მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №373

1999 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური მილსადენებით ნავთობისა და გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირების, სატრანზიტო კომუ­ნიკაციებისა და შენობა-ნაგებობათა ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მიზნით:

1. საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური ნავთობ­სადენებისა და გაზსადენების სტაბილური მუშაობა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია მიჩ­ნეულ იქნეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელ­მწიფო ამოცანად.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე):

ა) შეიმუშაოს და განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები სახელ­მწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამ­სახურის ქვედა­ნაყოფებში ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციის შემდგომი გა­უმჯო­ბესებისათვის;

ბ) ძირითადი ყურადღება გაამახვილოს ხანძარსაწინააღმდეგო სამ­სახურის ადგილობრივი ქვედანაყოფებისათვის პრაქტიკული დახ­მარების აღმოჩენაზე, ხანძრების პროფილაქტიკასა და ჩაქრობაში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების დანერგვაზე, ნავთობისა და გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირებაში სამეცნიერო-ტექნიკური მიღ­წევების გამოყენებაზე, თანამედროვე სახანძრო ტექნიკისა და ხანძრის ჩაქრობის საშუალებების ათვისებაზე.

3. ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, მხარე­ებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგა­ნოების ხელმძღვანელებმა:

ა) „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად პრიორიტეტული მნიშვნელობის ამოცანად მიიჩნიონ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგა­ნოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა და საფინანსო უზრუნველყოფა;

ბ) 1999 წლის მესამე კვარტალში განიხილონ თავიანთ სამოქმედო ტერი­ტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობის საკითხი, განახორ­ციელონ ქმედითი ღონისძიებანი სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ვითა­რების გა­საუმჯობესებლად;

გ) ნავთობსადენებსა და გაზსადენებზე ავარიების, ხანძრებისა და მათი შედეგების სალიკვიდაციოდ უზრუნველყონ ხანძარ­საწინააღმდეგო სამ­სახურების ძალებისა და საშუალებების, საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესრულებისათვის ტექნიკისა და მოსახლეობის მობილიზება დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) არ დაუშვან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმარ­თველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შტატების შემცირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარ­საწინააღმდეგო სამსახურის დეპარტამენტთან შეთანხმების გარეშე.

4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე) მაგისტრალურ მილსადენებზე ავარიებისა და ხანძრების რისკიდან გამომდინარე, დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად შეიმუშაოს პროგრამა მილსადენების ექსპლუ­ატაციის პერიოდში ეკოლოგიური რისკის შეფასების, პროგნოზის, შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების მონი­ტორინგის გან­ხორციელების მიზნით.

5. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (თ. გიორ­გაძე) 1999 წლის II კვარტალში მოამზადოს და წარმოადგინოს კანონ­პროექტი „მაგისტრალური მილსადენების შესახებ“.           

6. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ საქარ­თველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან (ს.პაპაშვილი), სააქციო საზო­გადოება „საქტრანსგაზმრეწვთან“ (ი. ზაზაშვილი), საქართველოს მილსადენის კომპანიასთან, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან (გ. ჭანტურია), საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან (მ. ჩხენკელი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სხვა დაინ­ტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად 1999 წლის მესამე კვარტალში მოამზადოს დებულება „მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების ზონაში სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების წარმოების შესახებ“.        

7. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ საქარ­თველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან, სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვთან“, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორ­პორაციასთან, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სამსახურებთან ერთად ორ თვეში შეისწავლოს მილსადენების უსაფრთხოების ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობების აშენების კანონიერება და დარღვევათა გამოვლენის შემ­თხვევაში მიიღონ კანონმდებლობით გათვალის­წინებული ზომები.

8. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან, სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვთან“, საქართველოს ნავთობის საერ­თა­შორისო კორ­პორაციასთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ორ თვეში მოამზადოს დებულება „მაგის­ტრალური მილსადენების დაცვის შესახებ“.

9. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ სააქციო საზო­გადოება „საქტრანსგაზმრეწვთან“, საქართველოს ნავთობის საერთა­შორისო კორპორაციასთან, სხვა დაინტერესებულ სამინის­ტროებთან და უწყებებთან ერთად ორ თვეში შეიმუშაოს ნავთობსადენისა და სუფსის სახმელეთო ტერმინალის ექსპლუატაციის ტექნიკური უსაფრთხოების წესები.

10. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ახალი ეროვნული ტექნიკური ნორმების შე დგენის გეგმაში გაითვალისწინოს მაგისტრალური მილსადენების სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავება.

11. ეთხოვოს შპს „საქართველოს რკინიგზას“ (ა. ჩხაიძე) უზრუნ­ველ­ყოს სახანძრო მატარებლების მუდმივი მზადყოფნა, დადგენილი ნორმების შესაბამისად, მათი სახანძრო-ტექნიკური შეი­არაღებით, ცეც­ხლსაქრობი საშუალებებითა და საწვავით დაკომპლექტება-შევსება.

12. მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების მშენებ­ლობისა და რეკონსტრუქციის საინვესტიციო პროექტები „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აუცილებლად შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარ­საწინააღმდეგო სამ­სახურის დეპარტამენტთან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა ნაწილში.

ე. შევარდნაძე