მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.09.2000 ძალადაკარგული 19.05.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№405
სარეგისტრაციო კოდი
010220020.05.002.001890
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 86, 20/09/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №405

2000 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

1. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის სრულყოფის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

სესილი გოგიბერიძე – საქართველოს კულტურის მინისტრი, კო­მი­სიის თავმჯდომარე

ვაჟა აზარაშვილი – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე

ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს პარლამენტის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე

ივანე ზოდელავა – ქ. თბილისის მერი

ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი

გიგა ლორთქიფანიძე – საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავ­შირის თავმჯდომარე

დათო მაღრაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, ქარ­თული პენ-ცენტრის თავმჯდომარე

გიორგი ოჩიაური – საქართველოს მხატვართა კავშირის თავ­მჯდომარე

ელდარ შენგელაია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომა­რის მოადგილე, კინემატოგრაფისტთა კავ­შირის თავმჯდომარე

თამაზ წივწივაძე – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.

2. სახელმწიფო კომისია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, შემოქმედებითი კავ­შირების, სხვა სამინისტროებისა და უწყებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა წინადადებების საფუძველზე და „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 დეკემბრის №672 ბრძანებულების შესაბამისად განი­ხილავს და ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას.

3. მიღებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო კომისია დასამ­ტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

ე. შევარდნაძე