საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.08.2000 ძალადაკარგული 29.12.2003
გამომცემი ორგანო
ნომერი
№348
სარეგისტრაციო კოდი
320040000.05.002.001869
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 10/08/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №348

2000 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების, აგრეთვე უფლებამოსილების განხორციელებისათვის:

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ვ. ჩხარტიშვილი), ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) ერთ თვეში უზრუნველყონ კომისიის განთავისებისათვის ქ. თბილისში, გ. ჭანტურიას №12-ში მდებარე შენობაში 2 სართულის გამოყოფა უსასყიდლო, უვადო უზუფრუქტის ფორმით.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ კომისიასთან (ვ. აბაშიძე) ერთად 2 თვეში უზრუნველყონ შპს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის ზედამხედველობის სამსახურის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა  და შპს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის ზედამხედველობის სამსახურის“ სახელმწიფო კუთვნილი წილის (100%) კომისიისათვის მართვაში გადაცემა, წარმოადგინონ წინადადებები კომისიის მიერ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სხვა ქონების გადაცემის თოაბაზე.

3. კომისიამ 2000 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს კომისიის დებულება და სტრუქტურა. შეიმუშაოს და დაამტკიცოს კომისიის საშტატო ნუსხა, კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2003.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“?
„საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 04.08.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №348. სარეგისტრაციო კოდი — 320040000.05.002.001869.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.12.2003-დან.
სად არის „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“, №348, 04.08.2000, სარეგისტრაციო კოდი 320040000.05.002.001869 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1252888/