სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №419
2000 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ
1. სახელმწიფო საგზაო ფონდის შემოსავლებისა და ხარჯების სისტემატური ანალიზის, აგრეთვე საგზაო ფონდის მართვის საჯაროობისა და ამ პროცესში გზის მომხმარებელთა ფართო მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტის მსოფლიო ბანკის პროექტისწინა შეფასების მისიის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან შეიქმნას სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ბორის სარალიძე – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე
გრიგოლ ბოკუჩავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის, ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
დავით ბურდულაძე – საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების კათედრის გამგე
თეიმურაზ დვალი – საქართველოს შემოსავლების სამინისტროს ანალიზის, პროგნოზირებისა და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიხეილ ესაკია – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ვიქტორ თოდაძე – საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი
ირაკლი იაშვილი – საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი
დიმიტრი კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი
გიორგი ლილუაშვილი – საქართველოს შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგზაო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი
ოთარ მახარაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის და სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვის დეპარტამენტის დირექტორი
მამუკა ორჯონიკიძე – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველოს უფროსი
თამაზ შილაკაძე – კომპლექსური ინსტიტუტის „საქგაზმეცნიერების“ გენერალური დირექტორი
ალექსანდრე ჩხეიძე – საქართველოს საერთაშორისო გადამზიდველთა ასოციაციის პრეზიდენტი
დავით ძოწენიძე – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსი
შაქრო ხალვაში – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველოს უფროსის მოადგილე, საკონსულტაციო საბჭოს მდივანი.
2. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ბ. სარალიძე) ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს დებულება.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.08.2005.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ“?
- „სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ მიღებულია 24.09.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №419. სარეგისტრაციო კოდი — 040050000.05.002.001896.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.08.2005-დან.
- სად არის „სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო საგზაო ფონდის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ“, №419, 24.09.2000, სარეგისტრაციო კოდი 040050000.05.002.001896 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1253501/