სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.01.2003 ძალადაკარგული 08.08.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
220060000.05.002.000002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 22/01/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №21

2003 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

სახელმწიფოში მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობასთან მუშაობის, განათლების სფეროების დაფინანსების დამატებით არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვის, ასევე ლატარიის მონაწილეთათვის მოგების მიღების შესაძლებლობის მიცემის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) საჭირო ღონისძიებანი განახორციელოს ფონდის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით კერძო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ დასაფუძნებლად, რისთვისაც გაითვალისწინოს შემდეგი პირობების დაცვის მიზანშეწონილობა:

ა) სახელმწიფო ლატარიის სათანადო დონეზე მოწყობისათვის, როგორც დამფუძნებელმა, უზრუნველყოს ფონდის მიერ საკონკურსო პირობების შემუშავება, სახელმწიფო ლატარიის სახეების შერჩევა-დამტკიცება, კონკურსის მოწყობა და საკონკურსო საწყისებზე სახელმწიფო ლატარიის განმახორციელებლის – „საქართვე ლ ოს ეროვნული ლატარიის ოპერატორის“ (იურიდიული პირის, რომელსაც აქვს ლატარიის მოწყობის ლიცენზია და მისი შესაბამის დონეზე მართვის შესაძლებლობები) შერჩევა;

ბ) ფონდზე და მასთან სამართლებრივი ურთიერთობის მქონე ლატარიის ოპერატორთან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების განხორციელება;

გ) სახელმწიფო ლატარიის მოწყობის შედეგად მიღებული შემოსავლების ნაწილის (მიზნობრივი თანხები ლატარიის ამონაგების სულ ცოტა 15 პროცენტი) ფონდის მიერ დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების დასაფინანსებლად გამოყენება.

3. ფონდის დებულებაში გათვალისწინებულ იქნეს სამეთვალყურეო ორგანოს შექმნა, რომელიც წარმოდგენილი იქნება ფინანსთა სამინისტროს, კულტურის, მეცნიერების, სპორტის, ხელოვნებისა და საზოგადოების სხვა გამოჩენილი მოღვაწეებით.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს თ. ისაკაძეს.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.08.2006.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
„სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 20.01.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 220060000.05.002.000002.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.08.2006-დან.
სად არის „სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.08.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №21, 20.01.2003, სარეგისტრაციო კოდი 220060000.05.002.000002 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1255867/