მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №68
2001 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში მშენებელ მუშათა კადრების სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, ახალი სპეციალისტების მომზადების, ატესტაციის, მუშათა აღრიცხვიანობის საკითხის მოგვარების, კვალიფიციურ მუშათა ბანკის შექმნის, სპონტანურად შექმნილი მუშათა ბირჟების მოწესრიგებისა და მათ ნაცვლად ორგანიზებული ბირჟების შექმნის მიზნით:
1. მუშათა კადრების აღრიცხვის, კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციის, კოორდინაციისა და ატესტაციის განხორციელებისათვის შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „მშენებელი“, რომლის სახელმწიფო კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი)
2. საქართველოს განათლების სამინისტრომ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დაკვეთით განახორციელოს მშენებელ მუშათა კადრების მომზადება და გადამზადება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან და საინჟინრო აკადემიასთან შეთანხმებით.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან ერთად შექმნას მშენებელ მუშათა ორგანიზებული ბირჟები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში საჭიროების მიხედვით.
4. მშენებელ მუშათა კადრების სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება განხორციელდეს თვითდაფინანსების პრინციპით.
5. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ:
ა) დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მშენებელის“ წესდება და დანიშნოს ხელმძღვანელი;
ბ) დადგენილი წესით განათლების სამინისტროსთან ერთად დაადგინოს და დაამტკიცოს მუშათა კადრების პროფესიების ჩამონათვალი, რომლებზეც გაიცემა სავალდებულო და ნებაყოფლობითი ატესტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.09.2004.
- როდის იქნა მიღებული „მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ“?
- „მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 23.02.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №68. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.05.002.001998.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.09.2004-დან.
- სად არის „მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მშენებელ მუშათა კადრების სწავლების კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ორგანიზაციისა და ატესტაციის ღონისძიებათა შესახებ“, №68, 23.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 430210000.05.002.001998 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1252814/