⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.10.2006)
გაუქმებულია:

უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2000
ძალის დაკარგვა 09.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №380
სარეგისტრაციო კოდი 280120000.05.002.001881
გამოქვეყნების წყარო სსმ, 76, 25/08/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 766 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2000 მიღება
09.10.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 51.05pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №380 2000 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების შესახებ „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის  მე-13 მუხლით განსაზღვრული უმწეოთა სოციალური (ოჯა­ხური) დახმარებისათვის სახსრების მიზანმიმარ­თულად გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით: 1. გაგრძელდეს უმწეო მდგომარეობაში მყოფ არამომუშავე მარ­ტო­ხელა პენსიონერთა და დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებისათვის სოციალური (ოჯახური) დახმარება. 2. სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა უზრუნველყონ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა საკრებულოებთან შეთან­ხმებით კონტინგენტის მატერიალური მდგომარეობისა და სოციალური პირობების გათვალისწინებით. 3. განისაზღვროს უმწეო მდგომარეობაში მყოფ არამომუშავე მარტოხელა პენსიონერთა და დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახები­სათვის ყოველთვიური სოციალური (ოჯახური) დახმარება: ა) ერთი პენსიონერისაგან შემდგარი მარტოხელა ოჯახზე – 20 ლარი; ბ) ორი და მეტი პენსიონერისაგან შემდგარ მარტოხელა ოჯახზე – ერთად ცხოვრების ეფექტის გათვალისწინებით –32 ლარი; გ) მეურვეობის ქვეშ მყოფ ყოველ დედ-მამით ობოლ ბავშვზე – 20 ლარი, მისი მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად. 4. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არ ვრცელდება: ა) ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე; ბ)  იმ პენსიონერთა ოჯახებზე, რომელთა წევრებს „სამხედრო და შინა­გან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვ­ნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ და „ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად დანიშნული აქვთ პენსიები; გ) ოჯახებზე, რომელთა შემადგენლობაში შედიან ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, თუ მათ პენსია განსაზღვრული აქვთ „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით: ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი; ბ) „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად 2000 წლის 1 ივლისიდან უზრუნველყოს უმწეოთა  სოციალური (ოჯახური) დახმარე­ბის დანიშვნა - გაცემის ორგანიზაცია; აღნიშნული კანონის მე-14 მუხლით დადგენილი რიგითობის გათვალისწინებით განიხილოს და გადაწყვიტოს ამ ბრძანებულებით განსაზღვრულ კონტინგენტზე 2000 წლის დასაწყისიდან სოციალური (ოჯახური) დახმარების გაცემის საკითხი; გ) საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქარ­თველოს კანონის მე-13 მუხლით სოციალური (ოჯახური) დახმარე­ბისათვის დამტკიცებული თანხის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში განიხილოს და გადაწყვიტოს სოციალური დახმარების მიზნით დამატებითი კატეგორიის შერჩევის საკითხი. 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი­ლებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის  მე-13 მუხლით უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარებისათვის გათვალისწი­ნებული 13.3 მლნ ლარიდან 12180 ათასი ლარი დადგენილი წესით გაითვალისწინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხარჯში, რომელმაც უნდა მოიცვას აგრეთვე ამ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საფოსტო და საორგანიზაციო ხარჯები. ცნობად იქნეს მიღებული, რომ  ქ.რუსთავსა და ქ.ფოთში, ზესტაფონის, ბორჯომის, ბოლნისის, გარდაბნისა და თეთრი წყაროს რაიონებში უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების, აგრეთვე საფოსტო და სხვა საორგანიზაციო ხარჯები გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტების საკუთარი შემოსავლებიდან სულ 1120 ათასი ლარის ფარგლებში. 7. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა მკაცრად იხელ­მძღვანელონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „უმწეოთა სოციალური (ოჯახური) დახმარების დანიშვნა-გაცემის წესით“. პროგრამის განხორციელების კვარტალური შედეგები მოახსენონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 8. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ა. ჯორბენაძეს. ე. შევარდნაძე