საქართველოს პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში „დამოუკიდებელი, განუყოფელი, დემოკრატიული საქართველოსათვის“ დასახულ ეკონომიკურ ღონისძიებათა რეალიზაციის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №112
1996 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში „დამოუკიდებელი, განუყოფელი, დემოკრატიული საქართველოსათვის“ დასახულ ეკონომიკურ ღონისძიებათა რეალიზაციის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში განისაზღვრა 2000 წლამდე პერიოდის ძირითადი ეკონომიკური ორიენტირები. ამ პერიოდში ეკონომიკური კრიზისის საბოლოოდ დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით უნდა განისაზღვროს ეკონომიკური რეფორმის ძირითადი მიმართულებანი და კონკრეტული ღონისძიებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
აღნიშნულის რეალიზაციისათვის:
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 1996-2000 წლების ინდიკატური გეგმის შემუშავება.
2. „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, დაევალოთ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, სამინისტროებსა და უწყებებს, მმართველობის სამხარეო და ადგილობრივ ორგანოებს, საწარმოებსა და ორგანიზაციებს, მიუხედავად საკუთრების ფორმისა, ინდიკატური გეგმის შესადგენად საჭირო მასალები 1996 წლის 1 მარტამდე წარუდგინონ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მის მიერ ერთი კვირის ვადაში დაშვებული ფორმებისა და მაჩვენებლების შესაბამისად.
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამავე პერიოდში მიაწოდოს ეკონომიკის სამინისტროს საჭირო ინფორმაცია ურთიერთშეთანხმებული პროგრამით 1995 წელს და წინა პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირების ძირითადი შედეგების შესახებ.
3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლის გათვალისწინებით და წარმოდგენილი მასალების საფუძველზე შეიმუშაოს და 1996 წლის 1 მაისამდე წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2000 წლამდე პერიოდის ინდიკატური გეგმა.
4. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დამატებით გამოუყოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 20 (ოცი) ათასი ლარი აღნიშნული ინდიკატური გეგმის შედგენასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად (პირველადი ფორმების დაბეჭდვა, გამრავლება, შემსრულებლამდე დაყვანა, ინდიკატური გეგმის ტირაჟირება და ა.შ.)
ე. შევარდნაძე