საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის შექმნის თაობაზე

მიღების თარიღი 14.05.1999
ძალის დაკარგვა 03.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №321
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.001549
გამოქვეყნების წყარო სსმ, 23(30), 18/05/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,299 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.1999 მიღება
03.09.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის შექმნის თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:200%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.35pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №321 1999 წლის 14 მაისი  ქ. თბილისი საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის შექმნის თაობაზე 1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელე­ბის დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა შესწავლისა და შესაბამისი დასკვნების მომზადების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის რეგიო­ნალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან შეიქმნას საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისია. 3. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულე­ბისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის თანდართული შემადგენლობა. ე. შევარდნაძე დებულება საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართვე­ლობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე განსაზღვრავს საქართველოს ქალაქების, რაიონების, ქალაქის რაიონების, დაბების, თემების, სოფლების შექმნისა და გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, გარდაქმნის, სახელის დარქმევა-გადარქმევის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის წესს.     მუხლი 1🔗. საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულები 1. საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებია: სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი და რაიონი. 2. სოფელი დადგენილი წესით რეგისტრირებული დასახლებაა (მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობისა), რომლის საზღვრებში მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის გათვალისწინებული მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები. 3. თემი არის დადგენილი წესით რეგისტრირებული ორი ან მეტი დასახლების გაერთიანება, რომელსაც აქვს ადგილობრივი თვითმ­მართველობის ერთიანი ორგანო და ადმინისტრაციული ცენტრი. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დად­გენილი წესით, თემი შეიძლება აერთიანებდეს როგორც რამდენიმე დასახლებას, ისე რამდენიმე თემს. ასეთ შემთხვევაში თემში იქმნება ადგილობრივი მმართველობის ორგანო საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. დაბა არის დადგენილი წესით რეგისტრირებული, არანაკლებ 3000 მოსახლისაგან შემდგარი დასახლება, რომელსაც აქვს სამრეწველო საწარმოები, კომუნალური მეურნეობა, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი, რითაც იგი ას­რულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს და ამასთან, არა აქვს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საკ­მარისი მიწის სავარგულები. 5. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომ­ლის მოსახლეობის რიცხვი 3000-ზე ნაკლებია, თუ იგი არის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი ან აქვს შემდგომი ეკონომიკური განვი­თარებისა და მოსახლეობის ზრდის უახლოესი პერსპექტივა. 6. ქალაქი არის დადგენილი წესით რეგისტრირებული არანაკლებ 5000 მოსახლისაგან შემდგარი მსხვილი დასახლება, რომელსაც აქვს საქალაქო მეურნეობა და არის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. 7. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომ­ლის მოსახლეობის რიცხვი 5000-ზე ნაკლებია, თუ იგი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ან აქვს შემდგომი ეკონომიკური განვი­თარებისა და მოსახლეობის ზრდის უახლოესი პერსპექტივა. 8. ქალაქებს, მათზე დაკისრებული სპეციფიკური ფუნქციებისა და სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება მიენიჭოთ სპეციალური სტატუსი. 9. რაიონი არის დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინის­ტრაციული ერთეული, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სახის დასახლებებსა და თემებს და აქვს ადმინისტრაციული ცენტრი.     მუხლი 2🔗. საქართველოს ქალაქების, რაიონების, ქალაქის რაიონების, დაბების, თემების, სოფლების შექმნა და გაუქმება, გარდაქმნა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა 1. საქართველოს რაიონებს ქმნის და აუქმებს, მათ საზღვრებს ადგენს და ცვლის, დასახლებას ქალაქის კატეგორიას ანიჭებს, მათ საზღვრებს ადგენს და ცვლის საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, სა­ხელ­მწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგა­ნოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) წარდგინებით. 2. დასახლებას გარდაქმნის (კატეგორიას უცვლის), მათ საზღვრებს ადგენს და ცვლის, სოფლის დასხლებას ქმნის და აუქმებს, მათ დაქვემდებარებას ადგენს და ცვლის საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონო­მიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) წარდგინებითა და შესაბამისი რაიონის (ქალაქის) საკრებულოსა და გამგებლის (მერის) შუამდგომლობით. 3. ქალაქებს ანიჭებს სპეციალურ სტატუსს საქართველოს პრეზი­დენტი სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმო­მადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) წარდგინებით და შესაბამისი რაიონის (ქალაქის) საკრებულოსა და გამგებლის (მერის) შუამდგომლობით. 4. ქალაქის რაიონებს ქმნის და აუქმებს, მათ საზღვრებს ადგენს და ცვლის საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესა­ბამისი უმღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) წარდგინებით და შესაბამისი ქალაქის საკრებულოსა და მერის შუამდგომლობით. 5. რაიონების ადმინისტრაციულ ცენტრებს ადგენს და ცვლის საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხა­ზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) წარდგინებით შესაბამისი რაიონის საკრებულოსა და გამგებლის შუამდგომლობით.       6. თემის საზღვრებს და მის ადმინისტრაციულ ცენტრს ადგენს და ცვლის, თემებს ქმნის და აუქმებს, მათ საზღვრებს ადგენს და ცვლის რაიონის საკრებულო შესაბამისი სოფლის, თემის საკრებულოს წარდგინებითა და სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) თანხმობით. მიღებულ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.     მუხლი 3🔗. სოფლის, დაბის, თემის, ქალაქისა და რა­იონისათვის სახელის დარქმევა და გადარქმევა 1. ქალაქებს, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში და რაიონებს სახელს არქმევს და გადაარქმევს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) წარდგინებით, შესაბამისი რაიონის (ქალაქის) საკრებულოსა და გამგებლის (მერის) შუამდგომლობით. 2. ქალაქის რაიონებს, ქალაქებსა და დაბებს სახელს არქმევს და გადაარქმევს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) წარდგინებით შესაბამისი რაიონის (ქალაქის) საკრებულოს და გამგებლის (მერის) შუამდგომლობით. 3. თემებსა და სოფლებს სახელს არქმევს და გადაარქმევს რაიონის საკრებულო შესაბამისი სოფლის, თემის საკრებულოს წარდგინებით და სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) თანხმობით. მიღებულ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 4. რაიონებს, ქალაქებს, დაბებს, თემებსა და სოფლებს სახელს არქმევენ და გადაარქმევენ საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების, აგრეთვე გეოგრაფიული, ისტორიული, ეთნოგრაფიული, ადგილობრივი პირობებისა და მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. ამასთან, აღნიშნული საკითხების შესახებ შუამდგომლობა და წარდგინება შეიძლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსამხურთან არსებული კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში. 5. სახელის დარქმევისა და გადარქმევის დროს არ დაიშვება რაიონებისათვის, ქალაქების, ქალაქის რაიონებისა და დაბებისათვის საქართველოში უკვე არსებული სახელის მიკუთვნება, ხოლო თემებისა და სოფლისათვის – რაიონში არსებულისა. 6. იმ დასახლებებს, სადაც განლაგებულია ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულებები ან რკინიგზის სადგურები, სახელს არქმევენ და გადაარქმევენ შესაბამისად საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსათვის ან საქართველოს რკინიგზის დეპარ­ტამენტისათვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ.     მუხლი 4🔗. სოფლის, დაბისა და ქალაქის აღრიცხვა და რეგისტრაცია 1. ყველა დასახლება, რომელსაც აქვს ტერიტორია და ჰყავს მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა უნდა აღირიცხოს, გატარდეს რეგისტრაციაში და მიეკუთვნოს სახელი. 2. დროებითი მნიშვნელობის მქონე მცირე დასახლებები, რომელთაც არ ჰყავთ მუდმივი მოსახლეობა ან რომლებიც არიან მე­ურ­ნეობის რომელიმე დარგის სისტემის მომსახურების სფეროს ობიექტები, არ წარმოადგენენ ცალკე დასახლებას და მიეკუთვნებიან იმ დასახლებებს, რომლებთანაც ადმინისტრაციულად ან ტერიტო­რიულად არიან დაკავშირებულნი. 3. საქართველოს რაიონებს, ქალაქებს, თემებსა და სოფლებს აღრიცხავენ და გაუქმებულებს სააღრიცხვო მონაცემებიდან იღებენ შესა­ბამისად რაიონების (ქალაქების) გამგეობები (მერიები), საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამსახურები.     მუხლი 5🔗. საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის საკითხებზე განსახილველად წარსადგენი დოკუმენტებისა და მასალების ნუსხა 1. საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხებზე შუამდგომლობებსა და წარდგინებებს წინასწარ განიხილავს და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამის წინადადებებსა და დასკვნებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახური. 2. საქართველოს ქალაქების, რაიონების, ქალაქის რაიონების, დაბების, თემების, სოფლების შექმნისა და გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, გარდაქმნის, სახელის დარქმევა-გადარქმევის, აღრიცხვისა და რეგისტრაციის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის რეგიონლური პოლიტიკისა და მართვის სამსამხურში შუამ­დგომ­ლობებთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს აგრეთვე დოკუმენტები და საცნობარო მასალები თანდართული ნუსხის შესაბამისად. საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საცნობარო მასალების ნ უ ს ხ ა საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენისას საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხებზე შუამდგომლობებსა და წარდგინებებს თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები და საცნობარო მასალები:     მუხლი 1🔗. ახალი რაიონის შექმნისას: 1. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) წარდგინება, შესაბამისი ქალაქის საკრებულოსა და მერიის (ქალაქის რაიონის შექმნისას) შუამდგომლობა ან შესაბამისი რაიონის გამგეობისა და საკრებულოს შუამდგომლობები ახალი რაიონის შექმნის შესახებ. 2. შესაბამისი რაიონის გამგეობისა და საკრებულოს შუამდგომლობები დასაწვრილერთეულებელი რაიონის დაწვრილერთეულების შესახებ. 3. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია ახალი რაიონის შექმნის საჭიროება და მოცემულია დასაწვრილერთეულებელი და ახლადშესაქმნელი რაიონების დახასიათება. დახასიათებაში უნდა აღინიშნოს: ა) ტერიტორიის (კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხოვნობა, ქალაქების, დაბების, თემების, სოფლების რაოდენობა, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა; სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო დაწესებულებათა რაოდენობა; ბ) ახლად შესაქმნელი რაიონის სავარაუდო ბიუჯეტი; გ) მანძილი დასაწვრილერთეულებელი და ახლად შესაქმნელი რაიონების ცენტრებიდან მათში გაერთიანებულ დასახლებებამდე; დ) ის დასახლება, სადაც ნავარაუდევია ახალი რაიონის (თემის) ცენტრის განლაგება, მისი ადგილმდებარეობა, მოსახლეობის რიცხოვნობა, სამრეწველო საწარმოების, სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაწესებულებათა ნუსხა; არის თუ არა რაიონული ორგანიზაციების მოსათავსებელი შენობები, რა მდგომარეობაშია მიმოსვლის გზები, კავშირგაბმულობის საშუალებები, რა მანძილია რაიონული ცენტრიდან მისი ადმინისტრაციული დაქვემდებარების თემებამდე (დასახლებებამდე), უახლოესი რკინიგზის სადგურის სახელწოდება და მანძილი ამ სადგურამდე; ე) ახლად შესაქმნელი რაიონის სახელწოდება და მისი დასაბუთება; ვ) ახლად შესაქმნელ რაიონში ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა შექმნის წესი. 4. დასაწვრილერთეულებელი რაიონის სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნულია ქალაქები, შესაქმნელი რაიონის დაქვემდებარებაში მყოფი თემები (დასახლებები), არსებული და ახლად შექმნილი რაიონის, აგრეთვე მის ცენტრთან მიმოსვლის გზები, საზღვრები.     მუხლი 2🔗. რაიონის გაუქმებისას: 1.საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) წარდგინება, შესაბამისი ქალაქის (ქალაქის რაიონის გაუქმებისას), რაიონის გამგეობის (მერიის) და საკრებულოს შუამდგომლობები რაიონის გაუქმების შესახებ. 2. გასაუქმებელი რაიონის გამგეობისა და საკრებულოს გადაწყვეტილება რაიონის გაუქმების თაობაზე. 3. გასამსხვილებელი რაიონის გამგეობის და საკრებულოს გადაწყვეტილება რაიონის გამსხვილების შესახებ. 4. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია რაიონის გაუქმების საჭიროება და მოცემულია გასაუქმებელი და გამსხვილებული რაიონის დახასიათება. დახასიათებაში უნდა აღინიშნოს: ა) ტერიტორიის (კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხოვნობა, ქალაქების, დაბების, თემების, სოფლების, სასოფლო და სამრეწველო საწარმოების, სამშენებლო, სატრანსპორტო ორგანიზაციების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა, სოციალურ-კულტურული, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო დაწესებულებების რაოდენობა და სხვ.; ბ) გასამსხვილებელი რაიონის სავარაუდო ბიუჯეტი; გ) მანძილი გასაუქმებელი და გასამსხვილებელი რაიონის ცენტრებიდან რაიონის ცენტრამდე. 5. გასამსხვილებელი რაიონის სქემატური რუკა.     მუხლი 3🔗. ახალი თემის შექმნისას: 1. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) თანხმობა, შესაბამისი რაიონის გამგეობისა და საკრებულოს გადაწყვეტილებები ახალი თემის შექმნის შესახებ. 2. შესაბამისი თემის გამგეობისა და საკრებულოს შუამდგომლობები დასაწვრილერთეულებელი თემის დაწვრილერთეულების შესახებ. 3. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია ახალი თემის შექმნის საჭიროება და მოცემულია დასაწვრილერთეულებელი და ახლად შესაქმნელი თემის დახასიათება. დახასიათებაში უნდა აღინიშნოს: ა) ტერიტორიის (კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხოვნობა, ქალაქების, დაბების, თემების, სოფლების რაოდენობა, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა; სოციალურ-კულტურულ და საყოფაცხოვრებო დაწესებულებათა რაოდენობა; ბ) ახლად შესაქმნელი თემის სავარაუდო ბიუჯეტი; გ) მანძილი დასაწვრილერთეულებელი და ახლად შესაქმნელი თემების ცენტრებიდან მათში გაერთიანებულ დასახლებებამდე; დ) ის დასახლება, სადაც ნავარაუდევია ახალი თემის ცენტრის განლაგება, მისი ადგილმდებარეობა, მოსახლეობის რიცხოვნობა, სამრეწველო საწარმოების, სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაწესებულებათა ნუსხა; არის თუ არა თემის ორგანიზაციების მოსათავსებელი შენობები, რა მდგომარეობაშია მიმოსვლის გზები, კავშირგაბმულობის საშუალებები, რა მანძილია თემის ცენტრიდან მისი ადმინისტრაციული დაქვემდებარების დასახლებებამდე, უახლოესი რკინიგზის სადგურის სახელწოდება და მანძილი ამ სადგურამდე; ე) ახლად შესაქმნელი თემის სახელწოდება და მისი დასაბუთება; ვ) ახლად შესაქმნელ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შექმნის წესი. 4. დასაწვრილერთეულებელი თემის სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნულია შესაქმნელი თემის დაქვემდებარებაში მყოფი დასახლებები, არსებული და ახლად შექმნილი თემის, აგრეთვე მის ცენტრთან მიმოსვლის გზები, საზღვრები.     მუხლი 4🔗. თემის გაუქმებისას: 1. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) თანხმობა, შესაბამისი რაიონის და თემის გამგეობებისა და საკრებულოების გადაწყვეტილებები თემის გაუქმების შესახებ. 2. გასაუქმებელი თემის გამგეობისა და საკრებულოს გადაწყვეტილება თემის გაუქმების თაობაზე. 3. გასამსხვილებელი თემის გამგეობის და საკრებულოს გადაწყვეტილება თემის გამსხვილების შესახებ. 4. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია თემის გაუქმების საჭიროება და მოცემულია გასაუქმებელი და გამსხვილებული თემის დახასიათება. დახასიათებაში უნდა აღინიშნოს: ა) ტერიტორიის (კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხოვნობა, სოფლების, სასოფლო და სამრეწველო საწარმოების, სამშენებლო, სატრანსპორტო ორგანიზაციების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა, სოციალურ-კულტურულ, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო დაწესებულებათა რაოდენობა და სხვ.; ბ) გასამსხვილებელი თემის სავარაუდო ბიუჯეტი; გ) მანძილი გასაუქმებელი და გასამსხვილებელი თემის ცენტრებიდან რაიონის ცენტრამდე. 5. გასამსხვილებელი თემის სქემატური რუკა.     მუხლი 5🔗. თემის გაყოფისას (თემიდან გამოყოფისას): 1. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) თანხმობა, შესაბამისი რაიონის და თემის გამგეობის და საკრებულოს გადაწყვეტილება თემის გაყოფის (თემიდან დასახლების) გამოყოფის შესახებ. 2. გასაყოფი თემის გამგეობის და საკრებულოს გადაწყვეტილება თემის გაყოფის (თემიდან დასახლების გამოყოფის) თაობაზე. 3. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია თემის გაყოფის (თემიდან დასახლების გამოყოფის) საჭიროება და მოცემულია გასაყოფი და შესაქმნელი თემების (თემიდან გამოყოფილი დასახლების) დახასიათება. დახასიათებაში უნდა აღინიშნოს: ა) ტერიტორიის (კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხოვნობა, დასახლებების (თემის გაყოფის შემთხვევაში), სასოფლო და სამრეწველო საწარმოების, სამშენებლო, სატრანსპორტო ორგანიზაციების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა, სოციალურ-კულტურულ, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო დაწესებულებათა რაოდენობა და სხვ.; ბ) ახლად შესაქმნელი თემების (დასახლების) სავარაუდო ბიუჯეტი; გ) ახლად შესაქმნელი თემების სახელწოდება და მისი დასაბუთება; დ) ახლად შესაქმნელი თემების (დასახლების) სქემატური რუკა; ე) ახლად შესაქმნელ თემებში (დასახლებაში) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შექმნის წესი.     მუხლი 6🔗. თემში გაერთიანებისას: 1. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) თანხმობა, შესაბამისი რაიონის გამგეობისა და საკრებულოს გადაწყვეტილებები დასახლების თემში გაერთიანების შესახებ. 2. თემში გასაერთიანებელი დასახლების გამგეობისა და საკრებულოს გადაწყვეტილება თემში გაერთიანების თაობაზე. 3. გასამსხვილებელი თემის გამგეობისა და საკრებულოს გადაწყვეტილება თემში დასახლების გაერთიანების შესახებ. 4. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია დასახლების თემში გაერთიანების საჭიროება და მოცემულია დასახლებისა და გამსხვილებული თემის დახასიათება. დახასიათებაში უნდა აღინიშნოს: ა) ტერიტორიის (კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხოვნობა, დასახლებების, სასოფლო და სამრეწველო საწარმოების, სამშენებლო, სატრანსპორტო ორგანიზაციების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა, სოციალურ-კულტურულ, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო დაწესებულებათა რაოდენობა და სხვ.; ბ) გასამსხვილებელი თემის სავარაუდო ბიუჯეტი; გ) მანძილი გასამსხვილებელი თემის ცენტრიდან გასაერთიანებელ დასახლებამდე; დ) გასამსხვილებელი თემის სქემატური რუკა; ე) გასამსხვილებელი თემის თვითმმართველობის ორგანოში გასაერთია­ნებელი დასახლების თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლობის საკითხი.     მუხლი 7🔗. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის გადატანისას: 1. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) წარდგინება, შესაბამისი რაიონის გამგეობისა და საკრებულოს შუამდგომლობა რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის გადატანის შესახებ. 2. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია რაიონის ცენტრის გადატანის საჭიროება და მოცემულია იმ დასახლების დახასიათება, რომლებშიც ნავარაუდევია რაიონის ცენტრის გადატანა. დახასიათებაში უნდა აღინიშნოს:  დასახლების ადგილმდებარეობა, მოსახლეობის რიცხოვნება, არის თუ არა სამრეწველო საწარმოები, სოციალურ-კულტურული, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო დაწესებულებები, მათი განვითარების პერსპექტივები; არის თუ არა და რა მდგომარეობაშია ადგილობრივი მმართველობის აპარატის მოსათავსებელი შენობები; მანძილი უახლოესი რკინიგზის სადგურამდე; რაიონის სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნულია მისი არსებული და სავარაუდო ცენტრები.     მუხლი 8🔗. თემის ადმინისტრაციული ცენტრის გადატანისას: 1. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის) თანხმობა, შესაბამისი რაიონის და თემის გამგეობების და საკრებულოების გადაწყვეტილებები თემის ადმინისტრაციული ცენტრის გადატანის შესახებ. 2. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია თემის ცენტრის გადატანის საჭიროება და მოცემულია იმ დასახლების დახასიათება, რომელშიც ნავარაუდევია თემის ცენტრის გადატანა. დახასიათებაში უნდა აღინიშნოს: დასახლების ადგილმდებარეობა, მოსახლეობის რიცხოვნობა; არის თუ არა სამრეწველო საწარმოები, სოციალურ-კულტურული, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო დაწესებულებები, მათი განვითარების პერსპექტივები; არის თუ არა და რა მდგომარეობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის მოსათავსებელი შენობები; მანძილი უახლოესი რკინიგზის სადგურამდე; თემის სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნულია მისი არსებული და სავარაუდო ცენტრები.     მუხლი 9🔗. დასახლების გარდაქმნისას (კატეგორიის შეცვლისას): 1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის), შესაბამისი რაიონის (ქალაქის) და დასახლების ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების წარდგინებები დასახლების გარდაქმნის (კატეგორიის შეცვლის) შესახებ. 2. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია დასახლების გარდაქმნის საჭიროება და მოცემულია მისი დახასიათება. დახასიათებაში უნდა აღინიშნოს: ა) დასახლების ადგილმდებარეობა, უახლოესი რკინიგზის სადგურის სახელწოდება და მანძილი ამ სადგურამდე; ბ) მოსახლეობის რიცხოვნობა; გ) სამრეწველო საწარმოთა ნუსხა, მათი სიმძლავრე, თითოეულში დასაქმებულთა რაოდენობა, სამრეწველო საწარმოთა განვითარების პერსპექტივები, დასახლების კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის, საბინაო ფონდების რაოდენობა და მოცულობა; სოციალურ-კულტურულ, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო დაწესებულებათა რაოდენობა და სხვ.; დ) დასახლების მიწის ფართობი მიწათმოსარგებლეთა მითითებითა და სატყეო ფონდების აღნიშვნით; ე) დასახლების სქემატური გეგმა და საზღვრები; ვ) დასახლების სავარაუდო ბიუჯეტი.     მუხლი 10🔗. დასახლების შექმნისას: 1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის), შესაბამისი რაონის გამგეობისა და საკრებულოს შუამდგომლობები ახალი დასახლების შექმნის შესახებ. 2. დასაწვრილებელი ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობისა და საკრებულოს შუამდგომლობა მისი დაწვრილების შესახებ. 3. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია ახალი დასახლების შექმნის საჭიროება და მოცემულია დასაწვრილებელი და ახლად შექმნილი დასახლების დახასიათება. დახასიათებაში უნდა აღინიშნოს: ა) ტერიტორიის (კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხოვნობა, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა; სოციალურ-კულტურულ და საყოფაცხოვრებო დაწესებულებათა რაოდენობა და სხვ.; ბ) შესაქმნელი დასახლების სავარაუდო ბიუჯეტი; გ) დასახლებების ნუსხა და მანძილი ამ დასახლებებიდან არსებული და ახლად შესაქმნელი დასახლების ცენტრამდე; დ) ახლად შესაქმნელი დასახლების სახელწოდება და მისი დასაბუთება. 4. სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნული დასაწვრილერთეულებელი და ახლად შესაქმნელი დასახლებების საზღვრები და მიმოსვლის გზები.     მუხლი 11🔗. დასახლების გაუქმებისას: 1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის), შესაბამისი რაიონის გამგეობისა და საკრებულოს შუამდგომლობები დასახლების გაუქმებისა და მისი სააღრიცხვო მონაცემებიდან ამოღების შესახებ. 2. გასამსხვილებელი ერთეულის გამგეობისა და საკრებულოს შუამდგომლობა მისი გამსხვილების შესახებ. 3. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია დასახლების გაუქმების საჭიროება, მიზეზები და მოცემულია გასამსხვილებელი ადმინისტრაციული ერთეულის დახასიათება. დახასიათებაში უნდა აღინიშნოს: ა) ტერიტორიის (კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის) ფართობი, მოსახლეობის რიცხოვნობა, სასოფლო-სამეურეო და სამრეწველო ობიექტების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა, სოციალურ-კულტურულ და საყოფაცხოვრებო დაწესებულებათა რაოდენობა და სხვ. ბ) გასამხსვილებელი ადმინისტრაციული ერთეულის სავარაუდო ბიუჯეტი; გ) დასახლებების ნუსხა და მანძილი ამ დასახლებებიდან გასაუქმებელი და გასამსხვილებელი ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრამდე; გასამსხვილებელი ადმინისტრაციული ერთეულის სქემატური რუკა, რომელზეც აღნიშნულია მისი არსებული და სავარაუდო საზღვრები, აგრეთვე დასახლებები და მიმოსვლის გზები.     მუხლი 12🔗. ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების შეცვლისას: 1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის), შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების შუამდ­გომლობები ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების შეცვლის შესახებ. 2. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია საზღვრების შეცვლის საჭიროება. ბარათში უნდა აღინიშნოს: ა) არსებული და სავარაუდო ტერიტორიათა ფართობები; ბ) იმ დასახლებების ნუსხა თითოეული მათგანის მოსახლეობის რიცხოვნობის მითითებით, რომელთა ადმინისტრაციული დაქვემდებარების შეცვლაა ნავარაუდევი; გ) იმ მიწის ფართობის დახასიათება მიწათმოსარგებლეთა და მიწის ფართობის გამოყენების მითითებით, რომლის ადმინისტრაციული დაქვემდებარების შეცვლაა ნავარაუდევი.     მუხლი 13🔗. სახელის დარქმევისა და გადარქმევისას: 1.საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან არსებული კომისიის დადებითი დასკვნა. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი თანამდებობის პირის), შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს შუამდგომლობები. 3. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია სახელის დარქმევისა და გადარქმევის საჭიროება.     მუხლი 14🔗. ახლად შექმნილი დასახლებების რეგისტრაციისას: 1.შესაბამისი რაიონის (ქალაქის) გამგეობის (მერიის) და საკრებულოს გადაწყვეტილება დასახლების რეგისტრაციაში გატარების შესახებ. 2. ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოცემულია დასახლების დახასიათება. დახასიათებაში უნდა აღინიშნოს: ა) დასახლების ადგილმდებარეობა; მანძილი თემისა და რაიონის ცენტრამდე და უახლოეს რკინიგზის სადგურებამდე; ბ) დასახლების შექმნის მიზეზები (რა ვითარებაში შეიქმნა, როდის და ვინ გამოყო ადგილი დასახლებისათვის, ვინ დაამტკიცა მისი განაშენიანების გეგმა); გ) დასახლების განვითარების პერსპექტივები; მოსახლეობის რიცხოვნობა და მისი შემადგენლობა საქმიანობის სახეობათა მიხედვით. 3. წინადადება დასახლებისათვის სახელის დარქმევისა და გადარქმევის შესახებ და მისი დასაბუთება. 4. სქემატური გეგმა, რომელზეც აღნიშნულია ახლად შექმნილი დასახლება. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი                           პ. მამრაძე საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის შემადგენლობა ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ არაბული – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი გიორგი ბედოშვილი – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენთმეცნიერების ინსტიტუტის ტოპონიმიკური კვლევის ლაბორატორიის უფროსი გუჩა კვარაცხელია – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი როლანდ თოფჩიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი იმირ მამედოვი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი დავით მუსხელიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი დემირ ნოზაძე – რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის კადრებიდან მუშაობის განყოფილების უფროსი უშანგი სახლთხუციშვილი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ალექსანდრე სვანიშვილი – რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ზურაბ ტატაშიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი თედო უთურგაიძე – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უფროსი პაატა ცხადაია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ლაბორატორიის უფროსი გივი შაჰნაზარი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი.