საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებთან სამინისტროს მუშაობის კოორდინაცია; ე) სამინისტროში შემოსული ყველა სახის კორესპონდენციის სწრაფი დამუშავება, მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობასა და უშუალო შემსრულებლებისათვის. ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა და მისი დაცვა; ვ) საქართველოს მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე სამინისტროს მიერ წარსადგენ საკითხთა დადგენილ ვადებში მომზადების კოორდინაცია; ზ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების ანალიზი, მონიტორინგი და კონტროლი; თ) საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტისთვის; ი) საერთაშორისო-სამართლებრივ დეპარტამენტთან ერთად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება; კ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ლ) საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის წესების დაცვის კონტროლი და ამ მიმართებით საქმიანობის სრულყოფა; მ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კავშირის სისტემის (დიპლომატიური ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, საფაქსო კავშირი) სრულყოფა; ნ) სამინისტროში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში კონკრეტული დანიშნულების თანამედროვე პროგრამების შექმნა და მათი ინსტალაციის უზრუნველყოფა; ო) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში უცხო ენაზე მომზადებული საზღვარგარეთ გასაგზავნი დოკუმენტების თარგმანის შემოწმება და ვიზირება; პ) ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სისტემატური სამუშაო შეხვედრების მოწყობა. ჟ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტური მასალების მიღება, აღრიცხვა და შენახვა, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტების დაცვისა და საქმეთა გაფორმების სისწორის კონტროლი, საქმეთა ნომენკლატურების შედგენაში მონაწილეობა და დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად საქმეების ფორმირების სისწორის შემოწმება; რ) საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებასა და შესრულებაზე საერთო ზედამხედველობა.     მუხლი 9🔗. დეპარტამენტი – მინისტრის სამდივნო 1. მინისტრის სამდივნო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის დავალებით უფლებამოსილია სამინისტროს დეპარტამენტებიდან, სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტი, მასალა და ინფორმაცია. 2. მინისტრის სამდივნო ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ოპერატიულ ინფორმირებას მინისტრის მიერ სიტყვიერი, ან დოკუმენტის სახით მიღებული იმ გადაწყვეტილებების თაობაზე, რომელთა ასახვაც არ ხდება მინისტრის ბრძანებებში. 3. მინისტრის სამდივნოს ამოცანებია: ა) მინისტრის სამუშაო გრაფიკის (ყოველთვიური, ყოველკვირეული და ყოველდღიური) შედგენა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის მისაღების მუშაობის ორგანიზება; გ) მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; დ) მინისტრის ფოსტის დამუშავება და აღმასრულებელი სამდივნოს დეპარტამენტის საშუალებით დავალებების შემსრულებლებისათვის მიწოდება; ე) მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრების მიღების ორგანიზება; ვ) მინისტრის სიტყვიერი (ზეპირი) დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი; მინისტრისთვის საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის სისტემატიზება და წარდგენა; ზ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება; თ) მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებისათვის საჭირო ანოტაციების, საცნობარო და ანალიტიკური მასალის მომზადება; ი) მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება და ოქმების შედგენა, კომისიების გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი; კ) მინისტრის მონაწილეობით შექმნილი კომისიებისთვის საჭირო მასალების მომზადება; ლ) მინისტრის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების ორგანიზაციული მომზადება.     მუხლი 10🔗. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტი 1. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ. 2. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია; ბ) ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; გ) ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა; დ) ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება; ე) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც აშშ-ს, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება.     მუხლი 11🔗. აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი 1. აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც სისტემატურად აწარმოებს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარების ანალიზს.  2. აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ამ ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ბ) აღნიშნულ რეგიონში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია; გ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა; დ) საქართველოში აკრედიტებულ აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ინტენსიური თანამშრომლობა და სისტემატური კონსულტაციები.     მუხლი 12🔗. I ევროპული დეპარტამენტი 1. I ევროპული დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს მათ მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ; 2. I ევროპული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია; ბ) დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და თურქეთის რესპუბლიკის საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; გ) დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა; დ) დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება; ე) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება.     მუხლი 13🔗. II ევროპული დეპარტამენტი 1. II ევროპული დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ; 2. II ევროპული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია; ბ) ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; გ) ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა; დ) ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე, ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება; ე) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება.     მუხლი 14🔗. რუსეთის დეპარტამენტი 1. რუსეთის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ; 2. რუსეთის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობის კოორდინაცია; ბ) საქართველოში რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან აქტიური თანამშრომლობა; გ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა; დ) რუსეთის ფედერაციის სუბიექტებთან თანამშრომლობა; ე) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს მეთაურისა და მთავრობის წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება; ვ) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება.     მუხლი 15🔗. ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტი 1. ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად. 2. ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება; ბ) ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რეალიზაციისათვის ხელშეწყობა; გ) ევროკავშირთან თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში ეფექტური და მიზანმიმართული მუშაობის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან აუცილებელი ჰარმონიზაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 2 სექტემბრის № 828 -I დადგენილებისა და მაასტრიხის მე-100 ა) პუნქტის მოთხოვნების შესრულებისათვის ხელშეწყობა; ე) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და საქართველოს დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების უზრუნველყოფა ევროკავშირში მიმდინარე პროცესების ანალიზით, სტატისტიკური და სხვა სახის საინფორმაციო მასალებით;  ვ) ევროკავშირში არსებულ საქართველოს წარმომადგენლობასთან, აგრეთვე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდროდ თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა;  ზ) საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებიდან გამომდინარე და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტების, აგრეთვე, ტექნიკური, ჰუმანიტარული და სხვა სახის პროგრამების რეალიზაციის ხელშეწყობა, მონიტორინგი და ამ პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციის მიზნით შექმნილ სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციის მიღებისა და ამ მიმართულებით წინადადებების მომზადების მიზნით.     მუხლი 16🔗. იუნესკოს საქმეთა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი 1. იუნესკოს საქმეთა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას იუნესკოსა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად. 2. იუნესკოს საქმეთა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებია: ა) იუნესკოსთან მჭიდროდ თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა იუნესკოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით; ბ) საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სისტემაში შემავალი სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება, იუნესკოსთან სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების მიზნით; გ) საერთაშორისო-ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქართველოსთან ურთიერთობებისათვის ხელშეწყობა.     მუხლი 17🔗. კულტურის დეპარტამენტი 1. კულტურის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა კულტურის სფეროში საქართველოს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია. 2. კულტურის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება და თანამშრომლობის გააქტიურება, როგორც საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანასთან, ისე საქართველოს უახლოეს მეზობლებთან; ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დღეების მოწყობაში, კონფერენციების, გამოფენების, სემინარების გამართვაში საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისა და საქართველოს შესაბამისი სამინისტროების მუშაობის კოორდინაცია ქართული კულტურის, მეცნიერების, ინტელექტუალური და სამრეწველო-სამეურნეო პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე სპეციალისტების სტაჟირებების, შემოქმედებითი ახალგაზრდობის მივლინებებისათვის ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნიერო, სასწავლო დაწესებულებებსა და ხელოვნების ცენტრებში; დ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საზღვარგარეთის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასახულ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანმიმართული მუშაობა და სისტემატური კონსულტაციები; ე) ღონისძიებების გატარება და კოორდინაცია, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციებში;  ვ) კულტურის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტის და პარტნიორული ურთიერთობების სფეროებში ხელშეკრულებების, შეთანხმებების, დეკლარაციების და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება და განსახილველად მომზადება შესაბამის სამინისტროებთან ერთად; აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;  ზ) სამინისტროს საზღვარგარეთ არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების კოორდინაცია.     მუხლი 18🔗. საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი 1. საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო დონეზე განახორციელოს საგარეო პოლიტიკა. 2. საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სისტემატური მეთვალყურეობა; ბ) საქართველოს საელჩოებისათვის ინფორმაციის სისტემატური მიწოდება; გ) საქართველოს საელჩოების პრესატაშატის მუშაობის კოორდინაცია; დ) სამინისტროს საინფორმაციო ნაკადების, სამინისტროს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გავრცელების კოორდინაცია; ე) მომხმარებლისათვის ორიენტირებული ფორმით სისტემატიზაციისათვის ინფორმაციის დამუშავება; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული კურსისა და პრიორიტეტების შესახებ წინადადებების, რეკომენდაციების და საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მოამზადება; ზ) საჭიროებისამებრ და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოპოვებული ინფორმაციის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება; თ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისა და უცხოეთის საინფორმაციო სააგენტოებისათვის საგარეო-პოლიტიკურ სფეროში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ი) მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მათში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობის თაობაზე სამინისტროს და საზღვარგარეთის სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის შესახებ პრესისა და სხვა საინფორმაციო საშუალებებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება; კ) ინტერნეტის ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული გვერდის „ვებსაითის” ინფორმაციული უზრუნველყოფა და „ვებსაითის” ადმინისტრაციის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება; ლ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის სახელმწიფოების საელჩოებთან თანამშრომლობა და მათთან ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება.     მუხლი 19🔗. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი 1. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის მიმართულებები მოიცავს სამხედრო-პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრს და ამ სფეროში სამინისტროს საქმიანობისა და თანამშრომლობის კოორდინაციას. 2. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ნატოსთან („პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში) და ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოსთან საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის მიზანმიმართული საქმიანობის განხორციელება; ბ) განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებზე და ამ სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება; გ) სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში დსთ-ის წევრ და სხვა ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე მჭიდრო თანამშრომლობა.     მუხლი 20🔗. საერთაშორისო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი 1. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის ძირითადი ფუნქციაა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კოორდინაცია, 2. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებია:  ა) მრავალმხრივ და გლობალურ საკითხებზე არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;  ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოთა მთავრობებთან, საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების გამართვა დადგენილი წესით; გ) საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით და საექსპერტო დასკვნების საფუძველზე მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმართვა დადგენილი წესით;  დ) საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებელი კანონპროექტების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების მომზადება და სათანადო ორგანოებში წარდგენა;  ე) უცხოეთის სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური, ფინანსური და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების გაფართოების მიზნით კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;  ვ) საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის შექმნისა და განვითარების მიზნით აზია, ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შესაბამისი პოლიტიკის გასატარებლად წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ასპარეზზე აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებული მოქმედების გეგმის შესამუშავებლად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; თ) ტრესეკას პროექტის, ნავთობსადენისა და გაზსადენის და სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების ირგვლივ მიმდინარე პროცესების თვალყურის დევნება, შესწავლა და გაანალიზება; ამასთან დაკავშირებით, სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის სათანადოდ დასაბუთებული წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით; ი) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე ქვეყნებთან ურთიერთკავშირის დამყარებასა და პან-ევროპული სატრანსპორტო დერეფნის (PETRA) გაფართოების ხელშემწყობ ღონისძიებებისათვის დახმარება; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სატრანსპორტო და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში, შეხვედრებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა; ლ) მრავალმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების მიზანშეწონილობის განხილვა და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავება; მ) დონორ სახელმწიფოებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობათა მიმართულებების შემუშავება არსებული პოტენციალის უფრო სრულად გამოყენების მიზნით; ნ) ძირითად ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე, სართაშორისო-ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა პრობლემატიკის, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებისა და რეალიზაციის გზების ძიების მიმართულებით ანალიტიკური მასალების მომზადება; ო) სუუამის ეკონომიკური პრობლემატიკის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების შემუშავება; პ) პრიორიტეტულ ეკონომიკურ და ფინანსურ ორგანიზაციებთან საქართველოს საწევრო დავალიანებათა დაფარვისათვის ხელშეწყობა; ჟ) საერთაშორისო-ეკონომიკურ და ფინანსურ ორგანიზაციებთან საქართველოს თანამშრომლობის კოორდინაცია; რ) BSEC-თან მიმართებაში სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების საქმიანობის კოორდინირება და სრულყოფა.     მუხლი 21🔗. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი 1. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად. 2. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდროდ თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებიდან, გაეროსა და ეუთოსთან ურთიერთობების საკვანძო მიმართულებებიდან გამომდინარე, აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა და ამ მიმართულებით სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია.     მუხლი 22🔗. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი 1. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და ევროპის საბჭოსთან სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა პოლიტიკის წარმართვა. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა უწყების საქმიანობის კოორდინაცია; გ) საქართველოს სახელით დადებული ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების აღრიცხვა და სისტემატიზაცია; დ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე წინადადებების წარდგენა; ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოება; ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში წარმოდგენა; ზ) საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხებზე მოწყობილ სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა; თ) ევროპის საბჭოდან მიღებული მასალების შესწავლა და ანალიზი; ი) ევროპის საბჭოს ინფორმირება საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის მიმდინარეობის შესახებ; კ) რეკომენდაციების შემუშავება ევროპის საბჭოს მიმართ საქართველოს სამართლებრივი პოლიტიკის წარმართვის საკითხებზე; ლ) ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის ყოველწლიური თანამშრომლობის პროგრამების შემუშავება და ზედამხედველობა მათ შესრულებაზე; მ) თანამშრომლობა ევროპის საბჭოს სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა დირექტორატთან, მონაწილეობა ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი და დროებითი ორგანოების მუშაობაში; ნ) ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე ზედამხედველობის განხორციელება; ო) ევროპის საბჭოს ეგიდით მიღებული კონვენციების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება და რეკომენდაციების შემუშავება ევროპის საბჭოს კონვენციების შესრულების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით; პ) ევროპის საბჭოს ეგიდით საქართველოს სამინისტროებისა და სხვა უწყებების კოორდინაცია, როგორც სახელშეკრულებო, ისე პოლიტიკური ვალდებულებათა შესრულების მიზნით; ჟ) საქართველოს სამინისტროებისა და სხვა უწყებების საქმიანობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა ევროპის საბჭოსთან დაკავშირებით; რ) ევროპის საბჭოს კონვენციებში საქართველოს მონაწილეობისათვის ხელშეწყობა; ს) საქართველოს პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ინფორმირება ევროპის საბჭოს კონვენციების მიმართ შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების გატარების შესახებ; ტ) ევროპის საბჭოს ექსპერტთა ვიზიტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება და შედეგების შეჯამება; უ) სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად – ევროპის საბჭოს ინფორმირება საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების პროცესების შესახებ; – ევროპის საბჭოსათვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოში რეგიონალური პოლიტიკისა და რეგიონების საგარეო ურთიერთობათა შესახებ; – საქართველოში მოწყობილი არჩევნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ევროპის საბჭოს რეგიონალური სტრუქტურებისათვის; – ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესთან თანამშრომლობა; – ევროპის საბჭოს კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობა; – ევროპის საბჭოს კულტურის კომიტეტის ეგიდით მოწყობილ ორმხრივ და მრავალმხრივ ღონისძიებებში მონაწილეობა; – ევროპის საბჭოს კულტურის კომიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ქვეკომიტეტების მუშაობაში მონაწილეობა; – ევროპის საბჭოს განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტებთან თანამშრომლობა; – კულტურის სფეროში ევროპის საბჭოს კონვენციების შესრულებაზე კონტროლისა და საქართველოს სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობის განხორციელება.     მუხლი 23🔗. საკონსულო დეპარტამენტი 1. საკონსულო დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს საგარეო ურთიერთკავშირების საკონსულო უზრუნველყოფას. საკონსულო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს საკონსულო მომსახურების გაუმჯობესების პრაქტიკული გზების ძიება; ბ) საქართველოს საკონსულო პოლიტიკის სფეროში წინადადებათა შემუშავება; გ) საქართველოს, მისი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა საზღვარგარეთ; დ) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა გაღრმავება სხვა ქვეყნებთან, მათთან სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის განმტკიცება; ე) საკონსულო საკითხებთან დაკავშირებული კონვენციებისა და საერთაშორისო შეთანხმებების პროექტთა შემუშავება, შეთანხმება და მოლაპარაკების წარმოება; ვ) საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონცეპტუალურ წინადადებათა შემუშავება; ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობების შესწავლა და ამ ურთიერთობათა განვითარებისა და სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება; თ) საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული იმ შეთანხმებების პირობების შესრულების კონტროლი, რომელთა მონაწილეც საქართველოა; ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ წინადადებების შემუშავება; კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებულ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობის განხორციელება; ლ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს საზღვარზე არსებულ სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში საკონსულო-სავიზო სამსახურების გახსნასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ამ სამსახურების საქმიანობის კონტროლი; მ) საქართველოს საპატიო კონსულთა ინსტიტუტის საკონსულო პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; ნ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმოება; ო) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების სისტემატური უზრუნველყოფა საქართველოს ნორმატიული აქტებით და მათი განუხრელი დაცვის კონტროლი; პ) საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ საკონსულო ტარიფების შესახებ არსებული კანონმდებლობის ცვლილებების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საკონსულო ტარიფებით გათვალისწინებული მოსაკრებლის აღებასთან დაკავშირებით ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი კონტროლი; ჟ) საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა; რ) საზღვარგარეთ დროებით და მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისათვის პირადობის, რეგისტრაციის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა; ს) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის პირადობის, რეგისტრაციის მოწმობებისა და პასპორტების გაცემისათვის შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება და მათი გაცემის სისწორისათვის სისტემატური კონტროლის დაწესება; ტ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის, რეგისტრაციის მოწმობისა და პასპორტის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის სათანადო დამუშავება, მისი შესაბამის ორგანოებთან შეთანხმება და საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის დროული მიწოდება; უ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საქართველოს მოქალაქის სამშობლოში დასაბრუნებელი მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებთან სათანადო სამუშაოების ოპერატიული შესრულება, მოწმობების გაცემაზე კონტროლის დაწესება; ფ) საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ საქართველოს ვიზების გაცემის სისწორესა და სავიზო ბარათების აღრიცხვიანობის მკაცრი კონტროლის დაწესება. მრავალჯერადი ვიზების გაცემასთან დაკავშირებული საკითხების კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმება; ქ) საკონსულო მოსაკრებლებისა და საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების აკრეფა-აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციების მომზადება, აგრეთვე ამ სფეროში ნაცვალგების პრინციპის დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ღ) საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელება და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით სამართლებრივი ბაზის სრულყოფა; ყ) სამსახურებრივი საჭიროებისათვის საბუთების გამოთხოვასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფა, ამ სფეროში ერთიანი მექანიზმის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.     მუხლი 24🔗. საგარეო დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი 1. საგარეო დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში დახმარების განხორციელებას. 2. საგარეო დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიღებული დახმარების ათვისების კოორდინაცია; ბ) საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება იმ სამინისტროებთან და უწყებებთან, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ამ საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან დახმარების მიზნით მოლაპარაკებასა და შეხვედრებში მონაწილეობა; დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო დახმარების მიღებასთან დაკავშირებით სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების კოორდინაცია.     მუხლი 25🔗. საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი 1. საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის ძირითადი ფუნქციაა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება. 2. საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვა და მათი ეფექტური გამოყენებისათვის ხელშეწყობა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ კაპიტალის საქართველოში ინვესტირებისათვის მოლაპარაკებებში მონაწილეობა. ინვესტიციებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ოქმების მომზადება და დადგენილი წესით გაფორმება. მათი შესრულების კონტროლში მონაწილეობის მიღება; გ) საზღვარგარეთის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში დასაქმებული ორგანიზაციებისა და ფირმებისათვის საქართველოში წარმომადგენლობის გახსნის შესახებ რეკომენდაციების გაცემა, ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციებით განსახორციელებელი პროექტების წინასწარი ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიზნით საერთაშორისო საფინანსო-საინვესტიციო ინსტიტუტებთან და უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობა; ვ) უცხოური ინვესტიციების საქართველოში მოზიდვისა და განთავსების თაობაზე საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შექმნა-სრულყოფის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. საინვესტიციო პოლიტიკის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა; ზ) საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოსათვის უცხოელ ინვესტორთა პრობლემებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის პერიოდული წარდგენა; თ) საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით ხელი შეუწყოს საქართველოს სამინისტროებს, უწყებებს, ორგანიზაციებსა და საწარმოებს საზღვარგარეთ ბაზრობა-გამოფენებში მონაწილეობისათვის ხელშეწყობა, ასევე ანალოგიური ღონისძიებების გამართვისა საქართველოში.     მუხლი 26🔗. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი 1. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საქართველოში უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციების ვიზიტების მომზადებაში. 2. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე, საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; ბ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლების რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წარმოება; გ) დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირების განხილვა და გადაწყვეტა, უცხოელი დიპლომატების იმუნიტეტებისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი;  დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნების სიგელის გადაცემის ცერემონიის გამართვის ორგანიზება;  ე) საქართველოს ელჩის დანიშვნაზე აგრემანის მოთხოვნა და საქართველოს ელჩისათვის რწმუნების სიგელის დამზადების უზრუნველყოფა;  ვ) საქართველოს ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზ) საჭიროების მიხედვით დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წამოჭრილი სხვადასხვა ოპერატიული პრობლემების გადაწყვეტა.     მუხლი 27🔗. კადრებთან მუშაობის დეპარტამენტი 1. კადრებთან მუშაობის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებას. 2. კადრებთან მუშაობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით წინადადებათა მომზადება, თანამშრომელთა შერჩევა და მათი კანდიდატურების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ბ) სამინისტროს კადრების შერჩევა, მომზადება და დაწინაურება; გ) დიპლომატიური რანგების მინიჭების წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა; დ) დიპლომატიური კადრების როტაციის გეგმის შემუშავება და მისი თანმიმდევრული განხორციელება; ე) დიპლომატიური სამსახურისთვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა; ვ) სამინისტროს საკადრო რეზერვის ფორმირება; ზ) სამინისტროს შრომითი დისციპლინის სისტემატური კონტროლი.     მუხლი 28🔗. საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტი 1. საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა სამინისტროს სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქონების მართვის ორგანიზაცია. 2. საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირება და შეთანხმება შესაბამის სამინისტროებთან კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) დადგენილებების პროექტებისა და ხარჯთა ნუსხების მომზადება საზღვარგარეთ სამინისტროს ახლად გახსნილი ქვედანაყოფებისათვის და არსებული წესის მიხედვით მათი შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსა და ზემდგომ ორგანოებთან; გ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინისათვის თვალყურის დევნება; დ) შესაბამისი სამუშაოების განხორციელება საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების გახსნასა და მოწყობასთან დაკავშირებით ხარჯთა ნუსხის შედგენისა და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საკითხების გადასაწყვეტად; ე) საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშების მიღება საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებიდან და ფინანსთა სამინისტროსათვის ნაერთი დოკუმენტების წარდგენა; ვ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი დანიშნულებით ხარჯვის კონტროლის განხორციელება; ზ) ბრძანებების, ინსტრუქციებისა და დებულებების პროექტების მომზადება საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის თაობაზე და მათი დასამტკიცებლად წარდგენა; თ) უფლებამოსილების ფარგლებში მოლაპარაკების წარმოება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ფირმებსა და სხვა ქვეყნის კომპანიებთან საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისათვის შენობებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვის ან იჯარით აღების, აგრეთვე მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ; ი) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების წინადადებათა გათვალისწინებით კაპიტალური მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის, უძრავი ქონების შეძენის, საპროექტო-საძიებო სამუშაოების პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების პროექტების შემუშავება; კ) დაინტერესებულ სამინისტროებსა და ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, უცხოეთის სახელმწიფოებთან ნაცვალგების საფუძველზე მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების გადაცემისა და ახალი ობიექტების მშენებლობის შესახებ სამთავრობოთაშორისო შეთანხმებათა პროექტების მომზადება; ლ) დადგენილ ვადებში იმ შეთანხმებების, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა, რომელთა საკითხებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება; მ) კაპიტალური მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის გეგმების შესრულების მიზნით, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებისათვის კონტროლისა და პრაქტიკული დახმარების გაწევა; ნ) სამინისტროს ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, კაპიტალური რემონტისა და ექსპლუატაციისათვის დაფინანსების წყაროებისა და წლიურ ასიგნებათა მოცულობების განსაზღვრის თაობაზე წინადადებების მომზადება; აგრეთვე საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში სახარჯთაღრიცხვო განაცხადების განხილვასა და შეთანხმებებში მონაწილეობა; ო) საპროექტო ორგანიზაციებთან ერთად საპროექტო დავალებების დამუშავება, საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხიანი და დროული გამოშვების ზედამხედველობის განხორციელება; პ) მშენებლობისა და რეკონსტრუქციის საპროექტო დავალებებისა და ესკიზური პროექტების სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის განსახილველად მომზადება მათი შემდგომი განხილვისა და დამტკიცების მიზნით; ჟ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების განაცხადით ადგილსამყოფელ ქვეყანაში შენობა-ნაგებობათა საინჟინრო გამოკვლევების ორგანიზაცია; რ) საზღვარგარეთ ასაშენებელი საქართველოს ობიექტების პროექტების ექსპერტიზა, მათი შეთანხმება დაინტერესებულ უწყებებსა და დაწესებულებებთან და შესაბამისი წინადადებების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის განსახილველად; ს) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების დახურვის შემთხვევაში, უძრავი ქონების კონსერვაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება; ტ) წინადადებების მომზადება საზღვარგარეთ სამინისტროს მშენებლობადამთავრებული, რეკონსტრუირებული და კაპიტალურად შეკეთებული ობიექტების მიმღები სახელმწიფო და სამუშაო კომისიების საქმიანობის ორგანიზებისათვის; უ) სამინისტროს გენერალურ სამდივნოსთან ერთად საზღვარგარეთ მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, გამოყენებისა და გასხვისების შესახებ წინადადებების მომზადება; ფ) სამინისტროს ობიექტების კაპიტალური მშენებლობისა და რეკონსტრუქციის წლიური და კვარტალური გეგმების პროექტების შედგენა და მათი დაცვა შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებში; ქ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებში, აგრეთვე ბანკში, სამინისტროს ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რემონტისა და ექსპლუატაციისათვის დაფინანსების გახსნისათვის აუცილებელი სამუშაოების განხორციელება; ღ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად ტექნიკური და ფინანსური კონტროლის განხორციელება საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციასა და რემონტისადმი.     მუხლი 29🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი 1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს აპარატისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას. 2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს ფულადი და მატერიალური სახსრების საბუხჰალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება; ბ) ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; გ) ადმინისტრაციულ შენობაში სანიტარიული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის პროექტირების, მშენებლობის, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების და რეკონსტრუქციების სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; ე) სამინისტროსათვის მართვის უფლებით გადმოცემული საწარმოების მუშაობისათვის ხელშეწყობა; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, საკონსულო დეპარტამენტთან ერთად, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან მოლაპარაკების წარმოება სამინისტროს ქვედანაყოფების განთავსებისა და მათთვის სამუშაო პირობების შესაქმნელად საჭირო ღონისძიებების განხორციელების შესახებ; ზ) სამინისტროს აპარატის თანამშრომლების საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტებისა და მივლინებების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროში საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მიღების დღეებში სტუმართა სამეურნეო უზრუნველყოფა, ხარჯთანუსხის შედგენა და გაფორმება; ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ავეჯით, ორგტექნიკით, ინვენტარითა და საკანცელარიო საქონლით უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობისა და სხვა საინჟინრო ქსელებისა და სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ლ) ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამინისტროს საქმიანობის ამსახველი ჟურნალების, ბიულეტინებისა და სხვა ბეჭდვითი მასალების გამოცემის უზრუნველყოფა; მ) საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მკაცრი აღრიცხვის ბლანკების, სავიზო ტალონების (ეტიკეტების) და პასპორტების კანონმდებლობის დაცვით დამზადების უზრუნველყოფა, მათი მოქმედი წესების დაცვით აღრიცხვა და შენახვა. 3. დეპარტამენტი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე საანგარიშო წლის ბოლოს წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიშს და შემდგომი ფუნქციონირებისათვის საჭირო სახსრების განაცხადს.     მუხლი 30🔗. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი 1. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (შემდგომში საგანგებო დავალებათა ელჩი) შედის საგანგებო დავალებათა ელჩების ჯგუფში, რომელიც მოქმედებს საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური დავალებების შესაბამისად და თავისი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 2. საგანგებო დავალებათა ელჩის ამოცანებია: ა) საგარეო საქმეთა მინისტრის კონკრეტული მითითებებისა და დავალებების შესრულება; ბ) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცალკეული მიმართულების ხელმძღვანელობა-კოორდინაცია; გ) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობა; დ) სამსახურებრივი საქმიანობით მოპოვებული სპეციალური ინფორმაციის მიწოდება საგარეო საქმეთა მინისტრისათვის; ე) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით სამინისტროს წარმოდგენა საერთაშორისო ურთიერთობებში (ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკება, საერთაშორისო კონფერენცია, კონგრესი); ვ) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით მონაწილეობის მიღება საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფო და სამთავრობო დონის დელეგაციებისათვის გათვალისწინებულ ცალკეულ ღონისძიებებში; ზ) საზღვარგარეთ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პროგრამის რეალიზაციის დროს მონაწილეობის მიღება განსახილველი დოკუმენტების პროექტების (ან მათი კერძო დებულებების) შემუშავებასა და დახვეწაში; თ) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული კონკრეტული საქმიანობის კონტროლი; ი) დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის უზრუნველსაყოფად წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება და საგარეო საქმეთა მინისტრისათვის განსახილველად წარდგენა; კ) მინისტრის სახელზე შემოსული უცხო ქვეყნების, საქართველოს სამთავრობო უწყებების, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ წარმოდგენილი წინადადებების, დასკვნების, შეთანხმებების პროექტების, სხვა დოკუმენტების დამატებითი ანალიზი, ტექსტის, მათი კომპონენტების დაზუსტება-დახვეწა, შესაძლო შედეგების შეფასება.     მუხლი 31🔗. დსთ-ის სამმართველო 1. დსთ-ის სამმართველო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ხელს უწყობს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო დონეზე განახორციელოს დსთ-ის საწესდებო ორგანოებთან საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობები; 2. დსთ-ის სამმართველოს ამოცანებია: ა) დსთ-ის აღმასრულებელ სამდივნოსთან და სხვა საწესდებო ორგანოებთან კავშირურთიერთობის განხორციელებისას სისტემატურად ადევნოს თვალყური, შეისწავლოს და გააანალიზოს დსთ-ის საწესდებო ორგანოებში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს სათანადოდ დასაბუთებული წინადადებები, დასკვნები, ცნობები და საინფორმაციო მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ; ბ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს დსთ-ის საწესდებო ორგანოებში განსახილველად მომზადებული მრავალმხრივი შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავებაში, მოამზადოს წინადადებები, რეკომენდაციები და დასკვნები ამ პროექტებთან დაკავშირებით; გ) დსთ-ის საწესდებო ორგანოებში საქართველოს წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია და მათთან აქტიური თანამშრომლობა; დ) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც დსთ-ის წევრი ქვეყნების მრავალმხრივ ურთიერთობათა სფეროებს განეკუთვნება; ე) დსთ-ის ფარგლებში შექმნილ სხვადასხვა სახის ეკონომიკურ ორგანოებში და მრავალმხრივ შეთანხმებებსა თუ კონვენციებში საქართველოს მონაწილეობის მიმართებით ანალიტიკური ცნობების მომზადება. ამ მხრივ, საქართველოს ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ვ) დსთ-ის სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურთა საბჭოს, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსა და სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კომიტეტის პრეზიდიუმისა და კოლეგიის სხდომების მომზადება.     მუხლი 32🔗. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამმართველო 1. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამმართველო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც კოორდინაციას უწევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) საქართველოს წევრობიდან გამომდინარე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას. 2. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) კოორდინაცია გაუწიოს მსოში საქართველოს წევრობიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფას; ბ) მსოს მოთხოვნათა გათვალისწინებით დარგობრივ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის სრულყოფის შესახებ; გ) შეიმუშავებს რეკომენდაციები ვაჭრობის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბების შესახებ; დ) მოამზადოს და წარმართოს ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებები და ურთიერთობები მსოს შტაბბინასთან; ე) მონაწილეობა მიიღოს მსოს თემატიკასთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში.     მუხლი 33🔗. საქართველოს რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის სამმართველო 1. საქართველოს რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის სამმართველო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებს საგარეო ურთიერთობათა კოორდინირებული პოლიტიკისა და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში. 2. საქართველოს რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა პრაქტიკის ეფექტიანობის ამაღლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;  ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;  გ) საქართველოს რეგიონების პერიოდული ინფორმირება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების, საერთაშორისო მდგომარეობისა და საგარეო-ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ;  დ) რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა გამოცდილების სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადება;  ე) სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად საქართველოს რეგიონების უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის ეფექტურობის შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის სახელმწიფო კანცელარიის სათანადო სამსახურებისათვის წარდგენა;  ვ) უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს რეგიონების ხელმძღვანელობასთან ერთად, ადგილობრივი რესურსების ბაზაზე სამრეწველო და სხვა სახის საექსპორტო პროდუქციის წარმოებისათვის ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ქართულ სათვისტომოებთან, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ ქართულ-უცხოურ საზოგადოებებთან ურთიერთობა.     მუხლი 34🔗. პრესცენტრი 1. პრესცენტრი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროსა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციების საშუალებათა ურთიერთობას. 2. პრესცენტრის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საინფორმაციო სააგენტოების ინფორმირება საგარეო პოლიტიკის სფეროში საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; ბ) სამინისტროსთან ჟურნალისტთა აკრედიტაცია; გ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ჟურნალისტთა შეხვედრების ორგანიზება; დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სამინისტროს განცხადებებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ქართული პრესის მიმოხილვის მომზადება; ვ) საქმიანი ურთიერთობების დამყარება სხვა სახელისუფლებო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან და მათთან ინფორმაციის გაცვლა.     მუხლი 35🔗. საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი 1. სამინისტროს სტრუქტურაში ფუნქციონირებს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი, რომელიც სახელშეკრულებო საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო ორგანოა. 2. ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული კომისია მინისტრის მოადგილის თავმჯდომარეობით. 3. საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ძირითადი ამოცანებია:  ა) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად ანალიტიკური მასალებისა და რეკომენდაციების მომზადება;  ბ) სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა;  გ) უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანალოგიურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება, სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული მივლინებების ორგანიზება; დ) საერთაშორისო თემატიკასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის შექმნა; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წინადადებების შემუშავება სამეცნიერო პროდუქციის შექმნის მიმართულებებსა და კონცეფციებზე; ე) სამინისტროს სახელით მეცნიერ-სპეციალისტებთან ხელშეკრულებების გაფორმება; ვ) სამინისტროს სახელით დაკვეთების მიღება სხვადასხვა სახის სამეცნიერო მასალების მოსამზადებლად.  4. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს ბიუჯეტის სპეციალური მუხლით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. თავი IV სამსახურებრივი ზედამხედველობა     მუხლი 36🔗. სამსახურებრივი ზედამხედველობა 1. მინისტრი კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სისტემაში არსებულ ქვედანაყოფებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. 2. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. 3. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს. თავი V დასკვნითი დებულებანი     მუხლი 37🔗. სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი 1. სამინისტროს მიერ და მისი სახელმწიფო კონტროლით, სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) საქართველოს საინვესტიციო ცენტრი; ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიურო. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 38🔗. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.