„საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.06.2003 ძალადაკარგული 04.06.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№316
სარეგისტრაციო კოდი
130030000.05.002.002625
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 03/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №316

2003 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ დებულებისა და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“ თანდართული დებულება და ინსტრუქცია.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 დეკემბრის №524 ბრძანებულებით დამტკიცებული დროებითი დებულება და ინსტრუქცია „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ“.

ე. შევარდნაძე

დებულება

საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება ადგენს საქართველოში უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიე­რო კადრების ატესტაციის – მეცნიერებათა კანდიდატისა და მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების – წესს.

2. სამეცნიერო ხარისხები შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქა­ლა­ქეს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირს.

3. საკანდიდატო დისერტაციის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეს (აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირს), რომელმაც გაიარა ასპირანტურა ან მაძიებლობის კურსი და ჩააბარა საკანდიდატო გამოცდები.

4. სადოქტორო დისერტაციის წარდგენის უფლება აქვს მეცნიერებათა კანდი­დატს ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

5. სამეცნიერო ხარისხებს ანი­ჭებს სადისერტაციო საბჭო დისერტაციის საჯარო დაცვის საფუძველზე, ხოლო სეს-ი გასცემს სამეცნიერო ხარისხის მინიჭების დამადასტურებელ სახელმწიფო დიპლომს.

    მუხლი 2. სადისერტაციო საბჭო

1. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომელთაც მაღალი დონის სამეცნიერო კვლევის დიდი ტრადიციები აქვთ და რომლებშიც მუშა­ობენ შესაბამისი დარგის თვალსაჩინო სპეციალისტები, სეს-ის წინაშე აღძრავენ შუამდგომლო­ბას სადისერტაციო საბჭოების შექმნისა და მათი რეგისტრაციის შესახებ სამეც­ნი­ერო სპეციალობათა ნომენკლატურის შესაბამისად.

2. გადაწყვეტილება სადისერტაციო საბჭოს შექმნისა და რეგისტრაციის შესახებ სეს-ს გამოაქვს არა უგვიანეს სამი თვისა შუამდგომლობის შემო­სვლი­დან.

3. სადისერტაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სამი წლით.

4. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეცნიერებათა დოქტო­რე­ბი. საბჭოს სწავლული მდივანი შეიძლება იყოს მეცნიერებათა კანდიდატი.

5. სადისერტაციო საბჭოს წევრთა რიცხვი არ უნდა იყოს ცამეტზე ნაკლები და ოცდა­ხუთზე მეტი. თითოეულ სპეციალობაში საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტის ძირითადი სამუშაო ადგილი უნდა იყოს იმ დაწე­სე­ბუ­ლებაში, სადაც იქმნება სადისერტაციო საბჭო. სადისერტაციო საბ­ჭო­ში თითოეული სპეციალობა წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სულ ცოტა ხუთი მეცნი­ე­რე­ბათა დოქტორით.

6. თითოეულ სადისერტაციო საბჭოს უფლება აქვს სამეცნიერო ხარისხი მიანიჭოს მხო­ლოდ საბჭოს სარეგისტრაციო დოკუმენტში დადასტურებულ სპეციალობებში. ამ სპე­ცი­ალო­ბათა რაოდენობა არ უნდა იყოს ორზე ნაკლები და ოთხზე მეტი. ყოველი სპეციალობა, როგორც წესი, მხოლოდ ერთ სადისერტაციო საბჭოში რეგისტრირდება. არგუმენტირებული დასაბუთების შემთხვევაში ესა თუ ის სპეციალობა შეიძლება დარეგისტრირდეს ორ სადისერტაციო საბჭოში.

7. ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სადისერტაციო საბჭოს წევრი.

8. სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატურებს დარგობრივი სექციის წარდგინებით განიხილავს სეს-ის პრეზიდიუმი და ამტკიცებს სეს-ის საერთო კრება.

9. სადისერტაცო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას, სადისერტაციო საბჭოს წინადადებების საფუძველზე და დარგობრივი სექციის წარდგინებით, ამტკი­ცებს სეს-ის თავმჯდომარე.

10. სადისერტაციო საბჭო წლიური მუშაობის ანგარიშს მომდევნო კალენდარული წლის 10 იანვრამდე წარუდგენს სეს-სა და იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სადაც ფუნქციონირებს იგი. სადისერტაციო საბჭოს რწმუნების სამწლიანი ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა სეს-ის შესაბამისი დარგობრივი სექცია განიხილავს საბჭოს საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს.

11. სადისერტაციო საბჭოები 1 ივლისიდან 15 სექტემბრამდე არ მუშაობენ.

12. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს სეს-ის ეგიდით, ხოლო ორგანიზა­ცი­ულად ექვემდებარება იმ დაწესებულების ხელმძღვა­ნელობას, რომელშიც იგი იქმნება.

დაწესებულებას, სადაც ფუნქციონირებს სადისერტაციო საბჭო, შეუძლია გაიღოს სამეცნიერო ხარისხის მინიჭების პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯები.

13. სადისერტაციო საბჭოს ფორმირების პროცედურას განსაზღვრავს ინსტრუქცია „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” (მუხლი 1, პუნქტები 1-12).

    მუხლი 3. საკანდიდატო გამოცდები

1. მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი აბარებს საკანდიდატო გა­მოცდებს შემდეგ დისციპლინებში:

ა) სპეციალობაში (სამეცნიერო სპეციალობათა ნომენკლატურის მიხედ­ვით);

ბ) მომიჯნავე 1-2 სპეციალობაში (რომელიც განსაზღვრული ასპექტით აისახება სადისერტაციო ნაშრომში);

გ) ორ უცხო ენაში.

2. სადისერტაციო საბჭოს არგუმენტირებული გადაწყვეტილებით დისერტანტს შეიძლება მოეთხოვოს და­მა­ტებითი გამოცდის ჩაბარება.

3. საკანდიდატო გამოცდების ჩაბარების წესი და მასთან დაკავშირებული პროცედუ­რუ­ლი საკითხები განისაზღვრება „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მი­ნი­ჭების წესის შესახებ” ინსტრუქციით (მუხლი 3, პუნქტები 1-7).

    მუხლი 4. მოთხოვნები სადისერტაციო ნაშრომისადმი

1. მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს, როგორც წესი, შესაბამისი დარგის მეცნიერებათა დოქტორის ხელმძღვანელობით. არგუმენტირებული დასაბუთების შემთხვევაში საკანდიდატო ხარისხის მაძიებლის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მეცნიერებათა კანდიდატი (ერთპიროვ­ნულად ან მეცნიერებათა დოქტორთან ერთად) .

2. საკანდიდატო ნაშრომი უნდა მოიცავდეს მეცნიერულად დასაბუთებულ ახალ თეორიულ ან ექსპერიმენტულ შედეგებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ მეცნიერების შესაბამისი დარგისათვის.

3. მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია უნდა იყოს დასრულებული სამეცნიერო გამოკვლევა, რომელშიც გადაწყვეტილია აქტუალური სამეცნიერო პრობლემა (პრობლემები) და მიღებულია შესაბამის დარგში არ­სე­ბული საერთაშორისო დონის შესატყვისი შედეგები.

4. სადოქტორო დისერტაციის ძირითადი შედეგები არ უნდა შეიცავდეს მაძიებლის მიერ დაცული საკანდიდატო დისერტაციის ძირითად შედეგებს.

მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მაძიებელს თავის დისერტაციაში შეუძლია გამოიყენოს მისი ხელმძღვანელობით შესრულებულ საკანდიდატო დისერტაციაში შესული შედეგები, რომლებიც გამოქვეყნებულია მეცნიერებათა კანდიდატთან თანაავტორობით.

5. დისერტაციის ძირითადი შედეგები გამოქვეყნებული უნდა იყოს დარგის რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში, შრომათა კრებუ­ლებსა და მონოგრაფიებში, რომლებიც იბეჭდება საქართველოსა და საზღვარგარეთის გამოცემებში და ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით.

6. სეს-ის დარგობრივი სექციები ამზადებენ და სეს-ის პრეზიდიუმი ამტკიცებს იმ სამეცნიერო გამოცემების ნუსხებს, რომლებშიც გამოქვეყნებული სტატიები ჩაითვლება მოცემულ სპეციალობაში სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად გამიზნულ სამეცნიერო ნაშრომებად (იხ. ინსტრუქციის მუხლი 2, პუნქტები 1-2).

7. პლაგიატის ან დისერტანტის მიერ სადისერტაციო მასალებისა და დოკუმენტების გაყალბების დადგენის შემთხვევაში დისერტაცია იხსნება განხილ­ვიდან (იხ. ინსტრუქციის მუხლი 5, პ. 25).

    მუხლი 5. დისერტაციის წარდგენა სადისერტაციო საბჭოში

1. სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების სათანადო ქვედანაყოფი (კათედრა, სამეცნიერო განყოფილება, ლაბორატორია), სადაც შესრულდა სადისერტაციო ნაშრომი, აწყობს მის განხილვას.

2. დაწესებულების დასკვნა ფორმდება სათანადო ქვედანაყოფის (კათედრა, სამეცნიერო განყოფილება, ლაბორატორია) სხდომის ოქმის სახით, მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და გადაეცემა მაძიებელს.

3. სადისერტაციო საბჭო დისერტაციას წინასწარ განსახილველად მიიღებს „საქართველო­ში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. სადისერტაციო საბჭო დისერტაციის წინასწარ განსახილველად საბჭოს  წევრთაგან დისერტაციის პროფილით გამოყოფს ექსპერტს ან საექსპერტო კომისიას სამი წევრის შემადგენლობით, რომელსაც ავალებს:

ა) განცხადებულ სპეციალობასთან დისერტაციის შინაარსის შესაბამისობის დადგენას;

ბ) სეს-ის მიერ აღიარებულ ნუსხასთან სამეცნიერო პუბლიკაციების შესაბამისობის დადგენას;

გ) სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვის უზრუნველყოფას.

5. დისერტაციის განხილვა იმართება იმ დაწესებულების შესაბამის სამეცნიერო სემინარზე (კათედრის ან სამეცნიერო განყოფილების გაფართოებულ სხდო­მაზე), რომელთანაც ფუნქციონირებს სადისერტაციო საბჭო.

6. სადისერტაციო საბჭოს ექსპერტის (საექსპერტო კომისიის) მიერ დისერტაციის განსახილველად მიღების შესახებ დადებითი დასკვნის შემთხვევაში სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე სეს-ის თავმჯდომარის სახელზე გზავნის საბჭოს შუამდგომლობას დისერტაციის ავტორეფერატის რეგისტრაციის შესახებ, რომელსაც თან უნდა ერთოდეს საბჭოს მიერ გამოყოფილი ექსპერტის (საექსპერტო კომისიის) დასკვნა; იმ დაწესებულებების დასკვნა, სადაც შესრულდა დისერტაცია; დისერტანტის ავტორეფერატის ორი ნაბეჭდი ეგზემპლარი და სადოქტორო დისერტაციის შემთხვევაში მაძიებლის საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატი.

7. სეს-ის დარგობრივი სექციების ექსპერტთა ჯგუფის დადებითი დასკვნის შემთხვევაში ხდება დისერტაციის ავტორეფერატის რეგისტრაცია სეს-ში, რაც ეცნობება შესაბამის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს.

8. დისერტაციის დასაცავად მიღების შემთხვევაში სადისერტაციო საბჭო ნიშნავს ოფიციალურ ოპონენტებს, რომლებსაც ეგზავნებათ დისერტაცია და ავტორეფერატი. ავტორეფერატი გამოიცემა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ვიზირების შემდეგ.

9. სადისერტაციო საბჭო განსაზღვრავს დაცვის თარიღს და დისერტაციის დაცვამდე ერთი თვით ადრე დისერტანტი ავტორეფერატს უგზავნის ადრესატებს (მათ შორის საზღვარგარეთ) სადისერტაციო საბჭოს მიერ სეს-ის ინსტრუქციით (დანართი №16) დადგენილი სიების მიხედვით.

10. სადისერტაციო საბჭოს წევრებს ავტორეფერატი ურიგდებათ დაცვამდე არა უგვიანეს ოცი დღისა.

11. ოფიციალურ ოპონენტებად ინიშნებიან მეცნიერების შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

საკანდიდატო დისერტაციისათვის ინიშნება ორი ოფიციალური ოპონენტი, რო­მელ­თაგან ერთი უნდა იყოს მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო მეორე შეიძლება იყოს მეცნიერებათა კანდიდატი.

 სადოქტორო დისერტაციისათვის ინიშნება სამი ოფიციალური ოპონენტი (მეცნიერე­ბათა დოქტორი), რომელთაგან ერთი უნდა იყოს სადისერტაციო საბჭოს წევრი. დასა­შვე­ბია მეორე ოპონენტის გამოყოფა საბჭოს წევრთაგან.

12. ოფიციალური ოპონენტი არ შეიძლება იყოს დისერტანტის ხელმძღვანელი, დისერტანტის მიერ შესრულებულ ნაშრომთა თანაავტორი, იმ კათედრის (ლაბორატორიის, განყოფილების) წევრი, სადაც მუშაობს დისერტანტი ან შესრულდა სადისერტაციო ნაშრომი. ოფიციალურ ოპონენტებად არ შეიძლება იყოს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და სწავლული მდივანი, ასევე დისერტანტზე თანამდებობრივად დამოკიდებული პირი.

13. ოფიციალური ოპონენტი დაცვამდე არა უგვიანეს ათი დღისა სადისერტაციო საბჭოს წარუდ­გენს რეცენზიას.

14. თუ ოფიციალური ოპონენტის რეცენზია არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, საბ­ჭოს თავმჯდომარე უბრუნებს მას გადასამუშავებლად.

15. დისერტანტს ყველა ოფიციალური ოპონენტის უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაშიც კი უფლება აქვს მოითხოვოს საჯარო დაცვის მოწყობა, ასევე უფლება აქვს მოხსნას გან­ხილ­ვიდან თავისი ნაშრომი ნებისმიერ ეტაპზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ახალი დისერტაციის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. კენჭისყრის უარყო­ფითი შედეგების შემთხვევაში ახალი დისერტაციის წარდგენა შეიძლება არა უადრეს ორი წლისა.

16. დისერტაციის დაცვის ვადა საკანდიდატო დისერტაციისათვის არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, ხოლო სადოქტორო დისერტაციისათვის – შვიდ თვეს სადისერტაციო საბჭოში მისი დასაცავად მიღების დღიდან (არდადეგების ჩაუთვლელად).

17. სადისერტაციო საბჭოში დისერტაციებს წარადგენენ და იცავენ საქართველოს სახელმ­წიფო ენაზე. დისერტაციის წარდგენა ან დაცვა რომელიმე სხვა ენაზე დასაშვებია სადი­სერ­ტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობა.

18. სადისერტაციო საბჭოში დისერტაციის წარდგენის პროცედურა განსაზღვრულია ინსტრუქ­ციით „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” (მუხლი 4, პუნქტები 1-26).

    მუხლი 6. დისერტაციის საჯარო დაცვა

1. სადისერტაციო საბჭოს ერთ სხდომაზე შეიძლება მოეწყოს ერთი დისერტაციის დაცვა. ერთი დღის განმავლობაში შეიძლება გაიმართოს საბჭოს ერთი სხდომა, ერთი თვის განმავლობაში კი – არა უმეტეს ორი სხდომისა.

2. სადისერტაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილად ითვლება, თუ მის მუშაობაში მონაწილე­ობს საბჭოს წევრთა სულ ცოტა ორი მესამედი. სხდომას უნდა ესწრებოდეს დისერტაციის სპეციალობით წევრთა არანაკლებ სამი მეხუთედისა, დამატებით შეყვანილ წევრთა ჩათვლით.

3. სადისერტაციო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დაუსწრებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობა ეკისრება საბჭოს ერთ-ერთ წევრს იმ დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, სადაც ფუნქციონირებს სადისერტაციო საბჭო.

4. ოფიციალური ოპონენტები მონაწილეობენ საჯარო დაცვაში. დაცვის მოწყობა შეიძლე­ბა ერთი ოფიციალური ოპონენტის საპატიო მიზეზით დაუსწრებლობის შემთხვევაშიც, თუ ამ ოპონენტის რეცენზია დადებითია. აღნიშნულ შემთხვევაში რეცენზია მთლიანად უნდა იქნეს წაკითხული დაცვის მსვლელობისას. თუკი ოფიციალური ოპონენტი, რომელსაც უარყოფითი დასკვნა აქვს წარმოდგენილი, დაცვას ვერ ესწრება, დაცვა გადაიდება. ახლად დანიშნულ დაცვაზე ამ ოპონენტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საბჭოს წევრთაგან გამოიყოფა დამატებითი ოპონენტი.

5. სადისერტაციო საბჭო სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭის­ყრით. კენჭისყრის გასამართავად აუცილებელია კვორუმის არსებობა. საძიებელი ხარის­ხის მინიჭებისათვის საჭიროა კენჭისყრის მონაწილე წევრთა ხმების სულ ცოტა სამი მეოთხედის მიღება. ხმების დამთვლელი კომისიის ოქმი მტკიცდება ღია კენჭისყ-რით ხმების უბრალო უმრავლესობით.

6. სადისერტაციო საბჭო, სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც იღებს ღია კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით. დას­კვნის პროექტს ადგენს საბჭოს მიერ გამოყოფილი ექსპერტი (საექსპერტო კომისია) ოფიციალური ოპონენტების რე­ცენ­ზიებისა და დაცვის პროცესში საბჭოს წევრების მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა გათვალისწინებით. სადისერ­ტაციო საბჭოს დასკვნაში უნდა აისახოს დისერტაციაში მიღე­ბული ძირითადი შედეგები, მათი აქტუალურობა და მეცნიერული სიახლე. სადისერტაციო საბჭოს დასკვნას ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მიერ გამოყოფილი ექსპერტი (საექსპერტო კომისიის წევრები).

7. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილება სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ ძალა­ში შედის ხმის დამთვლელი კომისიის ოქმის დამტკიცებისთანავე.

8. სადისერტაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება ბანკ-ბარათი, რომელიც ეგზავნება სეს-ის მთავარ სწავლულ მდივანს.

9. დისერტაციის დაცვის დროს სადისერტაციო საბჭოს სხდომის გამართვის პროცედურა განისაზღვრება ინსტრუქციით „საქართველოში სამეც­ნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” (მუხლი 5, პუნქტები 1-25).

    მუხლი 7. დიპლომების გაფორმება და გაცემა

1. სამეცნიერო ხარისხების მინიჭების დამადასტურებელ დიპლომს რეგისტრა­ციაში ატარებს და გასცემს სეს-ი დისერტაციის დაცვის დღიდან სამი თვის შემდეგ.

2. დიპლომის დაკარგვის შემთხვევაში, მოთხოვნისამებრ, გაიცემა დიპლომის დუბლიკატი ახალი რიგითი ნუმერაციით. გვარისა და სახელის შეცვლის შემთხვევაში ახალი დიპლომი არ გაიცემა.

3. სსრკ-ის უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ გაცემული სამეცნიერო ხარისხების დამადასტურებელი დიპლომები იურიდიული ძალის მქონეა.

    მუხლი 8. აპელაციის განხილვა

1. სამეცნიერო დაწესებულებებს, ხარისხის მაძიებლებსა და სხვა პირებს სამეცნიერო ხარისხების მინიჭების (მიუნიჭებლობის) შესახებ სადისერტაციო საბჭოების მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს სამი თვისა უფლება აქვთ წარუდგინონ აპელაცია (საჩივარი გადაწყვეტი­ლე­ბაზე) უშუალოდ სადისერტაციო საბჭოს, რომელიც აპელაციას განიხილავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს ოცი დღისა და დასკვნას უგზავნის სეს-ს განხილვიდან არა უგვიანეს ათი დღისა.

2. აპელაციის თაობაზე გადაწყვეტილებას სეს-ი იღებს პრეზიდიუმის სხდომაზე სადისერტაციო საბჭოს და სეს-ის დარგობრივი სექციების მიერ წარმოდგენილი მასალე­ბის განხილვის შედეგად. სამეცნიერო ხარისხის მი­ნი­ჭების საფუძვლიანობის საკითხს სეს-ი განიხილავს დისერტაციის დაცვის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში (დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვა­ლის­წინებული შემთხვევის გარდა).

    მუხლი 9. სამეცნიერო ხარისხების დიპლომების   ნოსტრიფიკაცია

1. საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სხვა ქვეყანაში გაცემული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის აღიარება ხორციელდება ნოსტრიფიკაციის გზით.

2. ნოსტრიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვრება „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-8 მუხლის 1-6 პუნქტებით.

 

 

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების

წესის შესახებ

ეს ინსტრუქცია მიზნად ისახავს „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” დებულებაში განსაზღ ვ რულ საკითხთა გადაწყვეტის პროცედურების დადგენას.

    მუხლი 1. სადისერტაციო საბჭოების ფორმირება და რეგისტრაცია

1. იმ სახელმწიფო დაწესებულების სამეცნიერო საბჭო, სადაც განზრახულია შესაბამისი სპეციალობების მომცველი სადისერტაციო საბჭოს შექმნა, თავისი გადაწყვეტილებით ავალებს ავტორიტეტიან მეცნიერს – სადისერტაციო საბჭოს სავარაუდო თავმჯდომარეს – სადისერტაციო საბჭოს პერსონალური შემადგენლობის პროექ­ტის შემუშავებას. შემდგომში სამეცნიერო საბჭო სპეციალურ სხდომაზე განიხილავს ხსენებულ პროექტს და, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შუამდგომლობს სეს‑ის წინაშე შემოთავაზებული სადისერტაციო საბჭოს რეგისტრაციის შესახებ სპეციალობათა ნუსხის შესაბამისად.

შუამდგომლობას უნდა ახლდეს დაწესე­ბულების სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება სადისერტაციო საბჭოს შექმნის შესახებ. შუამდგომლობას უნდა დაერთოს მონაცემები საბჭოს წევრების შესახებ (1-ლი დანართი) და სეს-ის გადაწყვეტილების პროექტი (მე-2 დანართი ) ორ ეგზემპლარად.

2. მეცნიერი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სადისერტაციო საბჭოს წევრი. საჭიროების შემთხვევაში სადისერტაციო საბჭოს სეს-ის შესაბამისი დარგობრივი სექციის თანხმობით შეუძლია მიიწვიოს სხვა სადისერტაციო საბჭოს წევრი – მოცემული დარგის სპეციალისტი – სამეცნიერო ხარისხის დაცვის ერთჯერადი მოწყობის დროს.

3. გადაწყვეტილებას სადისერტაციო საბჭოს რეგისტრაციის შესახებ საფუძვლად ედება სეს-ის შესაბამისი დარგობრივი სექციის მიერ მიღებული დასკვნა, დადასტურებული სექციის თავ­მჯდომარის ხელმოწერით (დანართი 3).

4. წარმოდგენილი მასალების საფუძველზე სეს-ის პრეზიდიუმი, დარგობრივი სექციის თავმჯდომარის წარდგინებით, განიხილავს სადისერტაციო საბჭოს დამტკიცება-­რეგისტრაციის საკითხს და სეს-ის საერთო კრებას გამოაქვს გადაწყვეტილება სადისერტაციო საბჭოს შექმნის შესახებ.

5. სადისერტაციო საბჭოს რეგისტრაცია ხდება სეს-ის მიერ სადისერტაციო საბჭოს შექმნის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს სადისერტაციო საბჭოს ნომერი, საბჭოს შემადგენლობა, მეცნიერების დარგი და სპეცი­ალობები, რომელთა მიხედვითაც ხდება სამეცნიერო ხარისხის მინიჭება, აგრეთ­ვე საბჭოს მუშაობის უფლებამოსი­ლე­ბის ვადა. გადაწყვეტილება ეგზავნება იმ ორგა­ნიზაციას, რომლის შუამდგომლობითაც შეიქმნა სადისერტაციო საბჭო (დანართი 2).

6. სადისერტაციო საბჭო რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ მის ყოველ წევრს სათანადო სპეციალობით გამოქვეყნებული აქვს ხუთი ნაშრომი მაინც. თუ ნაშრომი სამეცნიერო სტატიაა, იგი გამოქვეყნებული უნდა იყოს ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში სეს-ის მიერ დამ­ტკიცებული ნუსხიდან. თუ ნაშრომი მონოგრაფიაა, იგი რეფერირებული უნდა იყოს ერთ-ერთ საერთაშორისო რეფერატულ ჟურნალში. თუ მეცნიერებათა დოქტორი პირველად ხდება საბჭოს წევრი მოცემული სპეციალობით, მას ამ სპეციალობით ხუთი ნაშრომი მაინც უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული მაღალი რეიტინგის (იმპაქტ-ფაქტორის) მქონე ჟურნალში*.

პლაგიატის დადგენის შემთხვევაში (ვადა განუსაზღვრელია) სადისერტაციო საბჭოს წევრობის პრეტენდენტს ეკრძალება სადისერტაციო საბჭოს წევრობა, დისერტაციის ოპონენტობა და სამეცნიერო ხარისხის მაძიებლის ხელმძღვანელობა (კონსულ­ტანტობა).

7. სადისერტაციო საბჭოს წევრებად მეცნიერები ერთიანდებიან პირადი თანხმობის საფუძ­ველზე.

8. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შემთხვე­ვაში სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღძრავს შუამდგომლობას სეს-ის თავმჯდომარის წინაშე. შუამდგომლობას უნდა ახლ­დეს სადისერტაციო საბჭოს ოქმის ამონაწერი და 1-ლი დანართით გათვალისწინებული მონაცემები საბჭოს ახალი წევრის შესახებ.

9. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებს ამტკიცებს სეს-ის თავმჯდომარე დარგობრივი სექციის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე (დანართი 5).

10. რეგისტრირებული სადისერტაციო საბჭო, მეცნიერების დარგის სპეციფიკიდან გამომდი­ნარე, შეიმუშავებს შინაგანაწესს, რომელიც არეგულირებს საბჭოს საქმიანობის ყველა სფეროს. მისი საქმიანობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედი დებულებისა და ინს­ტრუქციის მოთხოვნებს.

11. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საბჭოს წლიური მუშაობის ანგარიშის წარდგენა სეს-ის მთავარ სწავლულ მდივანთან მომდევნო კალენდარული წლის 10 იანვრამდე (დანართი 6). წლიური მუშაობის ანგარიშის ფორმას უნდა დაერთოს სადისერტაციო საბ­ჭოს მუშაობის მიმოხილვა.

12. სადისერტაციო საბჭოს საზაფხულო არდადეგები იწყება 1 ივლისიდან და გრძელ­დება 15 სექტემბრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში შეჩერებულია დისერტაციის მიღებასთან, განხილვასა და დაცვასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

    მუხლი 2. იმ სამეცნიერო ჟურნალების ნუსხების შემუშავება,სადაც ქვეყნდება სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად გამიზნული ნაშრომები

1. სეს-ის დარგობრივი სექციები მეცნიერების დარგების მიხედვით შეიმუშავებენ და სესის პრეზიდიუმი ამტკიცებს იმ სამეცნიერო გამოცემების ნუსხებს, რომლებშიც გამოქვეყნებული სტატია ჩაითვლება საკვალიფიკაციო ნაშრომისათვის (დისერტაციისათვის) გამიზნულ სამეცნიერო ნაშრომად. ნუსხაში შეტანილი სამეცნიერო ჟურნალები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სტატიები უნდა ქვეყნდებოდეს რეცენზირებად ჟურნალებში, რომელთა რეფერირება ხდება ერთ საერთაშორისო რეფერატულ ჟურნალში მაინც. ჟურნალის სახელწოდება დაფიქსირებული უნდა იყოს რეფერირებად პერიოდულ გამოცემათა სათანადო ნუსხაში (ასეთ ნუსხას საერთაშორისო რეფერატული ჟურნალები ყოველწლი­უ­რად აქვეყნებენ და ათავსებენ ინტერნეტში);

ბ) ჟურნალი უნდა ვრცელდებოდეს საერთაშორისო მასშტაბით ხელმოწერის ან სა­მეც­ნი­ერო გაცვლის საშუალებით, ამასთან, თუ ჟურნალი საქართველოში გამოი­ცე­მა, იგი ჩართული უნდა იყოს საერთაშორისო სამეცნიერო გაცვლაში, რომელ­საც ახორციელებს საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უმაღლესი სასწავ­ლე­ბელი ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება;

გ) ქართულ ენაზე განხორციელებულ პუბლიკაციას უნდა ახლდეს რეზიუმე ერთ-ერთ საერთაშორისო ენაზე, რომლის მოცულობა არ უნდა იყოს ათას სასტამბო ნიშანზე ნაკლები.

2. სეს-ის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული სამეცნიერო გამოცემების ნუსხები, რომლებიც დადასტურებულია სეს-ის თავმჯდომარის მოადგილისა და შესაბამისი დარგობრივი სექციების თავმჯდომარის ხელმოწერებით, ეგზავნება სათანადო სადისერტაციო საბჭოს.

    მუხლი 3. სადისერტაციო თემა და საკანდიდატო გამოცდები

1. სადისერტაციო თემას სათანადო პროფილის კათედრის (სამეცნიერო განყოფილების, ლაბორატორიის) წარდგინებით ამტკიცებს იმ დაწესებულების სამეცნიერო საბჭო, რომლის წევრთა შორის არის შესაბამისი დარგის სულ ცოტა სამი მეცნიერებათა დოქტორი.

2. საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელს, საკანდიდატო გამოცდების ნუსხას კათედრის (განყოფილების, ლაბორატორიის) წარდგინებით ამტკიცებს იმ დაწესებულების სამეცნიერო საბჭო, სადაც ხარისხის მაძიებელი ასრულებს სადისერტაციო ნაშრომს. თემის ხელმძღვანე­ლად, როგორც წესი, მტკიცდება ერთი ან ორი მეცნიერებათა დოქტორი.

მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელს შეიძლება ჰყავდეს კონსულტანტი – მეცნიერებათა დოქტორი.

3. მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი აბარებს სპეციალური პროგ­რამით გათვალისწინებულ საკანდიდატო გამოცდებს. საკანდიდატო გამოცდის მიღების უფლება აქვს იმ უმაღლეს სასწავლებელსა თუ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, სადაც ფუნქციონირებს ასპირანტურა და სათანადო პროფილის კათედრა (სამეც­ნი­ერო განყოფილება, ლაბორატორია). საგნობრივი საგამოცდო კომისია უნდა შედგებოდეს სულ ცოტა ხუთი წევრისაგან, რომელთაგან სამი მაინც უნდა იყოს მეცნიერებათა დოქ­ტორი (იმ სპეციალობით, რომელშიც ეწყობა გამოცდა), ხოლო ორი შეიძლება იყოს მეცნიერებათა კანდიდატი.

4. უცხო ენაში საკანდიდატო გამოცდები იმართება იმ დაწესებულებაში, სადაც ფუნქციონირებს სათანადო პროფილის კათედრა. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება აღნიშნული კათედრის გამგე.

5. საგნობრივი საგამოცდო კომისიის შემადგენლობა ყოველი გამოცდის წინ მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით. კომისიას თავმჯდომარეობს სათანადო პრო­ფი­ლის კათედრის გამგე (სამეცნიერო განყოფილების, ლაბორატორიის ხელმძღვანელი) ან მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც ირიცხება ამ დაწესებულების ძირითად შტატში.

6. თუ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელმა დისერტაცია უნდა დაიცვას დარგში, რომელიც განსხვავდება მისი საკანდიდატო დისერტაციის დარგისგან, იმ დაწესებულების საბჭომ, სადაც დამტკიცდა სადოქტორო დისერტაციის თემა, უნდა დაადგინოს მაძიებლის მიერ ჩასაბარებელი საგნები, რომელთა ჩაბარება ხდება ამ მუხლში განსაზღვრული საკანდიდატო გამოცდების ჩაბარების პროცედურის შესაბამისად.

7. გამოცდების შედეგები ფორმდება დადგენილი წესით კრებსითი უწყისის სახით, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით (მე-8 დანართი). ჩაბარებული საკანდიდატო გამოცდის შედეგი ძალაშია შვიდი წლის განმავლობაში.

    მუხლი 4. მოთხოვნები სადისერტაციო ნაშრომისადმი, დისერტაციის წინასწარი განხილვა, სეს-ში რეგისტრაცია და სადისერტაციო საბჭოში წარდგენა

1. სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს დაცვამდე სამი თვით ადრე მაინც.

2. საკანდიდატო ხარისხის მაძიებელს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს სამი სამეცნიერო ნაშრომი მაინც სეს-ის მიერ აღიარებულ გამოცემებში, სახელდობრ: ან სეს-ის მიერ დამტკიცებულ ნუსხაში შემავალ დარგობრივ სამეცნიერო ჟურნალებში, ან ისეთ მონოგრაფიებსა და დარგობრივ სამეცნიერო კრებულებში, რომლებიც გავრცელებულია საერთაშორისო მასშტაბით და რეფერირებულია ერთ-ერთ საერთაშორისო რეფერატულ ჟურნალში.

3. სადოქტორო ხარისხის მაძიებელს საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ათი სამეცნიერო ნაშრომი სეს-ის მიერ აღიარებულ გამოცემებში, აქედან სამი ნაშრომი მაინც – მაღალი რეიტინგის (იმპაქტ-ფაქტორის მქონე) ჟურნალში*.

მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მაძიებელს თავის დისერტაციაში შეუძლია გამოიყენოს მისი ხელმძღვანელობით შესრულებულ საკანდიდატო დისერტაციაში შესული შედეგები, რომლებიც გამოქვეყნებულია მეცნიერებათა კანდიდატთან თანაავტორობით.

4. სადისერტაციო ნაშრომი (დისერტაცია) მეცნიერებათა კანდიდატისა თუ მეცნიერებათა დოქტორის სა­მეც­ნიერო ხარისხის მოსაპოვებლად სადისერტაციო საბჭოს წარედგინება ხელნაბეჭდის სახით.

5. საკანდიდატო დისერტაციის დაცვასა და სადოქტორო დისერტაციის წარდგენას შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ ცოტა შვიდი წელი. თუ ეს ვადა შვიდ წელზე ნაკლებია, იმ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, სადაც შესრულებულია დისერტაცია, სეს-ის პრეზიდიუმის სხდომაზე ასაბუთებს წარსადგენი სადოქტორო დისერტაციის დაცვის  მიზანშეწონილობას სათანადო სამეცნიერო პუბლიკაციების წარდგენით.

6. საკანდიდატო დისერტაციის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ას ორმოცდაათ ხელნაბეჭდ გვერდს, ხოლო სადოქტორო დისერტაციის მოცულობა – სამას ხელნაბეჭდ გვერდს (ფურცლის სტანდარტული ზომით A4).

დისერტაციის კომპიუტერზე აკრეფვის შემთხვევაში შრიფტის ზომა უნდა იყოს 12 – 14, სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5 ინტერვალი (მექანიკური საბეჭდი მანქანისათვის – 2 ინტერვალი), გვერდის ზედა და ქვედა კიდიდან ტექსტის დაშორება – 2,5 სმ, გვერდის მარჯვენა კიდე – 1,0 სმ, ხოლო მარცხენა კიდე – 3,0 სმ.

   ავტორეფერატის კომპიუტერზე აკრეფის შემთხვევაში სტრიქონებს შორს მანძილი 1 ინტერ­ვა­ლია, (მექანიკურ საბეჭდ მანქანაზე – 1,5 ინტერვალია), შრიფტის ზომა 12, ხოლო ყველა დანარჩენი მოთხოვნა იგივეა, რაც დისერტაციისათვის.

7. სადისერტაციო ნაშრომში ციტირებული ლიტერატურის ნუსხის გაფორმებისას დაცულ უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ლიტერატურა მითითებული უნდა იყოს პირველი ავტორის გვარის ანბანური თანამიმდევრობით ან ლიტე­რატურის მიმოხილვაში მოცემული მიმდევრობის მიხედვით;

ბ) მონოგრაფიის მითითებისას საჭიროა ნაშრო­მის სახელწოდების, ავტორების გვარებისა და ინიციალების, გამომცემლობისა და გამოცემის წლის მითითება;

გ) საჟურნალო სამეცნიერო ნაშრომის ციტირებისას უნდა იყოს მითითებული: ავტორის (ავტორთა) გვარი და ინიციალები, ნაშრომის სახელწოდება, ჟურნა­ლის სახელწოდების საყოველთაოდ მიღებული აბრევიატურა, გამოცემის წელი, ტომი, ნომე­რი, საწყისი და ბოლო გვერდების რიგითი ნომრები;

დ) საავტორო მოწმობის, გამოგონების (გამოგონების პატენტის) მითითებისას მოხსენიებული უნდა იყოს ყველა ავტორი, საავტორო მოწმობისა და გამოგონების (პატენტის) სახელწოდება, განცხადების შეტანის თარიღი, გამოქვეყნების თარიღი, ბიულეტენის ნომერი;

ე) მაძიებელმა სადისერტაციო ნაშრომსა და ავტორეფერატში თავისი შრომები უნდა უჩვენოს ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაცვით.

8. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში მაძიებელს უბრუნდება დისერ­ტა­ცია და იგი ხელმეორედ განსახილველად მიიღება ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

9. სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატში სრულად უნდა იქნეს ნაჩვენები თე­მის აქტუალურობა, კვლევის მიზანი, ნაშრომის ძირითადი შედეგები და მეცნიერული სიახლე. ავტორეფერატი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნაშ­რო­მის აპრობაციის შესახებ, როგორიცაა მოხსენებები სამეცნიერო ფორუმებსა და სემინა­რებზე, დისერტაციის თემაზე წარმოდგენილი საავტორო მოწმობები და პატენტები, აგრეთვე ინფორმაცია დისერტაციის მოცულობისა და სტრუქტურის შესახებ. ავტორეფერატში გადმოცემული უნდა იყოს დისერტაციის ძირითადი შედეგები თავების მიხედვით, ზოგადი დასკვნები, დისერტაციასთან დაკავშირებული პუბლიკაციები (ნუსხის სახით).

10. საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატის საერთო მოცულობა არ უნდა აღემა­ტე­ბოდეს ორ ნაბეჭდ თაბახს, ხოლო სადოქტორო დისერტაციისა – ოთხნახევარ ნაბეჭდ თაბახს. როგორც საკანდიდატო, ისე სადოქტორო დისერტა­ცი­ის ავტორეფერატი უნდა შეიცავდეს ქართულ ტექსტს და მის სრულ თარგმანს რომე­ლიმე საერთაშორისო ენაზე.

11. თუ თანაავტორობით მიღებული სამეცნიერო შედეგი – ერთ-ერთმა ავტორმა გამოიყენა საკანდიდატო ან სადოქტორო დისერტაციაში, მაშინ დანარჩენი ავტორების მიერ ამ შედეგების კვლავ ძირითად შედეგებად წარმოდგენა დაუშვებელია (იხ. ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი).

12. იმ დაწესებულების დისერტაციის განხილვის დასკვნაში, სადაც ფუნქციონირებს სადისერტაციო საბჭო, უნდა აისახოს:

ა) როდის და რომელმა სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა სადისერტაციო თემა (თემის დამტკიცების თარიღის, ოქმის ნომრის მითითებით);

ბ) ვინ და როდის გამოყო სამეცნიერო ხელმძღვანელი ან კონსულტანტი;

გ) მეცნიერების დარგი და სპეციალობა, რომელსაც შეესაბამება დისერტაცია;

დ) დისერტაციის თემის აქტუალურობა;

ე) დისერტაციის ძირითადი შედეგების მიღებაში დისერტანტის პირადი წვლილი;

ვ) განხორციელებული კვლევის შედეგების მეცნიერული სიახლე, სანდოობა, თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა, ნაშრომის სტრუქტურული და ენობრივი გამართუ­ლობა;

ზ) ავტორის მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიებში დისერტაციის შინაარსის ასახვის სისრულე, სეს-ის მიერ დამტკიცებულ ნუსხასთან (ნუსხის რიგითი ნომრის მითითებით) იმ სამეცნიერო ჟურნალების შესაბამისობა, სადაც გამოქვეყნებულია დისერტაციის ძირითადი შედეგები.

13. იმ შემთხვევაში, თუ დისერტაციის ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულია ერთ ან რამდენიმე მონოგრაფიაში, დასკვნაში დადასტურებული უნდა იყოს მათი რეფერირება ერთ-ერთ საერთაშორისო რეფერატულ ჟურნალში. თუ დისერტაციის ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულია ერთობლივ შრომებში, დასკვნას თან უნდა ერთოდეს ყოველი თანაავტორის (გარდა უცხოელისა) წერილობითი თანხმობა ამ შედეგების დისერტაციაში შეტანის შესახებ.

14. სადისერტაციო საბჭო დისერტაციის განსახილველად და სათანადო რეკომენ­დაციების შესამუშავებლად საბჭოს წევრთაგან დისერტაციის პროფილით გამოყოფს ექსპერტს ან საექსპერტო კომისიას. ექსპერტი (საექსპერტო კომისია) უზრუნველყოფს დისერტაციის ძირითადი შედეგების საჯარო განხილვას იმ დაწესებულების ერთ-ერთ სამეცნიერო სემინარზე (კათედრის, სამეცნიერო განყოფილების გაფართოებულ სხდომაზე), რომელთანაც ფუნ­ქციონირებს სადისერტაციო საბჭო, და არა უგვიანეს ერთი თვისა საბჭოს წარუდგენს (სემინარის სხდომის ოქმთან ერთად) ხელმოწერილ დასკვნას. ექსპერტის (საექსპერტო კომისიის) დასკვნაში დადასტურებული უნდა იყოს:

ა) დისერტაციის შესაბამისობა სადისერტაციო საბჭოში წარმოდგენილ სპეციალობას­თან;

ბ) ავტორის მიერ გამოქვეყნებულ შრომებში დისერტაციის ძირითადი შედეგების ასახვის სისრულე;

გ) სეს-ის მიერ დამტკიცებულ ნუსხასთან იმ სამეცნიერო გამოცემების შესაბამისობა (ნუსხის რიგითი ნომრების მითითებით), სადაც გამოქვეყნებულია დისერტაციის ძირითადი შედეგები.

15. სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი სეს-ში რეგისტრაციისა­თვის წარმოადგენს: სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის შუამდგომლობას, მაძიებლის ავტორეფერატისა და ექსპერტის დასკვნის ორ-ორ ეგზემპლარს, დისერტაციის განხილვის დასკვნას და გამოქვეყნებული შრომის ამონაბეჭდებს.

16. სეს-ის დარგობრივი სექციების ექსპერტთა ჯგუფი განიხილავს სადისერტაციო საბჭოს ექსპერტის (ექსპერტთა კომისიის) დასკვნას და დისერტანტის ავტორეფერატს სეს-ის მიერ აღიარებულ გამოცემების ნუსხასთან დისერტაციაში მიღებული შედეგების პუბლიკაციების შესაბამისობის დასადგენად, აგრეთვე იმის დასადასტურებლად, რომ სადოქტორო დისერტაციაში მიღებული შედეგები არ არის შესული ავტორის საკანდიდატო დისერტაციაში.

17. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია, სეს-ის დარგობრივი სექციების ექსპერტთა ჯგუფი გასცემს ცნობას, რომელიც დასტურდება სეს-ის თავმჯდომარის მოადგილის ხელმოწერით. ცნობის საფუძველზე ავტორეფერატს რეგისტრაციაში ატარებს სეს-ის მთავარი სწავლული მდივანი.

18. რეგისტრირებული ავტორეფერატი და სადისერტაციო საბჭოს ექსპერტის დასკვნა გადაეცემა სადისერტაციო საბჭოს სწავლულ მდივანს. სეს-ის მთავარ სწავლულ მდივანთან რჩება ავტორეფერატის და ექსპერტის დასკვნის მეორე ეგზემპლარი.

19. სეს-ის დარგობრივი სექციების ექსპერტთა ჯგუფის უარყოფითი გადა­წყვე­ტილების შემთხვევაში ავტორეფერატი არ რეგისტრირდება და სადისერტაციო საბჭოს უბრუნდება მის მიერ წარმოდგენილი ავტორეფერატი, ხოლო ავტორეფე­რა­ტის მეორე ეგზემპლარი და ექსპერტის დასკვნა რჩება სეს-ში.

20. სადისერტაციო ნაშრომის დაცვა ხდება მხოლოდ ერთი სპეციალობით. იმ შემთხვევაში, თუ დისერტაციაში განხილულია საკითხები, რომლებიც რამდენადმე სცილდება საბ­ჭოს წევრების კომპენტენციის ფარგლებს, საბჭო უფლებამოსილია დამატებით, ერთ­ჯე­რადად, საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანოს გადამწყვეტი ხმის უფლებით სათანადო (ან მომიჯნავე) სპეციალობის მქონე ორი მეცნიერებათა დოქტორი, თუ დისერტაცია საკანდიდატოა, და სამი მეცნიერებათა დოქ­ტორი, თუ დისერტაცია სადოქტოროა.

გადაწვეტილებას საბჭოში დამატებით, ერთჯე­რადად, წევრების შეყვანის შესახებ საბჭო იღებს ღია კენჭისყრით, საბჭოს წევრთა ხმების ორი მესამედით. თუ მოწვეული სპეციალისტი არ არის რომელიმე სადისერტაციო საბჭოს წევრი, მასზე შეივსება 1-ლი დანართი, რომელიც ინახება დისერტაციის საატესტაციო საქმეში.

21. თუ სადისერტაციო ნაშრომი შესრულებულია სპეციალობაში, რომელიც საქართველოში მოქმედ სადისერტაციო საბჭოებში არ არის წარმოდგენილი, დისერტანტის განცხადების საფუძველზე სეს-ის პრეზიდიუმი ავალებს სათანადო დარგობრივ სექციას (სექციებს) რეკომენდაციის შემუშავებას ერთჯერადი წესით დისერტაციის დაცვის გამართვის შესაძლებლობის თაობაზე. ხსენებულ რეკომენდაციაში (დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში) მითითებული უნდა იყოს:

ა) სადისერტაციო საბჭო, სადაც მიზანშეწონილია წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის დაცვა;

ბ) შერჩეულ სადისერტაციო საბჭოში დამატებით (ერთჯერადად) შესაყვანი სამი მეცნიერებათა დოქტორი გადამწყვეტი ხმის უფლებით.

დარგობრივი სექციის (სექციების) რეკომენდაციის გაზიარების შემთხვევაში სეს-ის პრეზიდიუმი ავალებს შერჩეულ სადისერტაციო საბჭოს შემოსული სადისერტაციო ნაშრომის განხილვას.

22. სადისერტაციო საბჭო ნიშნავს ოფიციალურ ოპონენტებს, ადგენს იმ დაწესე­ბულებათა და პირთა სიას, ვისაც უნდა დაეგზავნოს ავტორეფერატი, და წყვეტს სხვა საორგანიზაციო საკითხებს (დაცვის მოწყობის თარიღი, დამატებითი წევრების მოწვევა და სხვ.).

23. ოფიციალურ ოპონენტად ინიშნება სპეციალისტი, რომელსაც განსა­ხილვე­ლად წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომის სპეციალო­ბით გამოქვეყნებული აქვს სამი ნაშრომი მაინც (მე-15 დანართის მიხედვით). საჭიროების შემთხვევაში საბჭო ნიშნავს დამატებით ოპონენტებს როგორც სადოქტორო, ისე საკან­დიდატო დისერტაციისათვის. დაუშვებელია, რომ ყველა ოპონენტი იყოს ერთი და იმავე დაწესებულებიდან (ფაკულტეტიდან).

24. ოფიციალური ოპონენტი ეცნობა სადისერტაციო ნაშრომს, ავტორეფერატს, მის ამსახველ გამოქვეყნებულ მასალებს და სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს რეცენზიას, რომელშიც შეფასებული იქნება თემის აქტუალურობა, კვლევის მეცნიერული დონე, მიღებული შედეგების საფუძვლიანობა. სადოქტორო დისერტაციის ოპონენტმა უნდა დაადასტუროს, რომ დისერტანტს გადაწყვეტილი აქვს ერთი ან რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო პრობლემა და მიღებული აქვს შესაბამის დარგში საერთაშორისო დონის შესა­ტყვისი შედეგები.

25. ოფიციალური ოპონენტები საბჭოს წარუდგენენ რეცენზიებს, საკანდიდატო დისერ­ტაციაზე – ორი თვის, ხოლო სადოქტორო დისერტაციაზე – სამი თვის განმავლობაში ოპონენტის მიერ დისერტაციის მიღების დღიდან. რეცენზია ფორმდება ხელნაბეჭდის სახით ორ ცალად და ოპონენტის ხელმოწერა მოწმდება იმ ორგანიზაციის ბეჭდით, რომელშიც მუშაობს ოპონენტი. რეცენზიის მეორე პირი დაცვამდე სულ ცოტა ათი დღით ადრე გადაეცემა მაძიებელს.

26. ოფიციალური ოპონენტის შეცვლა (როგორც საბჭოს ინიციატივით, ისე ოპონენტის თხოვნით) საბჭომ უნდა მოახდინოს სათანადო დასაბუთებით, დაცვამდე არა უგვიანეს ოცი დღისა. საჭიროების შემთხვევაში დაცვის მოწყობა შესაბამისად უნდა გადავადდეს. ყველა შემთხვევაში დისერტაციის დაცვის თარიღის გადადება სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ უნდა აცნობოს სეს-ს.

27. საქართველოში სადისერტაციო საბჭოები მუშაობენ სახელმწიფო ენაზე. განსა­კუთ­რე­ბულ შემთხვევაში საბჭოს გადაწყვეტილებით, რაც მოტივირებული უნდა იყოს დისერტა­ციის სპეციფიკით ან მეცნიერული კონტაქტების განმტკიცების ინტერესებით, დაცვა შეიძ­ლება რომელიმე საერთაშორისო ენაზე.

    მუხლი 5. დისერტაციის საჯარო დაცვა

1. იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სადაც ფუნქციონირებს სადისერტაციო საბჭო, დისერტა­ციის დაცვამდე 20 დღით ადრე გამოსცემს ბრძანებას დისერტაციის დაცვასთან დაკავში­რებით, რის საფუძველზე დაცვამდე თხუთმეტი დღით ადრე სადისერტაციო საბჭო ავრცელებს ინფორმაციას წერილობითი შეტყობინების, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. განცხადებაში მითითებულ უნდა იქნეს დისერტაციის დაცვის თარიღი, ადგილი, დრო, დისერტაციის დასახელება, მისი ავტორი და ოფიციალური ოპონენტები.

2. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ან მოადგილე არ შეიძლება ხელმძღვანელობ­დეს სხდომას, თუ იგი ამავე დროს არის დისერტანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ან კონსულტანტი. თუ არც თავმჯდომარესა და არც მის მოადგილეს არ შეუძლიათ სხდომის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება, ამ სხდომის თავმჯდომარედ ინიშნება საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რომელიც იმ დაწესებულების თანამშრომელია, რომელშიც ფუნქციონი­რებს საბჭო. დანიშვნა ფორმდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.

3. სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივნის დაუსწრებლობის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია სწავლული მდივნის მოვალეობა დააკისროს საბჭოს ერთ-ერთ წევრს.

4. თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და სწავლული მდივნის ერთ­დრო­ულად არყოფნის შემთხვევაში საბჭოს სხდომა არ იმართება.

5. საბჭოს სხდომის გახსნის წინ თავმჯდო­მარემ დასწრების ფურცლის (მე-9 დანართი) მიხედვით უნდა აცნობოს საბჭოს წევრებს, თუ ვინ ესწრება სხდომას და უფლებამოსილია თუ არა საბჭო შეუდგეს მუშაობას. სხდომის გახსნის შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს დღის წესრიგს, დისერტანტის ვინაობასა და დისერტაციის თემას, ოფიციალური ოპონენტების ვინაობას და სიტყვას გადასცემს სწავლულ მდივანს, რომელიც საბჭოს აცნობს მაძიებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, დისერტაციის დაცვის პროცედურას და დისერტან­ტის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს.

6. თავმჯდომარის წინადადებით დისერტანტი საბჭოს მოახსენებს თავისი ნაშრომის ძირი­თად დებულებებსა და მიღებულ შედეგებს, მკაფიოდ აყალიბებს იმ მეცნიერულ სიახლეს, რომელიც მან წარმოადგინა საჯარო დაცვაზე.

7. დისერტანტი უპასუხებს დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც სიტ­ყვა ეძლევა სწავლულ მდივანს, რომელიც საბჭოს გააცნობს დისერტაციის განხილვისა და ექსპერტის დასკვნებს, რომლებიც სრულად უნდა მოხსენდეს საბჭოს, აგრეთვე შემოსულ გამოხმაურებებს ავტორეფერატზე. ყველა კრიტიკული შე­ნიშ­ვნა მთლიანად უნდა იქნეს წაკითხული. მაძიებელი ვალდებულია გასცეს პასუხი ყვე­ლა კრიტიკულ შენიშვნას. შემდეგ იწყება ოფიციალური ოპონენტების პაექრობა სამეც­ნი­ერო ხარისხის მაძიებელთან, რის შემდეგაც სიტყვა ეძლევა დისერტაციის სამეცნიერო ხელ­მძღვანელს (კონსულტანტს). ამის შემდეგ დისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საბჭოს წევრებს, ისე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებსაც.

8. კენჭისყრის მოსაწყობად საბჭოს წევრთაგან სადისერტაციო საბჭო ირჩევს ხმის დამთვლელ სამკაციან კომისიას და აცხადებს შესვენებას.

9. ფარული კენჭისყრა ეწყობა ცალკე ოთახში, სადაც დგას დაბეჭდილი ყუთი და იმყოფებიან მხოლოდ ხმის დამთვლელი კომისიის წევრები.

10. ფარული კენჭისყრის ბიულეტენის მიღება დასტურდება ბიულეტენის მიღების სიაში ხელ­მოწერით.

11. ხმის დამთვლელი კომისიის წევრები კენჭისყრის შედეგებს აფორმებენ ოქმის სახით (მე-12 დანართი). ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი ფარული კენჭისყრის ბიულე­ტენებ­თან ერთად ინახება სადისერტაციო საბჭოში დისერტანტის საატესტაციო დოკუ­მენ­ტებთან ერთად. ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი მტკიცდება ღია კენჭისყრით საბჭოს წევრების ხმების უმრავლესობით.

12. სადისერტაციო საბჭოს მიერ გამოყოფილი ექსპერტი (საექსპერტო კომისია) ადგენს სადისერტაციო საბჭოს დასკვნის პროექტს ოფიციალური ოპონენეტების რეცენზიებისა და საბჭოს წევრების მოსაზრებების გათვალისწინებით. სადისერტაციო საბჭოს დასკვნის პროექტს სადისერტაციო საბჭო განიხილავს კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ და იღებს მას ღია კენჭისყრით (ხმების უმრავ­ლესობით). კენჭისყრის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში დასკვნას დისერტაციის შესახებ სადისერტაციო საბჭო არ იღებს.

13. მიღებულ სადისერტაციო საბჭოს დასკვნას ხელის მოწერით ადასტურებენ სადისერტაციო საბჭოს სხდომის თავმჯდომარე, სწავლული მდივანი და საბჭოს ექსპერტი (საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე).

14. ხელმოწერებით დადასტურებული სადისერტაციო საბჭოს დასკვნა აისახება ბანკ-ბარათსა და სხდო­მის ოქმში და, როგორც ოფიციალური დოკუმენტი, რჩება საატესტაციო საქმეში.

15. ხმის დამთვლელი კომისიის ოქმის დამტკიცების შემდეგ საბჭოს თავ­მჯდომარე ოფიციალურად აცხადებს საბჭოს გადაწყვეტილებას სამეცნიერო ხარისხის მინიჭების (მიუნიჭებლობის) შესახებ, რომელიც ძალაში შესულად ითვლება ხმის დამ­თვლელი კომისიის ოქმის დამტკიცებისთანავე.

16. დისერტაციის დაცვის მსვლელობა ფიქსირდება სტენოგრაფიულად ან ტექნიკური საშუალებებით, რის საფუძველზეც ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმი.

17. საბჭოს წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა უნდა მიიღონ პერსონალურად. კენჭისყრის წინ უნდა შემოწმდეს, საბჭოს რამდენი წევრი ესწრება სხდომას. კვორუმის არარსებობის შემთხვევაში კენჭისყრა უნდა გადაი­დოს იმ დროისათვის, როდესაც კვორუმი უზრუნველყოფილ იქნება.

18. კენჭისყრის უარყოფითი შედეგების შემთხვევაში დისერტანტს აღარ აქვს უფლება გან­ხილ­ვიდან მოხსნას თავისი ნაშრომი. საბჭოს ხელმძღვანელობა დისერტანტს უბრუნებს მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, გარდა განცხადებისა და სადისერტაციო ნაშ­რო­მის ერთი ეგზემპლარისა, რომელიც ინახება დაწესებულების ბიბლიოთეკაში, და ავტორე­ფერატის ორი ეგზემპლარი, რომელიც განცხადებასა და სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმთან ერთად რჩება საბჭოს არქივში.

19. მაძიებელს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმის პირი;

ბ) გააპროტესტოს ფარული კენჭისყრის შედეგები, თუ მისი აზრით, დაცვის მსვლე­ლობისას მოხდა პროცედურული დარღვევები;

გ) ორი წლის შემდეგ კვლავ წარმოადგინოს დასაცავად დი­სერ­ტაციის გადამუშავებული ვარიანტი, რომლის განხილვაც მოხდება ისეთივე წესით, როგორც პირველად წარმოდგენილისა.

20. თუ მაძიებლის პროტესტი საფუძვლიანი აღმოჩნდა, სადისერტაციო საბჭო, დისერტანტის სურვილის მიხედვით, აწყობს ხელახალ დაცვას, ან აგრძელებს მას იმ ეტაპიდან, რომელ­ზეც დაფიქსირდა პროცედურული დარღვევა.

21. ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი შეიძლება არ დამტკიცდეს ერთადერთი მიზეზით – თუ დაირღვა დისერტაციის დაცვის ესა თუ ის წესი, რის შესახებაც განცხადება უნდა გაკეთდეს კენჭისყრამდე. თუ დარღვევა მოხდა კენჭისყრის პროცესში, განცხადება მომხდარი ფაქტის შესახებ უნდა გაკეთდეს სხდომის გახსნისთანავე, სანამ ხმის დამთვლელი კო­მი­სიის თავმჯდომარე გამოაქვეყნებდეს კენჭისყრის შედეგებს.

22. თუ ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი ვერ დამტკიცდა, მაშინ დისერტაციის განხილვა უნდა გაგრძელდეს ან გადაიდოს შემდეგი სამუშაო დღისათვის. ხმის დამთვლელი კომისია ამზადებს ახალ ბიულეტენებს და საბჭო ხელახლა აწყობს ფარულ კენჭისყრას.

23. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს დისერტაციის ბანკ-ბარათის (ორ ეგზემპლარად) და ხელნაწერის უფლებით გამოცემული ორი ავტორეფერატის წარდგენას სეს-ის მთავარ სწავლულ მდივანთან რეგისტრაციის მიზნით არა უგვიანეს ერთი თვისა დისერტაციის დაცვის დღიდან.

24. მეცნიერებათა დოქტორისა და მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომები გაიცემა დისერ­ტა­ციის დაცვიდან სამი თვის შემდეგ. დიპლომის მიღებამდე სადისერტაციო საბჭო, მოთხოვნისამებრ, გასცემს ცნობას დისერტაციის დაცვისა და სამეცნიერო ხარისხის მინი­ჭების შესახებ (მე-10 დანართი).

25. თუ სადისერტაციო ნაშრომსა და დისერტაციის თემაზე არსებულ პუბლიკაციაში აღმოჩნდა პლაგიატი, დისერტაცია იხსნება განხილვიდან და აღიძვრება შუამდგომლობა სეს-ის წინაშე რათა პლაგიატორს აეკრძალოს დისერტაციის ახალი წარდგენა მოცემულ ან მომიჯნავე თემაზე.

თუ პლაგიატი ან სადისერტაციო დოკუმენტების გაყალბება დადგინდა დისერტაციის დაცვის შემდეგ (ნებისმიერ დროს), სეს-მა ბათილად უნდა ცნოს მინიჭებული სამეცნიერო ხარისხი და გააუქმოს გაცემული სახელმწიფო დიპლომი.

    მუხლი 6. სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატისა და
სადისერტაციო დოკუმენტების აღრიცხვა

1. დისერტაციის დაცვამდე ერთი თვით ადრე სადისერტაციო ნაშრომის ერთი და ავტორეფერატის ორი ეგზემპლარი გადაეცემა იმ დაწესებულების ბიბლიოთეკას, რომლის სადისერტაციო საბჭომაც მიიღო დისერტაცია დასაცავად.

2. დისერტაციის დაცვის შემდეგ სადისერტაციო საბჭოს არქივში რჩება საატესტაციო საქმე, რომელშიც შედის:

ა) მაძიებლის განცხადება, დადასტურებული თავმჯდომარის ვიზით დისერტაციის განსახილველად მიღების თაობაზე;

ბ) ავტორეფერატი ორ ეგზემპლარად (ერთი – სეს-ში რეგისტრირებული ხელნაბეჭდი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ვიზირებული, ხოლო მეორე – სეს-ში რეგისტრირებული, ხელნაწერის უფლებით გამოცემული);

გ) კადრების აღრიცხვის ფურცელი, დამოწმებული ბეჭდით;

დ) დისერტაციის თემასთან დაკავშირებული გამოქვეყნებული ნაშრომების სია, ხელმოწერი­ლი სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივნის მიერ და დამოწმებული ბეჭდით;

ე) დიპლომის პირები (უმაღლესი განათლებისა და მეცნიერებათა კანდიდატისა);

ვ) საკანდიდატო ხარისხის მაძიებლისათვის – საკანდიდატო მინიმუმით გათვალისწინებული გამოცდების ჩაბარების კრებსითი უწყისი;

ზ) დისერტაციის განხილვის დასკვნა;

თ) სადისერტაციო საბჭოს ექსპერტის დასკვნა;

ი) ოფიციალური ოპონენტების რეცენზიები (თითო ეგზ.);

კ) სადისერტაციო საბჭოს სხდომის დასკვნა;

ლ) დისერტაციის ბანკ-ბარათი და დისერტაციის ავტორეფერატი (რეგისტრირებული სეს-ს მთავარი სწავლული მდივნის მიერ);

მ) გამოხმაურებები ავტორეფერატზე;

ნ) დისერტაციის დაცვის სხდომაზე საბჭოს წევრთა გამოცხადებისა და კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი სია, რომელიც ხელმოწერით დასტურდება;

ო) ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი ფარული კენჭისყრის ბიულეტენებთან ერთად;

პ) დაცვის მსვლელობის ანგარიში (სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმის სახით);

ჟ) ავტორეფერატის დაგზავნის ადრესატების სია, დამოწ­მებული საფოსტო შტამპით.

ვ) დოკუმენტაცია აკინძული უნდა იყოს მყარ საქაღალდეში; სადისერტაციო საქმე საბჭოში ინახება ოთხი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გადაეცემა იმ დაწე­სებულების არქივს, რომელშიც ფუნქციონირებს სადისერტაციო საბჭო.

    მუხლი 7. სადისერტაციო დოკუმენტების განხილვა სეს-ის მიერ

1. სადისერტაციო საბჭოს მუშაობას, უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრების ატესტაციასთან დაკავშირებულ ერთიან მოთხოვნათა პროცედურების დაცვას, დისერტაციის სამეცნიერო დონისა და პრაქტიკული ღირებულების საექსპერტო შეფასებას ახორციელებს სეს-ი. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სეს-ი უფლებამოსილია შექმნას მიზნობ­რივი საექსპერტო კომისიები.

2. თუ სეს-ში შემოსულია ინფორმაცია სადისერტაციო საბჭოს მიერ „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” დებულებასა და ინსტრუქციაში სადისერტაციო ნაშრომის მიმართ წაყენებული მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, სეს-ის თავმჯდომარე ავალებს შესაბამისი დარგობრივი სექციის თავმჯდომარეს შეამოწმოს აღნიშნული მასალების მართებუ­ლობა. სეს-ის დარგობრივი სექციის თავმჯდომარე უფლებამოსილია სრულყოფილი საექსპერტო შეფასებისათვის სადისერტაციო საბჭოდან გამოითხოვოს დისერტაცია, დისერტაციის დაცვის პროცედურასთან დაკავშირებული სადისერ­ტაციო მასალები და დოკუმენტები.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც სეს-ის დარგობრივი სექცია ადასტურებს, რომ სადისერტაციო ნაშრომი შესრულებულია წაყენებულ მოთხოვნათა დარღვევით, სეს-ის პრეზიდიუმი იხილავს დარგობრივი სექციის დასკვნას და გადაწყვეტილების მისაღებად იწვევს სეს-ის საერთო კრების სხდომას.

4. სადისერტაციო საბჭოს მიერ დებულებისა და ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევით მინიჭებული სამეცნიერო ხარისხის გაუქმების საკითხს წყვეტს სეს-ის საერთო კრება ფარული კენჭისყრით, თუ კი მას ხმა მისცა სეს-ის საერთო კრების სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა სულ ცოტა ორმა მესამედმა.

5. თუ სადისერტაციო საბჭოს მიერ დარღვეულია „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” დებულებისა და ინსტრუქციის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნები, სეს-ის პრეზიდიუმი იხილავს ამ მოთხოვნათა დარღვევასთან დაკავშირებულ მასალებს, ხოლო სეს-ის საერ­თო კრება უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი სახის გადაწყვეტილებები:

ა) გააფრთხილოს სადისერტაციო საბჭოების ხელმძღვანელობა ან დააყენოს სადისერტაციო საბჭოების ხელმძღვანელობის შეცვლის საკითხი;

ბ) შეაჩეროს სადისერტაციო საბჭოების მოქმედება.

    მუხლი 8. სამეცნიერო ხარისხების დიპლომების ნოსტრიფიკაციის პროცედურა

1. საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის დიპლომების ნოსტრიფიკაციას, რომელსაც მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება სამეცნიერო ხარისხების აღიარებისა და მათი ეკვივალენტობის შესახებ, ახორციელებს სეს‑ი მაძიებლის განცხადების საფუძველზე სათანადო დოკუმენტების წარდგენით (მე-4 დანართის შესაბამისად) გამარტივებული წესით.

2. დიპლომის ნოსტრიფიკაციის გამარტივებული წესი ითვალისწინებს შემდეგ პროცედურებს: სეს-ის თავმჯდომარე საატესტაციო მასალებს განსახილველად და დასკვნის შესადგენად გადასცემს შესაბამის დარგობრივ სექციას. სექციის წევრი – დარგის სპეციალისტი-ადგენს დისერტაციის შიფრს „სამეცნიერო სპეციალობათა ნომენკლატურის” შესაბამისად და სადისერტაციო საბჭოს, სადაც მიზანშეწონილია გამართოს საატესტაციო მასალების განხილვა.

 დარგობრივი სექცია თავის დასკვნას წარუდგენს სეს-ის პრეზიდიუმს, რომელიც დასკვნას საატესტაციო მასალებთან ერთად გადასცემს იმ სადისერტაციო საბჭოს, რომლის სხდომაზე მაძიებლის თანდასწრებით ეწყობა სადისერტაციო ნაშრომისა და წარმოდგენილი საბუთების განხილვა. სადისერტაციო საბჭო ფარული კენჭისყრით (დებულების მე6 მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით) იღებს გადაწყვეტილებას დიპლომის ნოსტრიფიკაციის შესახებ. აფორმებს დისერტაციის ბანკ-ბარათს (დანართი 13-ის მიხედვით). სეს-ი დადგენილი წესით გადასცემს მაძიებელს სამეცნიერო ხარისხის დიპლომს.

3. საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის დიპლომის ნოსტრიფიკაციას, რომელსაც სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არა აქვს გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება სამეცნიერო ხარისხების აღიარებისა და მათი ეკვივალენტობის შესახებ ახორციელებს სეს-ი მაძიებლის განცხადების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტების წარდგენით (მე-4 დანართის შესაბამისად) განმეორებითი ატესტაციის წესით.

4. დიპლომის ნოსტრიფიკაციის განმეორებითი ატესტაციის წესი ითვალისწინებს შემდეგ პროცედურებს: სეს-ის თავმჯდომარე საატესტაციო მასალებს განსახილველად და დასკვნის შესადგენად გადასცემს შესაბამის დარგობრივ სექციას. სექციის წევრი-დარგის სპეციალისტი-ადგენს დისერტაციის შიფრს „სამეცნიერო სპეციალობათა ნომენკლატურის” შესაბამისად და სადისერტაციო საბჭოს, სადაც მიზანშეწონილი იქნება საატესტაციო მასალების განხილვა.

   დარგობრივი სექცია დასკვნას წარუდგენს სეს-ის პრეზიდიუმს, რომელიც დასკვნას საატესტაციო მასალებთან ერთად გადასცემს იმ სადისერტაციო საბჭოს, რომელიც მართავს განმეორებით ატესტაციას.

5. სადისერტაციო საბჭო თავის სხდომაზე გამოყოფს ორ ოფიციალურ ოპონენტს –მეცნიერებათა დოქტორებს, რომლებიც დისერტაციისა და საბუთების განხილვის საფუძველზე ერთი თვის განმავლობაში სადისერტაციო საბჭოში ადგენენ დასკვნებს. ერთ-ერთი ოპონენტი უნდა იყოს სადისერტაციო საბჭოს წევრი, ხოლო მეორე ოპონენტი შეიძლება იყოს მოწვეული. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია მეორე ოპონენტის დასკვნად ჩათვალოს საზღვარგარეთ გამართული დაცვის დროს გამოყოფილი ოპონენტის დასკვნა.

6. სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე ეწყობა დისერტაციის საჯარო დაცვა „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” დებულების 4-ე მუხლის სრული დაცვით. საბჭოს დასკვნას აფორმებს საბჭოს წევრი ოპონენტი. სადისერტაციო საბჭო ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას დიპლომის ნოსტრიფიკაციის შესახებ, აფორმებს დისერტაციის ბანკ-ბარათს (მე-13 დანართის მიხედვით). სეს-ი დადგენილი წესით გასცემს სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელ დიპლომს.

    მუხლი 9. საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეთათვის საქართველოში დისერტაციების დაცვის ნებართვის გაცემის შესახებ

1. საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეებისათვის საქართველოში დისერტაციის დაცვის ნებართვას გასცემს სეს-ი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრების ატესტაციის ორგანოებისაგან ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული შუამდგომლობის საფუძველზე. იმ ქვეყნებში, სადაც ანალოგიური საატესტაციო ორგანოები არ არის, შუა­მდგომლობას სეს-ის წინაშე აღძრავს ის დაწესებულება, რომელ­შიც შესრულდა დისერტაცია.

2. საზღვარგარეთის ქვეყნის დისერტანტს მეცნიერების დარგისა და სპეციალობის მიხედ­ვით სეს-ი განუსაზღვრავს შესაბამის სადისერტაციო საბჭოს.

3. საზღვარგარეთის ქვეყნის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელმა დისერტაციის განხილ­ვასთან, დაცვასა და საატესტაციო მასალების გაფორმებასთან დაკავშირებით უნდა იხელმძღვანელოს „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” დებულებით და ინსტრუქციით.


                                            დანართი №1

მ ო ნ ა ც ე მ ე ბ ი

სადისერტაციო საბჭოს წევრების შესახებ

 

ორგანიზაციის დასახელება, სადაც იქმნება სადისერტაციო საბჭო, მისამართი, ტელეფონი

სადისერტაციო საბჭო სამეცნიერო ხარისხის მინიჭებისათვის ––––––––––––––––– დარგის.

                                                                                                               (მეცნიერების დარგი)

შემდეგ სპეციალობებში –––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                             (სპეციალობები და მათი შიფრი)

 

NN

 

 

გვარი

სახელი

 

დაბადების

წელი

ძირითადი სამუშაო ადგილი (სადაც ინახება შრომის წიგნაკი), დაკავებული თანამდებობა

სამეცნიერო ხარისხი, მეცნიერების დარგი და სპეციალობის შიფრი, რომელშიც დაცულია დისერტაცია, დაცვის თარიღი, დიპლომის

მეცნიერების დარგი და სპეციალობა, რომელსაც წარმოადგენს სადისერტაციო საბჭოში

მეცნიერების დარგისა და სპეციალობის შესაბამისი 3 სამეცნიერო ნაშრომი

(სტატია ან მონოგრაფია)

1

2

3

4

5

6

7

 

             გერბიანი ბეჭედი                                          ორგანიზაციის ხელმძღვანელის [რექტორის/დირექტორის] ხელმოწერა

 

  შენიშვნა:

მე-7-ე პუნქტის შევსების წესი: თუ ნაშრომი სამეცნიერო სტატიაა, მიუთითეთ ჟურნალი, სადაც იგია გამოქვეყნებული, ჟურნალის გამოცემის წელი, ტომი და სათანადო გვერდები. ამ ჟურნალის რიგითი ნომერი სეს-ის მიერ რეკომენდებულ ნუსხაში. თუ ნაშრომი მონოგრაფიაა მიუთითეთ გამომცემლობა, გამოცემის ადგილი და წელი.

 

 
 


დანართი№2

საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს

გადაწყვეტილება

„––––“ ––––––––––––– 200  წელი                                                                      №

 

სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს

შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

I

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

         (ორგანიზაციის დასახელება, სადაც იქმნება სადისერტაციო საბჭო)

 

დამტკიცდეს –––––––––––––––– სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობა

                (საბჭოს N, თარიღი)

1.––––––––––––––––––––––––                        სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს,

      (თავმჯდომარის გვარი, სახელი)                მოადგილეს, სწავლულ მდივანსა და თითოეულ

2.–––––––––––––––––––––––––––––––––      წევრს უნდა მიეთითოს მეცნიერების დარგი,

   (თავმჯდომარის მოადგილის გვარი, სახელი)   სპეციალობის შიფრი (რომელსაც იგი წარმოად-

3.–––––––––––––––––––––––––––––––––     გენს საბჭოში) სამუშაო ადგილი, თანამდებობა.

   (სწავლული მდივნის გვარი, სახელი)

4.–––––––––––––––––––––––––––––––––

  საბჭოს წევრების გვარი სახელი (ანბანის მიხედვით)

 

II

დამტკიცდეს მეცნიერების დარგი და ის სპეციალობები, რომელთა მიხედვითაც ––––––––

                                                                                                                                              (საბჭოს №)

სადისერტაციო საბჭოს ეძლევა დისერტაციის მიღებისა და სამეცნიერო ხარისხის მინიჭების უფლება:

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––

           (შიფრი და სპეციალობის დასახელება)

  ––––––––––––––––––––––––––––––––––––

                  (მეცნიერების დარგი)

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––

           (შიფრი და სპეციალობის დასახელება)

  –––––––––––––––––––––––––––––––               ( და ა. შ. რამდენ სპეციალობაშიც ხდება დაცვა)

                  (მეცნიერების დარგი)

 

სეს-ის გადაწყვეტილებით –––––––– სადისერტაციო საბჭოს მუშაობის უფლებამოსილების

                                               (საბჭოს №)

ვადა განისაზღვროს „–––––” ––––––––––––––––––– 200... წ.

 

 

III

საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილება ––––––– სადისერტაციო

                                                                                                              (საბჭოს №)

საბჭოს რეგისტრაციის შესახებ გაუქმებულად ჩაითვალოს

”––––” –––––––––––––––– 200  წ.      №

საფუძველი: საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილება

”––––” –––––––––––––––– 200  წ.      №

    ბ.ა.                                                                                            / სეს-ის თავმჯდომარის ხელმოწერა/

 

შენიშვნა:

1 სეს-ს წარედგინება გადაწყვეტილების პროექტის 3 ეგზემპლარი.

2. გადაწყვეტილების №, თარიღი, საბჭოს № და საბჭოს მუშაობის უფლებამოსილების ვადა ივსება მთავარი სწავლული მდივნის მიერ.

3. ხაზი და ხაზქვეშა განმარტებები არ იბეჭდება არც ერთ დანართში.

 

 

დანართი№3

საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დარგობრივი სექციის

დასკვნა სადისერტაციო საბჭოს შექმნის შესახებ

 

საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს –––––––––––– დარგობრივი სექციის წევრებმა

                                                                           (მეცნიერების დარგი)

იმსჯელეს ––––––––––––––––––––––––––– სადისერტაციო საბჭოს დამტკიცების შესახებ

         (ორგანიზაციის დასახელება, სადაც საბჭოა)

 შემდეგ სპეციალობებში:

1.––––––––––––––––––––––––––––––

    (სპეციალობის დასახელება, შიფრი)

(და ა. შ. რამდენი სპეციალობაც არის, კეთდება ჩამონათვალი)

სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობა:

სულ საბჭოს –––––––––– წევრი

                          (რაოდენობა)

აქედან მეცნიერებათა დოქტორი –––––––––––

                                                       (რაოდენობა)

მათგან ძირითად განაკვეთზე –––––––––––

                                                    (რაოდენობა)

მათგან მოწვეულნი ––––––––––

                                     (რაოდენობა)

დოქტორთა რაოდენობა სპეციალობების მიხედვით:

1.–––––––––––––– ––––––––– , მათგან ძირითად განაკვეთზე ––––––––

    (სპეციალობის შიფრი)   (რაოდენობა)                                         (რაოდენობა)

(და ა.შ. რამდენი სპეციალობაც არის ცალ-ცალკე თითოეულზე)

სადისერტაციო საბჭოს დამტკიცებასთან დაკავშირებული მასალები მომზადებულია მოქმედი დებულების და ინსტრუქციის შესაბამისად.

დარგობრივი სექციის წევრებს შესაძლებლად მიაჩნიათ სეს-ის სხდომამ დაამტკიცოს წარმოდგენილი მასალების საფუძველზე –––––– სადისერტაციო საბჭო აღნიშნული სპეციალობებით.

                                                                                 (საბჭოს №)

–––––––––––––––––––––––––––– დარგობრივი სექციის წევრების ხელმოწერები:

        (მეცნიერების დარგის)

შენიშვნა: დასკვნაში უნდა მიეთითოს, კიდევ რომელი ორგანიზაციის სადისერტაციო საბჭოში ერთიანდება თითოეული საბჭოს წევრი, მეცნიერების დარგისა და სპეციალობის მითითებით.

 

 

დანართი№4

დიპლომის ნოსტრიფიკაციასთან დაკავშირებული საბუთები,

რომლებიც წარედგინება სეს-ს

 

1. მაძიებლის განცხადება სეს-ის თავმჯდომარის სახელზე;

2. ნოსტრიფიკაციის თაობაზე იმ დაწესებულებიდან ბეჭდით დამოწმებული შუამდგომლობა, სადაც მუშაობს მაძიებელი (იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი მუშაობს);

3. საქართველოში სამუშაო ადგილას დამოწმებული პირადი აღრიცხვის ფურცელი ფოტოსურათით;

4. ნოსტრიფიკაციისათვის განკუთვნილი საზღვარგარეთ სამეცნიერო ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი საბუთის (დიპლომის ან ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი და მისი თარგმანი);

5. უმაღლესი განათლების, აკადემიური და სამეცნიერო ხარისხების საბუთების დამოწმებული ასლები;

6. მაძიებლის მიერ გამოქვეყნებული იმ სამეცნიერო შრომების სია, რომელთა საფუძველზე მოხდა სამეცნიერო ხარისხის მინიჭება;

7. დისერტაციის ავტორეფერატი (ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, გერმანულ ან ლათინურ ენაზე) ან/და რეზიუმე ქართულ ენაზე (10 გვერდამდე), რომელიც ურიგდება სადისერტაციო საბჭოს წევრებს საჯარო დაცვის გამართვამდე 10 დღით ადრე მაინც;

8. საინფორმაციო მასალები (დასკვნები დისერტაციასა და გამოქვეყნებულ შრომებზე, შრომების ამონაბეჭდები და ა.შ.);

9. სადისერტაციო ნაშრომი.

 

მაძიებელი                                                         (ხელმოწერა, თარიღი)

სეს-ის მთავარი სწავლული მდივანი               (ხელმოწერა, თარიღი)

 

 

 დანართი №5

 


სადისერტაციო საბჭოს წევრების შემადგენლობის

დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა

„–––––” –––––––––––––200... წ.

 

საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ ––––––––––––––––––––––––––

                                                                                         (ორგანიზაციის დასახელება, სადაც საბჭოა)

–––––––––––––––

   (საბჭოს №)

სადისერტაციო საბჭოს წევრების შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს საბჭოს წევრი

          (საჭიროა მიეთითოს მიზეზი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                             (გვარი, სახელი, სამეცნიერო ხარისხი, სპეციალობის შიფრი)

 

2. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                             (გვარი, სახელი, სამეცნიერო ხარისხი, სპეციალობის შიფრი)

 

 

      ბ. ა.       სეს-ის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––

                                                                    (ხელმოწერა)

 

შენიშვნა: (დანართი №5 იბეჭდება ორ ცალად)

    


დანართი №6

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ორგანიზაცია, სადაც ფუნქციონირებს სადისერტაციო საბჭო)

200... წლის მუშაობის ანგარიში

 

––––– სადისერტაციო საბჭო დამტკიცებულია საქართველოს სწავლულ ებსპერტთა საბჭოს

(საბჭოს №)

–––––––––– გადაწყვეტილებით და აქვს უფლება მიიღოს განსახილველად დისერტაციები

 (თარიღი, ოქმის №)

სამეცნიერო ხარისხების მისანიჭებლად შემდეგი სპეციალობებით: ––––– –––––––––

                                                                                                       (შიფრი)       (სპეციალობის დასახელება)

 

 

სადისერტაციო საბჭოს მიერ გამართული სხდომების რაოდენობა

 

 

 

დაცული საკანდიდატო დისერტაციის რაოდენობა

 

 

სპეციალობის

შიფრი

 

რაოდენობა

 

 

 

 

 

დაცული სადოქტორო დისერტაციის რაოდენობა

 

 

 

სპეციალობის შიფრი

 

რაოდენობა

 

 

 

 

 

 

რამდენი დისერტაცია არ იქნა დამტკიცებული

 

საკანდიდატო

 

 

 

 

სადოქტორო

 

 

 

სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე

სწავლული მდივანი

შენიშვნა:  მუშაობის წლიური ანგარიში 1 ეგზ. წარედგინება სეს-ს და იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელშიც ფუნქციონირებს სადისერტაციო საბჭო.


დანართი №7

დოკუმენტების ნუსხა, რომელებიც წარედგინება

სადისერტაციო საბჭოს დისერტანტის მიერ

 

დისერტანტი: –––––––––––––––––––––

1. დისერტანტის განცხადება სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე.

2. კადრების აღრიცხვის ფურცელი სურათით, დამოწმებული იმ ორგანიზაციის კადრების განყოფილების მიერ (1 ეგზ), სადაც მუშაობს დისერტანტი.

3. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომის ასლი მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მაძიებელისათვის ან მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომის ასლი – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მაძიებელისათვის (1 ეგზ.)

4. კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთათვის – საკანდიდატო მინიმუმით გათვალისწინებული გამოცდების ჩაბარების კრებსითი უწყისი

(დანართი 8-ის მიხედვით – თითო ეგზ.)

5. დისერტაცია – 4 ეგზემპლარად.

6. ავტორეფერატი (ხელნაბეჭდი) – 4 ეგზემპლარად

7. დისერტაციის განხილვის დასკვნა, დამტკიცებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ და დადასტურებული გერბიანი ბეჭდით – 2 ეგზე-მპლარად

8. დისერტაციის თემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების სია, ორგანიზაციის სწავლული მდივნის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.

9. შრომის ამონაბეჭდები ან გამოქვეყნებული შრომების დამადასტურებელი მასალები, აგრეთვე საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატი დოქტორის ხარისხის მაძიებელთათვის.

10. სამეცნიერო ხელმძღვანელის (კონსულტანტის) დასკვნა.

 

     სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი              ხელმოწერა

 

შენიშვნა: სადისერტაციო საბჭოში დისერტაციის დასაცავად წარდგენის დროს დისერტანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ნუსხის მიხედვით ყველა დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია არ მიიღოს დისერტაცია.

 

 

დანართი №8

კრებსითი უწყისი N

საკანდიდატო გამოცდის გამართვის შესახებ

 

გაცემულია ––––––––––––––––––––––––––––––––––– მასზე, რომ მან ჩააბარა

                             (გვარი, სახელი)

 

საკანდიდატო გამოცდები შემდეგ სპეციალობებსა და უცხოურ ენებში

 

 

NN

დისციპლინის დასახელება და სპეციალობის შიფრი

შეფასება და ჩაბარების თარიღი

საგამოცდო კომისიის თავმჯ დომარისა და წევრების გვარი და სახელი, სამეცნიერო ხარისხი.

 

 

 

 

 

 

კრებსითი უწყისი გაცემულია მოწმობების საფუძველზე, რომლებიც ინახება

(ორგანიზაციის დასახელება, სადაც ჩატარდა გამოცდები)

 

 

 ხელმძღვანელის (ების) ხელმოწერა –––––––––––––––––––––

 

ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის

გერბიანი ბეჭედი

 

 
       
დანართი №9

სადისერტაციო საბჭოს წევრების დასწრების ფურცელი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ორგანიზაციის დასახელება)

სადისერტაციო საბჭოს ––––––––– სხდომა –––––––––––––––––––––––––––

                                            (საბჭოს №)              (სხდომის ოქმის ნომერი , თარიღი)

სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი  ––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                        (გვარი, სახელი)

სპეციალობა––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                             (შიფრი და სპეციალობის დასახელება)

 

 

NN

 

გვარი, სახელი

სამეცნიერო ხარისხი. სპეციალობის შიფრი საბჭოში

საბჭოს სხდომაზე დასწრება (ხელმოწერა)

ბიულეტენის მიღება (ხელმოწერა)

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

     სადისერტაციო საბჭოს

      სწავლული მდივანი                           ხელმოწერა

 

შენიშვნა: მეორე გრაფაში იბეჭდება ხმის უფლების მქონე საბჭოს წევრების გვარი, სახელი.

 

 

დანართი №10

ცნობა

სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ორგანიზაცია)

არსებული –––––––––––– სადისერტაციო საბჭოს

                    (საბჭოს №)

200   წ.  ” –––––– ” –––––––––––––––––– სხდომაზე (ოქმი № ––––––––– )

გაიმართა–––––––––––––––––––––––––––––––––––––

ხარისხის მაძიებლის სახელი, გვარი)

დისერტაციის––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                             (თემის დასახელება)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაცვა დოქტორის/კანდიდატის –––––––––––––––––––––––––  ––––––––––––––––– ხარისხის მოსაპოვებლად.

(დარგი,          სპეციალობა)

სხდომას ესწრებოდა –––––––––––– საბჭოს წევრი.

ფარული კენჭისძრის შედეგების საფუძველზე მომხრე ––––––––––

წინააღმდეგი –––––––––– , ბათილი ბიულეტენი ––––––––––––

სადისერტაციო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით –––––––––––––––––––––––––

                                                                                 (მაძიებლის სახელი, მამის სახელი, გვარი)

მიენიჭა –––––––––––––– მეცნიერებათა დოქტორის/კანდიდატის ––––––– ხარისხი.

             (დარგი)

   ბ. ა.     სადისერტაციო საბჭოს

             თავმჯდომარე                                       ხელმოწერა

 

          სადისერტაციო საბჭოს

           სწავლული მდივანი                             ხელმოწერა

 

 

დანართი №11

 


(ორგანიზაციის დასახელება)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სადისერტაციო საბჭოს–––––––––––კენჭისყრის ბიულეტენი

(საბჭოს №)

 

200  წლის “ –––” –––––––––––––– , სხდომა, ოქმის №

 

 

 

მაძიებლის გვარი, სახელი

იმსახურებს სამეცნიერო ხარისხს

(მეცნიერებათა კანდიდატის,

დოქტორის) მინიჭებას

 

კენჭისყრის შედეგები

 

1

 

2

 

3

 

 

თანახმა ვარ

არა ვარ თანახმა

 

 

შენიშვნები:

1. ფარული კენჭისყრის ბიულეტენის მიღებას საბჭოს წევრი ადასტურებს დასწრების ფურცელში დამატებითი ხელმოწერით.

2. გრაფაში „იმსახურებს მიენიჭოს სამეცნიერო ხარისხი” იწერება მეცნიერების დარგი და სამეცნიერო ხარისხი, რომელზეც წარმოდგენილია დისერტაცია.

3. გრაფაში „კენჭისყრის შედეგები” ხმის მიმცემმა უნდა წაშალოს ის წინადადება, რომელსაც არ იზიარებს.

4. თუ ბიულეტენში ორივე პასუხი „თანახმა ვარ” და „არა ვარ თანახმა” ხელუხლებლადაა დატოვებული ან ორივე გადახაზულია, ბიულეტენი გაუქმებულად ითვლება და კენჭისყრის შედეგები განისაზღვრება სწორად შევსებული ბიულეტენების რაოდენობით.

 

 

დანართი№12

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ორგანიზაციის დასახელება)

–––––––––––––––––––––– სადისერტაციო საბჭოს 200... წლის ” –––––” –––––––––––

           (საბჭოს №)

ხმის დამთვლელი კომისიის სხდომის ოქმი №

კომისიის შემადგენლობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                (გვარი, სახელი)

კომისია შეიქმნა –––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––

                                          (მაძიებლის გვარი, სახელი)                (დარგის)

––––––––––––––––––– ხარისხის მისანიჭებლად მოწყობილი კენჭისყრის შედეგების

  (დოქტორის/კანდიდატის)

დასათვლელად. სადისერტაციო საბჭო დამტკიცებულია –––––– წევრის შემადგენლობით.

                                                                                                   (რიცხვი)

საბჭოს შემადგენლობაში გადამწყვეტი ხმის უფლებით დამატებით შეყვანილია ––––––––

 წევრი.                                                                                                                                  (რიცხვი)

სხდომას ესწრებოდა –––––– საბჭოს წევრი, მათ შორის განსახილველი დისერტაციის

                                        (რიცხვი)

პროფილის მიხედვით ––––– წევრი. დარიგდა ––––––––– ბიულეტენი

                                          (რიცხვი)                              (რიცხვი)

დასარიგებელი დარჩა–––––– ბიულეტენი.

                                          (რიცხვი)

საძიებო ხარისხის მინიჭების მომხრე ––––––––––

                                                                               (რიცხვი)

                    წინააღმდეგი ––––––––––

                                               (რიცხვი)

     ბათილი ბიულეტენების რიცხვი –––––––––––

                                                                           (რიცხვი)

ფარული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე მიენიჭოს ––––––––––––––– მეცნიერებათა

                                                                                                                    (დარგის)

დოქტორის (კანდიდატის) სამეცნიერო ხარისხი ––––––––––––––––––––––––

                                                                                     (მაძიებლის გვარი, სახელი)

 

ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე     (ხელმოწერა)

 

    ბ. ა.    კომისიის წევრები                                  (ხელმოწერები)

 

 

დანართი№13

დისერტაციის ბანკ-ბარათი №

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ორგანიზაცია, სადაც ჩატარდა დაცვა)

არსებული –––––––––––––– სადისერტაციო საბჭოს

                      (საბჭოს №)

 

200... წ. „––– ” –––––––––– სხდომაზე (ოქმი №......)

    გაიმართა დისერტაციის დაცვა ––––––––––––– მეცნიერებათა დოქტორის/კანდიდატის

                                                         (მეცნიერების დარგი)

სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად სპეციალობით –––––––––––––––

                                                                                                  (შიფრი, დასახელება)

დისერტანტი ––––––––––––––––––––––––––––– დაბადების თარიღი ––––––––––––––––

                                   (სახელი, გვარი)

სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ––––––––––––––––––––––––––––––

დისერტაცია შესრულდა –––––––––––––––––––––––––––––––––––

                                              (ორგანიზაცია, სადაც შესრულდა დისერტაცია)

დისერტაციის თემა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                     (თემის დასახელება,

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                         სადისერტაციო თემის დამტკიცების თარიღი, ოქმის №)

ოფიციალური ოპონენტები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                         (გვარი, სახელი, სპეციალობის შიფრი)

 

დისერტაციის მეცნიერული სიახლე და მიღებული შედეგები

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                      (სადისერტაციო საბჭოს მიერ მიღებული დასკვნის მიხედვით)

დასკვნა მოიცავს დისერტაციაში მიღებული შედეგების მეცნიერულ სიახლეს და მის აქტუალობას, ოფიციალური ოპონენტების რეცენზიებისა და დაცვის პროცესში საბჭოს წევრების აზრთა გათვალისწინებით. დასკვნის პროექტს ადგენს ექსპერტი, რომელსაც ხელის მოწერით ადასტურებენ სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, სწავლული მდივანი და ექსპერტი

 

 

ფარული კენჭისყრის შედეგები

 


სადისერტაციო საბჭოს –––––– წევრიდან სხდომას ესწრებოდა –––––––

                                          (რიცხვი)                                                              (რიცხვი)

მათგან დისერტაციის სპეციალობით –––––– კენჭისყრაში მონაწილეობდა

                                                               (რიცხვი)

საბჭოს –––––– წევრი

           (რიცხვი)

–––––––––––––––––– –––––––––––––– მეცნიერებათა დოქტორის(კანდიდატის)

 (დისერტანტის სახელი, გვარი)    (მეცნიერების დარგი)

სამეცნიერო ხარისხის მინიჭებას ხმა მისცა საბჭოს ––––– წევრმა, წინააღმდეგ

                                                                                                       (რიცხვი)

 ––––––– ბათილად ჩაითვალა ––––––––– ბიულეტენი

   (რიცხვი)                                             (რიცხვი)

სადისერტაციო საბჭოს დადგენილება

 ––––––––––––––––––––––––––––––––––– მიენიჭოს ––––––––––––––––––––––

          (დისერტანატის სახელი, გვარი)                                    (დარგი)

მეცნიერებათა დოქტორის (კანდიდატის) სამეცნიერო ხარისხი სპეციალობით –––––––––

   (შიფრი, სპც. დასახელება)

 

(გერბიანი ბეჭედი)          სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე –––––––––––––––––

                                                                                                                                   (ხელმოწერა)

სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი –––––––––––––

                                                                                              (ხელმოწერა)

 

1. დისერტაციის ბანკ-ბარათი იწყობა კომპიუტერზე ორ ცალად, გარკვევით. ბანკ-ბარათის 2 ეგზემპლარად სარეგისტრაციოდ გადაეცემა მთავარ სწავლულ მდივანს.

  რეგისტრირებული ბანკ-ბართის პირველი პირი მუდმივად რჩება სწავლულ ექსპერტთა საბჭოში, როგორც დიპლომის გაცემის საფუძველი; რეგისტრირებული ბანკ-ბარათის მეორე პირი იგზავნება სადისერტაციო საბჭოში და ინახება დისერტანტის საატესტაციო საქმეში.

2. დიპლომის გაფორმებასთან დაკავშირებით ინგლისურ ენაზე საჭიროა შემდეგი ინფორმაცია: დისერტანტის გვარი, სახელი; იმ ორგანიზაციის დასახელება, სადაც მოეწყო დისერტაციის დაცვა მეცნიერების დარგისა და სპეციალობის მითითებით.

3. დისერტაციის დაცვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი (სხდომაზე დასწრების სია, ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი, სტენოგრაფიული ანგარიში, ბანკ-ბარათი) აღირიცხება ერთი ნომრით სხდომების თანმიმდევრობის შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში. ნუმერაცია ამ დოკუმენტებს ეძლევათ ზრდადი ნუმერაციით იმის მიხედვით, თუ რა დროს ტარდება დისერტაციის დაცვა.

4. ხაზი და ხაზქვეშა განმარტებები არ იბეჭდება არც ერთ დანართში.  

 

 

 

დანართი N14

დისერტაციის სატიტულო ფურცელი

_____________________________________________________________________________

ორგანიზაცია, სადაც შესრულდა დისერტაცია

 

_________________________________________________________________

(დისერტანტის სახელი, გვარი)

 

დისერტაციის დასახელება

 

–––––––––– მეცნიერებათა დოქტორის (კანდიდატის)

   (დარგი)

სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი

დ ი ს ე რ ტ ა ც ი ა

შიფრი სპეციალობის დასახელება

სამეცნიერო ხელმძღვანელი (კონსულტანტი)

წელი

 

ავტორეფერატი

 

(ყდის I გვერდი)

 

(ორგანიზაცია, სადაც ხდება დისერტაციის დაცვა)

ხელნაწერის უფლებით

დისერტანტის სახელი, გვარი

დისერტაციის თემის დასახელება

შიფრი სპეციალობის დასახელება

 

–––– მეცნიერებათა დოქტორის (კანდიდატის) სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაციის

 

ავტორეფერატი

ქალაქი, წელი

 

 
 ____________________________________________________________________

ავტორეფერატი

(ყდის II გვერდი)

______________________________________________________________________________

(ორგანიზაციია, სადაც შესრულდა დისერტაცია)

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი (საკანდიდატო დისერტაციის შემთხვევაში) ––––––––––––––––––

                                                                                                 (სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი)

მეცნიერ-კონსულტანტი (სადოქტორო დისერტაციის შემთხვევაში) –––––––––––––––

                                                                                     (სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი)

 

ოფიციალური ოპონენტები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                           (სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, სპეციალობის შიფრი)

დისერტაციის დაცვა შედგება –––––––––––––––––––––––––––

                                                         (თარიღი და დრო)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე

(ორგანიზაციის დასახელება, სადისერტაციო საბჭოს №, მისამართი)

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                  (ორგანიზაციის დასახელება, სადაც ხდება დისერტაციის დაცვა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ბიბლიოთეკაში

                                            (მისამართი)

ავტორეფერატი დაიგზავნა ”–––––” –––––––––––––––––

                                                                         (თარიღი)

სადისერტაციო საბჭოს

სწავლული მდივანი –––––––––––––––

                                                  (ხელმოწერა)

 

შენიშვნა: 1. ავტორეფერატის ყდის ბოლო გვერდზე, ფურცლის ბოლოში უნდა მიეთითოს ავტორეფერატის გამოცემის ტირაჟი. გამომცემლობა და მისი მისამართი.

2. საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების ავტორეფერატების მეორე ყდა კეთდება იმ ენაზე, რომელზედაც შესრულებულია ავტორეფერატების თარგმანი.

 

 

დანართი №15

მონაცემები

ოფიციალური ოპონენტების შესახებ

 

N

 

 

სახელი, გვარი

 

ძირითადი სამუშაო

ადგილი, თანამდებობა

 

მეცნიერების დარგი,

სპეციალობის შიფრი

 

 

მეცნიერების დარგისა და სპეციალობის შესაბამისი 3 სამეცნიერო ნაშრომი

 

 

 

 

 

 

 

 

 ხელმძღვანელის ხელმოწერა –––––––––––––––––––––

 

   ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურის

          გერბიანი ბეჭედი

 

 

დანართი №16

იმ ორგანიზაცების დასახელება, სადაც

იგზავნება დისერტაციის ავტორეფერატი

 

1. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა (თბილისი, 380007 დ. გუდიაშვილის ქ. №9)

დისერტაციის პირველი პირი, და ავტორეფერატის 2 ეგზემპლარი.

2. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ცენტრი (თბილისი, 380079, მ. კოსტავას ქ. №47)

ავტორეფერატის 1 ეგზემპლარი.

3. საქართველოს წიგნის პალატა (თბილისი, 380015, საბურთალოს ქ. №147)
  ავტორეფერატის 1 ეგზემპლარი.

4 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა   (თბილისი, 380093 მ. ალექსიძის ქ. №1 )

ავტორეფერატის 1 ეგზემპლარი.

5. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
  (თბილისი, 380047, უნივერსიტეტის ქ. №2)

ავტორეფერატის 1 ეგზემპლარი.

6. ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი (ქუთაისი, 384021, გამარჯვების ქ. №18)

ავტორეფერატის 1 ეგზემპლარი.

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრი (ბათუმი, 384500, მ. აბაშიძის ქ. №58)

ავტორეფერატის 1 ეგზემპლარი.

 

 

 

 
 

 



* ØÀÒÈÅÄËÏËÏÂÉÖÒ ÃÀÒÂÄÁÛÉ ÉÌÐÀØÔ-×ÀØÔÏÒÉÓ ÌØÏÍÄ ÑÖÒÍÀËÄÁÈÀÍ ÂÀÈÀÍÀÁÒÄÁÖËÉÀ ÓÄÓ-ÉÓ ÃÀÒÂÏÁÒÉÅÉ ÓÄØÝÉÄÁÉÓ ÌÉÄÒ ÒÄÊÏÌÄÍÃÄÁÖËÉ ÓÀÌÄÝÍÉÄÒÏ ÑÖÒÍÀËÄÁÉ.

*  ØÀÒÈÅÄËÏËÏÂÉÖÒ ÃÀÒÂÄÁÛÉ ÉÌÐÀØÔ-×ÀØÔÏÒÉÓ ÌØÏÍÄ ÑÖÒÍÀËÄÁÈÀÍ ÂÀÈÀÍÀÁÒÄÁÖËÉÀ ÓÄÓ-ÉÓ ÃÀÒÂÏÁÒÉÅÉ ÓÄØÝÉÄÁÉÓ ÌÉÄÒ ÒÄÊÏÌÄÍÃÉÒÄÁÖËÉ ÓÀÌÄÝÍÉÄÒÏ ÑÖÒÍÀËÄÁÉ.