საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ

მიღების თარიღი 14.04.1999
ძალის დაკარგვა 07.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №139
სარეგისტრაციო კოდი 040230000.05.002.001526
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18(25), 21/04/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,584 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.04.1999 მიღება
07.11.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 35.4pt 0in 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №139 1999 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ საქართველოში საბავშვო-ახალგაზრდული სახელმწიფო პოლიტიკის შემდგომი სრულყოფისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის“ მოთხოვნათა შესრულების მიზნით: 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან საქარ­თველოს ბავშვთა ფედერაცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. დამტკიცდეს საქართველოს ბავშვთა ფედერაციის თან­დართული დებულება და მეურვეთა საბჭოს შემადგენლობა. 3. საქართველოს ბავშვთა ფედერაციამ ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად განახორციელოს საქარ­თველოში ბავშვთა და მოზარდთა მდგომარეობის ყოველწლიური მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს ყოველი წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) და საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ.გაიპარაშვილი) უზრუნველყონ საქართველოს ბავშვთა ფედერაციის დაფინანსება საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დამტკიცებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარ­გლებში. 5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 1992 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 ივნისის №409 გან­კარგულებით საქართველოს ბავშვთა ფედერაცია ფუნქციონირებს ქ.თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე, №76-ბ-ში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ.უკლება) დააჩქაროს კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული შენობის საკუთრებაში აყვანა და უზრუნველყოს მისი საქართველოს ბავშვთა ფედერაციისათვის გადაცემა დადგენილი წესით. 6. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 იანვრის №2 ბრძანებულებით დამტკიცებული ბავშვთა და მოზარდთა სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღებისა და შემეცნებით-შემოქმედებითი ერთიანი გრძელვადიანი პროგრამა „საქართველოს მომავალის“ შემდგომი სრულყოფის მიზნით საქართველოს ბავშვთა ფედერაციის მეურვეთა საბჭომ წარმოადგინოს სახელმწიფო-უწყებრივი დაქვემდებარების დასასვენებელი კომპლექსების ბაზაზე ბავშვთა გამაჯანსაღებელი ქალაქის მოწყობის შესაძლებლობის საკითხი და უზრუნველყოს აღნიშნული ქალაქის განვითარებისა და შემდგომი ფუნქციონირების კონცეპტუალური გეგმის შემუშავება დაინტერესებული უწყებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით. 7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბავშვთა ფედერაციაში შემუშავებულია სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვთა დახმარების სარეაბილიტაციო პროგრამა „იმედი“, მათი ფსიქო­ლოგიური რეაბილიტაციის ფიზიკური და სოციალური გაჯანსაღებისა და უფასო კვების ორგანიზაციის მიზნით. 8. სამინისტროებმა და უწყებებმა ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ საჭირო ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე სათანადო დახმარების გაწევა საქართველოს ბავშვთა ფედერაციისათვის მისი დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. ე. შევარდნაძე საქართველოს ბავშვთა ფედერაციის მეურვეთა საბჭოს შემადგენლობა კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილების უფროსი, საბჭოს თავმჯდომარე, მწერალი მერაბ გაიპარაშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მაკა აროშიძე – სტუდია “ბასტი-ბუბუს” სამხატვრო ხელმძღვანელი, საბავშვო კომპოზიტორი თეიმურაზ ბერიძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე თამარ ბიჭიკაშვილი – საქართველოს სახელმწიფო ლკანცელარიის ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ გაბუნია – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე ჰანმო გარტნერი – გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე კობა გილაშვილი – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის თავმჯდომარე ელდარ გოგიაშვილი – “რაციო-ლეგის” კავშირის გამგეობის წევრი სესილი გოგიბერიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დათოშვილი – სააქციო საზოგადოება “სანტეს” გენერალური დირექტორი ქეთევან დუმბაძე – ბავშვთა ქალაქ “მზიურის” დირექტორი ავლიპ ზურაბაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალური სფეროს რეფორმების ხელშეწყობის განყოფილების უფროსის მოადგილე ირაკლი თოდუა – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილების უფროსის მოადგილე მერაბ კაკულია – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი გია კიტია – ნ. დუმბაძის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი ნინო კობახიძე – საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე დუგლას ლაქი – საერთაშორისო ორგანიზაცია „Save the children”-ის სამხარეო კოორდინატორი ვახტანგ ლაღიძე – “კოკა-კოლა ბოთლერს-ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილე მარიკა მათიაშვილი – საოჯახო სამეცნიერო-პოპულარულ გაზეთ “ახალი დვრიტას” მთავარი რედაქტორი მიხეილ მინდაძე – საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის, სასკოლო განათლებისა და ბავშვის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი თემურ მურღულია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მანანა ნაჭყებია – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილების რეფერენტი ქეთევან ნემსაძე – მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრული კლინიკის დირექტორი გიორგი ნოზაძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საორგანიზაციო-სარედაქციო განყოფილების უფროსის მოადგლე ირაკლი ჟვანია – სკულპტორი მერაბ რატიანი – სააქციო საზოგადოება “მზიურის” გენერალური დირექტორი რუსუდან სებისკვერაძე – კომპოზიტორი ალექსანდრე ტალიაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მარინა ღუდუშაური – საქ. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ნატა ყაზახაშვილი – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა დაცვის დეპარტამენტის ტავმჯდომარე გიორგი შარვაშიძე – საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ზაზა შენგელია – საქართველოს ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის კორპორაციის თავმჯდომარე მაია ჩაჩავა – საქართველოს განათლების სამინისტროს მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი ბესიკ ხარანაული – გამომცემლობა “ნაკადულის” დირექტორი მანონ ხაჩიძე – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის მოადგილე ოთარ ხუფენია - საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი ნათელა ჯაღაური – თბილისის მოსწავლეთა ფოლკლორის სასახლის დირექტორი საქართველოს ბავშვთა ფედერაციის დებულება I. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ბავშვთა ფედერაცია (შემდგომში – ფედერაცია) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტის შესაბამისად, როგორც საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ფედერაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები ბანკში (მათ შორის – სავალუტო), ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ქართულ-ინგლისური წარწერით. 3. ფერედაციის ძირითადი მიზანია ბავშვის უფლებათა დაცვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ შესაბამისად. 4. ფედერაცია თავისი ძირითადი მიზნის მისაღწევად მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, ზემოაღნიშნული კონვენციისა და ამ დებულების შესაბამისად. 5. ფედერაციის იურიდიული მისამართლია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, №76-ბ. II. ფედერაციის მიზანი და ამოცანები 6. ფედერაციის მიზანია ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების განხორციელება. 7. ფედერაციის ამოცანებია: ა) ბავშვის უფლებათა დაცვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ შესაბამისად; ბ) საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად: – საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა მდგომარეობის ყოველწლიური მონიტორინგი და მოხსენების სახით შედეგების წარდგენა პრეზიდენტისათვის; – ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი და ჰარმონიულად განვითარებული მომავალი თაობის აღზრდის პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა; – განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდების გამოვლენა და მათი წახალისება; გ) ბავშვთა და მოზარდთა თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, ამ მიმართულების საპრეზიდენტო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; დ) სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვა; სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან ერთად ბავშვთა და მოზარდთა შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების ფართომასშტაბიანი პროგრამების განხხორციელება; ე) მოზარდთა ინტერესების შესაბამისად კულტურულ-საგანმანათლებლო ჰობი-ცენტრების, პროფილური კლუბებისა და სასწავლო სკოლა სტუდიების შექმნა. 8. თავისი ამოცანების განსახორციელებლად ფედერაცია: ა) დამოუკიდებლად შეიმუშავებს და ამტკიცებს თავისი საქმიანობისათვის საჭირო პროექტებსა და პროგრამებს; ბ) აწყობს სემინარებს, ტრენინგებს, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, თვითშემოქმედებით ღონისძიებებს, ოლიმპიადებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, კონკურსებს, ფესტივალებს; გამოსცემს მეცნიერულ-ტექნიკურ, პოპულარულ, სასწავლო და სხვა სახის ლიტერატურულ და პერიოდულ გამოცემებს, გამოიყენებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, შეიმუშავებს სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) თანამშრომლობს სახელმწიფო, საზოგადოებრივ, საქველმოქმედო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უწყებებთან, კერძო პირებთან; დ) აწყობს გამაჯანსაღებელ და შემეცნებით-შემოქმედებითი დასვენების ბანაკებს სოციალურად დაუცველი სხვადასხვა კატეგორიის, აგრეთვე სწავლაში, ხელოვნებასა და სპორტში განსაკუთრებით გამორჩეული მოზარდებისა და სხვა ტიპის ოჯახის ბავშვებისათვის; ე) სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მონაწილეობს სახელმწიფო-საბავშვო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებაში; ვ) ეწევა სამეცნიერო, საკონსულტაციო, ორგანიზაციულ, სასწავლო, სანიტარულ-საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობას; ზ) ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრები მოზარდების დამეგობრებას უცხოელ თანატოლებთან, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ამ მიზნით აქტიურად თანამშრომლობს და ახორციელებს გაცვლით პროგრამებს; თ) აქტიურად მონაწილეობს საქართველოში ბავშვთა ჯანსაღი და უსაფრთხო კვების პრობლემების გადაჭრაში; ი) მოზარდებს აცნობს და ასწავლის ქვეყნის, მშობლიური მხარის ბუნებას, ისტორიას და ეთნოგრაფიას, კულტურულ მემკვიდრეობას; კ) აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვით ღონისძიებებს; III. ფედერაციის მართვა 9. ფედერაციის მართვის ორგანოა საქართველოს ბავშვთა ფედერაციის მეურვეთა საბჭო (შემდგომში-მეურვეთა საბჭო). 10. მეურვეთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 11. მეურვეთა საბჭო: ა) საერთო კოორდინაციას უწევს ფედერაციის საქმიანობას; ბ) წელიწადში ერთხელ (საჭიროების შემთხვევაში – უფრო ხშირად) იხილავს ფედერაციის ანგარიშებს დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული მიზნისა და ამოცანების განხორციელებაში მონაწილე სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციათა საქმიანობის კოორდინაციას. 12. მეურვეთა საბჭოს სხდომები იმართება ექვს თვეში ერთხელ, რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს საბჭოს წევრთა უმრავლესობის ან ფედერაციის თავმჯდომარის მოთხოვნით. 13. მეურვეთა საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. 14. ფედერაციას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 15. ფედერაციის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს ფედერაციას და პასუხისმგებელია მისი საქმიანობისათვის; ბ) პასუხისმგებელია მეურვეთა საბჭოს წინაშე და მონაწილეობს მის მუშაობაში ხმის უფლებით; გ) წარმოადგენს ფედერაციას და მოქმედებს მისი სახელით; დ) ასრულებს თავის მოვალეობას ამ დებულებით დასახული მიზნის მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად; ე) განსაზღვრავს ფედერაციის აპარატის სტრუქტურას; ვ) განკარგავს ფედერაციის ფინანსურ რესურსებს; ზ) ხსნის ანგარიშს ბანკში; თ) სარგებლობს ფედერაციის საქმიანობისათვის საჭირო სხვა უფლებებით. IV. ფედერაციის ფინანსები 16. ფედერაციის ფინანსებს შეადგენს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებანი; ბ) ქართველი და უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების საქველმოქმედო შემოწირულობანი; გ) სახელმწიფო და არასახელმწიფო გრანტები; დ) სახელშეკრულებო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; ე) საგამომცემლო-სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; ვ) სახელმწიფო და არასახელმწიფო ფონდებიდან დადგენილი წესით მიღებული შემოსავლები; ზ) სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. V. ფედერაციის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 17. ფედერაციის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.