საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.10.2000
ძალის დაკარგვა 09.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №465
სარეგისტრაციო კოდი 110080000.05.002.001920
გამოქვეყნების წყარო სსმ, 101, 31/10/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 672 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2000 მიღება
09.10.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.75pt 56.7pt 51.05pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №465 2000 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54​1 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს დებულება „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ“. ე. შევარდნაძე დებულება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს დებულება განსაზღვრავს საერთო სასამართლოების (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი) მოსამართლეთა რეზერვის ფორმირების წესსა და რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეთა უფლება-მოვალეობებს.     მუხლი 2🔗. მოსამართლეთა რეზერვი და მისი შექმნის მიზანი 1. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვს (შემდგომში – მოსამართლეთა რეზერვი) შეადგენენ ის მოსამართლეები, რომლებიც ვერ ახორციელებენ სამოსამართლო უფლებამოსილებას სასამართლოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის გამო. 2. მოსამართლეთა რეზერვის შექმნის მიზანია კანონმდებლობით განსაზღვრული მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.     მუხლი 3🔗. მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვის წესი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54​1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში, თუ შეუძლებელია თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამართლისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრება ან მოსამართლე უარს განაცხადებს უფლებამოსილების დაკისრებაზე, მოსამართლე, მისი წინასწარი წერილობითი თანხმობით, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ირიცხება მოსამართლეთა რეზერვში. 2. მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის საბჭო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ სასამართლოთა მოსამართლეების ჩარიცხვას – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო, სასამართლოს ლიკვიდაციიდან ან მოსამართლის თანამდებობის შემცირებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. 3. მოსამართლეს შეუძლია უარი განაცხადოს რეზერვში ჩარიცხვაზე.     მუხლი 4🔗. მოსამართლეთა რეზერვიდან გამოყვანა მოსამართლე რეზერვიდან გამოყვანილი იქნება, თუ: ა) დაეკისრა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორ­ციელება; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ; დ) მიაღწია 65 წლის ასაკს; ე) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ვ) გარდაიცვალა.     მუხლი 5🔗. სამოსამართლო უფლებამოსილების დაკისრება 1. რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს, მისი წინასწარი წერი­ლობითი თანხმობით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. 2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54​1 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლისათვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების საკითხს იხილავს აგრეთვე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 85​2 მუხლით გათვალისწინებული სამოსამართლო უფლებამოსილების დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას. 3. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დასაკისრებლად იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხულთაგან კანდიდატის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება მოსამართლეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება; ბ) საქმიანი და მორალური რეპუტაცია; გ) საკლასო ჩინი; დ) სამეცნიერო ხარისხი.     მუხლი 6🔗. მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებს თანამდებობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით, ხოლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით.