საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დამატებითი ანაზღაურების სრულყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.01.2003 ძალადაკარგული 06.01.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
048005000.05.002.002455
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 17/01/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №8

2003 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დამატებითი ანაზღაურების სრულყოფის შესახებ

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომად­გენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დამატებითი ანაზღაურების სრულყოფის მიზნით:

1. დამტკიცდეს:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმო­მადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების თვიური ნორმები №1 დანართის თანახმად;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომად­გენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით მივლინებულ მოსამსახურეთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები №2 დანართის თანახმად;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომად­გენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები №3 დანართის თანახმად;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსამ­სახურეთა შრომის დამატებითი ანაზღაურების შესახებ №4 დანართის თანახმად.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომად­გენლობებისა და საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს, რომლებიც აკრედიტებული არიან და რწმუნებათა სიგელები მიღებული აქვთ სამუშაოდ ერთდროულად ორ ქვეყანაში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში, მიეცეთ დანამატი – ანაზღაურების ნორმის 10 პროცენტი, სამ და მეტ ქვეყანაში – 20 პროცენტი.

3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებუ­ლებების იმ მუშაკებს, რომელთაც უხდებათ მუშაობა რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საყოფაცხოვრებო პირობებში, რისკის სხვა ფაქტორების გათვალისწინებით დაუდგინდეთ დანამატი თვეში გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების ნორმები 15 პროცენტის ოდენობით.

4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებუ­ლებების იმ ხელმძღვანელებს, რომლებსაც ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების პირობებით უმცირდებათ ანაზღაურება, შეუნარჩუნდეთ დღეისათვის არსებული გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები.

5. ბრძანებულებით დამტკიცებული როტაციის წესით გრძელ­ვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმების დაფინანსება მოხდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 22 დეკემბრის №931-61 დად­გენილების №13 დანართი „საქართველოს რესპუბლიკის საზღვარ­გარეთის დაწესებულებათა (საელჩოთა) შრომის ანაზღაურების ერთი თვის ნორმები“ და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 30 ივლისის №769 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური რანგის მქონე და უცხო ენის მცოდნე მუშაკების შრომის ანაზღაურების დამატებითი პირობების შესახებ“.

ე. შევარდნაძე

დანართი №1

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების თვიური ნორმები

 

ქვეყნების

დასახელება

თვის ანაზღაურების

ნორმა

აშშ დოლარი

1

2

3

1

ავსტრია

1600

2

ავღანეთი

1500

3

აზერბაიჯანი

1200

4

ამერიკის შეერთებული შტატები

1600

5

ბენილუქსის ქვეყნები

1600

6

ბულგარეთი

1600

7

გაერო

1600

8

გერმანია

1600

9

დიდი ბრიტანეთი

1600

10

ეგვიპტე

1500

11

თურქეთი

1600

12

თურქმენეთი

1200

13

იაპონია

1800

14

ინდოეთი

1500

15

ირანი

1500

16

ისრაელი

1500

17

იტალია

1600

18

ლიტვა

1600

19

რუმინეთი

1600

20

რუსეთის ფედერაცია

1600

21

საბ ე რძნეთი

1600

22

საფრანგეთი

1600

23

სომხეთი

1200

24

უზბეკეთი

1200

25

უკრაინა

1200

26

ყაზახეთი

1200

27

შვეიცარია

1600

28

ჩინეთი

1600

29

ჩეხეთი

1600

დანართი №2

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა ანაზღაურების ნორმები

 

თანამდებობის დასახელება

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური

წარმომადგენლობებისა

და საკონსულო დაწესებულებათა ანაზღაურების

ნორმები პროცენტებში ამ

დაწესებულებათა ხელმძღვანელების ანაზღაურების ნორმის მიმართ

1

2

3

1

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში, დიპლომატიური

მისიის ხელმძღვანელი

100

2

საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი,

წარმომადგენლის, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალური კონსული

90

3

უფროსი მრჩეველი, კონსული

85

4

მრჩეველი, სამხედრო, საჰაერო და

საზღვაო ატაშეები

80

5

ვიცე-კონსული

75

6

პირველი მდივანი, საკონსულო აგენტი

72

7

მეორე მდივანი

70

8

მესამე მდივანი

65

9

ატაშე

60

10

მთ. ბუღალტერი

75

11

რეფერენტი

60

12

კანცელარიის გამგე

55

13

სამეურნეო ნაწილის გამგე, მძღოლი

50

14

კომენდანტი

45

15

მდივანი, მოლარე

40

16

კვალიფიციური მუშები, დარაჯი,

დამლაგებელი, მებაღე და სხვა უმცროსი

მომსახურე პერსონალი.

30

დანართი №3

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებათა მუშაკების თანამდებობრივი სარგოები

 

თანამდებობის დასახელება

თვის თანამდებობრივი

სარგო

 ლარი

1

2

3

1

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,

მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში, დიპლომატიური

მისიის ხელმძღვანელი

125

2

საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი,

წარმომადგენლის, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალური კონსული

113.95

3

უფროსი მრჩეველი

60

4

მრჩეველი, სამხედრო, საჰაერო და

საზღვაო ატაშეები

47

5

პირველი მდივანი, კონსული

41

6

მეორე მდივანი, ვიცე-კონსული

39

7

მესამე მდივანი

38

8

ატაშე

37

9

რეფერენტი

47

10

მთავარი ბუღალტერი

91

11

კანცელარიის გამგე, სამეურნეო ნაწილის

გამგე

36

12

მძღოლი, კვალიფიციური მუშები

23

13

კომენდანტი

30

14

მოლარე

25

15

მდივანი

22

17

დარაჯი, დამლაგებელი, მებაღე, სხვა

უმცროსი მომსახურე პერსონალი.

20

დანართი №4

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დამატებითი ანაზღაურების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დამატებითი ანაზღაურების მიზნით დამტკიცდეს:

- დანამატი დიპლომატიური რანგისათვის თანამდებობრივი სარგოს 20 პროცენტი;

- უცხო ენების ცოდნისათვის (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური კურსით გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში) შემდეგი ოდენობით:

- ერთი ენის ცოდნისათვის 10 პროცენტი;

- ორი ენის ცოდნისათვის 20 პროცენტი;

- სამი და მეტი ენის ცოდნისათვის 25 პროცენტი;

- ჩინური და იაპონური ენისათვის (თითოეულისათვის) 20 პროცენტი.