საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს შორის საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და რუსეთის ფედერაციის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის პარალელური მუშაობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 01.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016031
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110330009, 12/04/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2011 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სამინისტროს სახელით მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური | რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს სახელით მინისტრი სერგეი შმატკო |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს შორის საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და რუსეთის ფედერაციის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის პარალელური მუშაობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს შორის საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და რუსეთის ფედერაციის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის პარალელური მუშაობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი,
ხაზს უსვამენ რა, საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა (შემდგომში – საქართველოს ეს) და რუსეთის ფედერაციის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის (შემდგომში – რუსეთის ეეს) პარალელური მუშაობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას;
გამომდინარე დაინტერესებიდან, გაღრმავდეს ელექტროენერგიის სფეროში შემდგომში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა;
შეთანხმდნენ და გააფორმეს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი (შემდგომში – „მემორანდუმი“) შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობენ ზომების მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს ეს-ის და რუსეთის ეეს-ის პარალელურ მუშაობას, რაც ითვალისწინებს, მათ შორის:
ყოველწლიურ შეთანხმებას ღია სააქციო საზოგადოება შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (საქართველო), შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ (საქართველო) (შემდგომში – შ.პ.ს. „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) და ,,ინტერ რაო ეეს”-ს (რუსეთის ფედერაცია) (შემდგომში – ღსს ,,ინტერ რაო ეეს”) შორის ელექტროენერგიის მოცულობის, საქართველოს ეს-იდან რუსეთის ეეს-ში და/ან რუსეთის ეეს-იდან საქართველოს ეს-ში დაგეგმილი გადაადგილების (გადაცემის) შესახებ;
მხარეების სახელმწიფოთა სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზების ენერგეტიკული სისტემების შესაბამისი ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფას და ექსპლუატაციას, სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადაცემის ხაზების აღჭურვას, რომლებითაც ხორციელდება საქართველოს ეს-ისა და რუსეთის ეეს-ის პარალელური მუშაობა სარელეო დაცვის თანამედროვე მოწყობილობებით, სადისპეტჩერო კავშირის საშუალებების დანერგვას და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლას კავშირის ციფრული არხების გამოყენებით;
შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და ღსს ,,ინტერ რაო ეეს”-ს შორის გაფორმებული შეთანხმების (კონტრაქტის) თანახმად, ფაქტობრივი სახელმწიფოთაშორისი საბალანსო ბრუნვის საათობრივი მოცულობის გადახრის ელექტრული ენერგიის ყიდვა-გაყიდვას.
მხარეების სახელმწიფოთა ენერგეტიკული სისტემის ავარიული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ურთიერთდახმარების აღმოჩენას;
სხვა სახელმწიფოების ენერგოსისტემებთან შეთანხმებულ ურთიერთქმედებას მხარეების სახელმწიფოთა ენერგეტიკული სისტემების პარალელური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლისათვის სტაბილური ელექტრომომარაგებისათვის პირობების შექმნას, ასევე, ელექტროენერგიის (გადაადგილება) ტრანზიტს სხვა ქვეყნებში.
მუხლი 2🔗
საქართველოს ეს-ის და რუსეთის ეეს-ის პარალელური მუშაობის უზრუნველსაყოფად, მხარეების სახელმწიფოები თავანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობენ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც მონაწილეობენ მხარეების სახელმწიფოთა ენერგოსისტემების პარალელური მუშაობის უზრუნველყოფაში, შემდეგი შეთანხმებების (კონტრაქტების, ხელშეკრულებების) დადებისას:
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური მუშაობის შესახებ შეთანხმება;
შეთანხმებები ფაქტობრივი სახელმწიფოთაშორისი ელექტროენერგიის საბალანსო ბრუნვის საათობრივი გადახრების რიგითობის განსაზღვრის სადისპეტჩერო გრაფიკში შეთანხმებული დღიური საათობრივი ელექტრული ენერგიის (ძაბვის) საბალანსო ბრუნვისაგან და ელექტროენერგიის რაოდენობის განაწილების რიგითობის შესახებ, რომელიც დადგენილია ყველა მოქმედი ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მეწარმე სუბიექტებს შორის;
ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებები, საათობრივი გადახრები ფაქტობრივი საათობრივი სახელმწიფოთაშორისი ელექტრული ენერგიის საბალანსო ბრუნვების გეგმიურისგან გადახრის კომპენსაციისათვის, რომელიც წარმოიშობა საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და რუსეთის ფედერაციის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის პარალელური მუშაობის დროს;
ავარიული ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ ხელშეკრულებები, რომლის მხარეებს წარმოადგენენ შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ და ღსს ,,ინტერ რაო ეეს”-ი.
მუხლი 3🔗
ისეთი გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში, რომლებიც ხელს უშლის ერთ-ერთ მხარეს წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების შესრულებაში, ან წინამდებარე მემორანდუმის დებულებათა გამოყენებასთან და (ან) განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოებების წარმოშობის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოებების ან უთანხმოებების აღმოფხვრის, ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილებების მიღებისა და წინამდებარე მემორანდუმის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ატარებენ კონსულტაციებს.
მუხლი 4🔗
წინამდებარე მემორანდუმი იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.
თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმის მოქმედება მეორე მხარისათვის მემორანდუმის შეწყვეტის თაობაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით მისი სავარაუდო მოქმედების შეწყვეტის დღემდე სულ მცირე 6 თვით ადრე, მაგრამ არანაკლებ 1 წლისა წინამდებარე მემორანდუმის ძალაში შესვლის დღიდან.
მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტა ხელს არ უშლის ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში და მისი მოქმედების ვადაში მხარეების სახელმწიფოთა მეწარმე სუბიექტებს შორის დადებული შეთანხმებებით (კონტრაქტებით).
მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, წინამდებარე მემორანდუმში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა.
შესრულებულია ქ. 2010 წლის 1 მარტს ორ დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
საქართველოს სამინისტროს სახელით
მინისტრი
ალექსანდრე ხეთაგური
რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის
სამინისტროს სახელით
მინისტრი
სერგეი შმატკო