ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №641
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) „საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახური“;
ბ) „არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახური“;
გ) „იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრი“;
დ) „შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“;
ე) „გარემოს დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №333 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები რეორგანიზებულ იქნენ და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გარემოს დაცვის ლაბორატორია“.
3. ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (თ. ლებანიძე).
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებების დამტკიცება, წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირების დანიშვნა.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინადადებების შესაბამისად უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „გარემოს დაცვის ლაბორატორიის“ დებულების დამტკიცებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №333 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.01.2007.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“?
- „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ მიღებულია 31.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №641. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.08.002.003259.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.01.2007-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.01.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“, №641, 31.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.003259 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1257358/