დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2011 ძალადაკარგული 20.01.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
200140130.35.152.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110330025, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2011 წლის 30 მარტი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

საკრებულო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი„სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის” თანახმად,მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის ძირითადი კომპონენტებია: საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად,არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0,24 ლარი, ქალაქის(თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის) მაკრომდებარეობის ინდექსი და თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს. ამავე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 Cn=Img x itl x C x K, სადაც:

 Cn არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

 Img არის შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის სიდიდე ქ. დუშეთისთვის უდრის 0,35-ს;

 Itl არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომლის განსაზღვრა ხდება შესაბამისი ადგილობრივი თვით მ მართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ;

 C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

 K არის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს;

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ქალაქ დუშეთის ზონირება არ განხორციელდეს და ქალაქის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი მიწის ნორმატიული ფასის დადგენის მიზნით განისაზღვროს ერთი მთელით (Itl=1,0).

2. ქალაქ დუშეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა განისაზღვროს ოთხმოცით (K=80). შესაბამისად, 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასის სიდიდე ლარებში შეადგენს 6,72 (ექვსი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ლარს.

3. დ აბა ჟინვალში და დაბა ფასანაურში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 4,70 ლარს.

4. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 3,36 ლარს.

5. დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 1,68 ლარს.

6. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენ ტ ის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახე ლ მწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 6,72 ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3-ე, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფასი.

7. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრიაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრიაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის ოთხმაგი ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 26,88 ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3-მე-6 პუნქტებით დადგენილი ფასი.

8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ.”.

9. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ც. საძაგლიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.01.2012.
როდის იქნა მიღებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 30.03.2011. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 200140130.35.152.016040.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.01.2012-დან.
სად არის „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, №13, 30.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200140130.35.152.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1258746/