საქართველოში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების პრობლემებთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 08.08.2000
ძალის დაკარგვა 03.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №356
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.001872
გამოქვეყნების წყარო სსმ, 73, 15/08/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 593 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.08.2000 მიღება
03.09.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების პრობლემებთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური კომისიის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 56.7pt 51.05pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №356 2000 წლის 8 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების პრობლემებთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური კომისიის შექმნის შესახებ ეუთოს სტამბულის 1999 წლის სამიტზე მიღებული საქართველო-რუსეთის განცხადების დებულებათა რეალიზაციის მიზნით მიმდინარე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების მესამე რაუნდის ოქმის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების პროცესის ხელშესაწყობად და პრაქტიკული საკითხების ადგილზე გადასაწყვეტად: 1. ზემოთ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტისა და საქართველო-რუსეთის ერთობლივი ოპერატიულ-ტექნიკური ჯგუფის ფორმირებისათვის შეიქმნას საქართველოს მხარის ოპერატიულ-ტექნიკური კომისია შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ბურდული – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ჯგუფის თავმჯდომარე დიმიტრი აბესაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავ­ლების სამინისტროს საბაჟო დეპარტა­მენტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ გრძელიძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ლორია – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრუ­ლებელი კორნელი სალია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გუგული მაისურაძე – საქართველოს რკინიგზის დეპარტა­მენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერიკ სვანიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯონი ფირცხალაიშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი თენგიზ შოშიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან ძნელაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე 2. რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების პროცესის ხელშეწყობისა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით მიენიჭოს კომისიას სათანადო უფლებამოსილება, რათა გადაჭრას საქართველოში რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღების შემცირების დროს წარმოქმნილი საორგანიზაციო, ტექნიკური და სხვა პრობლემები. 3. რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღებისა და სხვა სამხედრო ქონების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის უტილიზაციის უზრუნველსაყოფად საქართველოში ავტოსატრანსპორტო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შემოტანასთან, აგრეთვე მითითებული შეიარაღებისა და ქონების გატანასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო მოსაკრებლების, საგზაო ფონდისა და საბაჟო გადასახდელების გადახდა განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით, ამ შეიარაღებისა და ქონების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისათვის საჭირო სამუშაოებისა და ექსპორტ-იმპორტის პროცედურების შეუფერხებლად. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას შესაძლო ფინანსური პრობლემების გადაჭრა, შეიმუშაოს და განსაზღვროს წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების დაფარვის ფინანსური წყარო, წესი და კონკრეტული ვადები. 5. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა უზრუნველყონ რუსეთის ფედერაციის კუთვნილი შეიარაღებისა და სხვა სამხედრო ქონების ქვეყნის ტერიტორიის გარეთ გატანისათვის საჭირო სატრანსპორტო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიიდან გასატანი შეიარაღებისა და სხვა სამხედრო ქონების შეუფერხებელი გატარება სახელმწიფო საზღვარზე. 6. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ე. შევარდნაძე