შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.04.2001 ძალადაკარგული 27.09.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№122
სარეგისტრაციო კოდი
240050000.05.002.001031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 11/04/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №122

2001 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასა­ხადის ბიუჯეტებს შორის განაწილების თანდართული წესი.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ე. შევარდნაძე

შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-10 ნა­წი­ლით შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ 2002 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნებულია მოგების გადასახადით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ცენტრალიზებული წესი. კერძოდ, შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მოგების გადასახადი მთლიანად ჩაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდგომ ნაწილდება ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანო­ნის შესაბამისად.

შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2001 წლის 1 იანვრიდან ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილების მოწესრიგების მიზნით:

1. საქართველოს ეროვნულ ბანკში დამატებით გახსნილ საქარ­თველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციის ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების №396118802 ანგარიშზე (აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკისათვის – №397118102 ანგარიშზე) მთლი­ანად ჩაირიცხება შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გადახდილი მოგების გადასახადი.

2. შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ზემოთ აღნიშნულ ან­გარიშზე ჩარიცხული მოგების გადასახადი ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273-ე მუხლის 42-ე ნაწილით განსაზღვრული თანხა ჩაირიცხება საქართველოს ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე;

ბ) დარჩენილი თანხიდან:

– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რკინიგზის სამმართველოს საწარმოების მიხედვით განსაზღვრული მოგების გადასახადის 99 პროცენტი ჩაირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში, ხოლო 1 პროცენტი – საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში;

– საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების რკინიგზის სტრუქ­ტურული ქვედანაყოფების საწარმოების მიხედვით განსაზ­ღვრული მოგების გადასახადის 85 პროცენტი ჩაირიცხება შესა­ბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში, ხოლო 15 პროცენტი – საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების კუთვნილი თანხების ჩარიც­ხვა მათ ბიუჯეტებში ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ბანკში ამ მიზნით გახსნილი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების გადასახა­დებისა და შემოსავლების გამანაწილებელი სატრანზიტო ანგარიშიდან შპს „საქარ­თველოს რკინიგზის“ მიერ შესაბამისად №397118102 და №396118802 ანგარიშებზე წარმოდგენილი და დამოწმებული საგადასახადო დავალების მეორე გვერდზე მოცემული განაწილებისამებრ.