საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.08.1999
ძალის დაკარგვა 06.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №500
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41(48), 31/08/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,593 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.1999 მიღება
06.07.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 42.5pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №500 1999 წლის 23 აგვისტო  ქ. თბილისი საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 ოქტომბრის №566 ბრძანებულება. ე. შევარდნაძე საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და ეკოლოგიის სფეროებში, ასრულებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას, უზრუნველყოფს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ორგანიზაციებისა და მივლინებაში მყოფი იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების უშიშროებას, რომლებიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან. დეპარტამენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით კოორდინაციას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმო­ადგენს სახელმწიფოს. 3. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელ­შეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონი „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ეს დებულება და შიდა­უწყებრივი აქტები. 4. საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საქარ­თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტი თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსა­ხურებთან საერთაშორისო ტერორიზმის, საერთაშორისო ნარკო­ ბიზნესისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. 5. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, მისი ნამდვილი და პირობითი სახელწოდებით და დასრულებული ბალანსი. დეპარტამენტს აქვს საუწყებო დროშა და ემბლემა, რომელიც რეგის­ტრირდება დადგენილი წესის შესაბამისად. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, 380014, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ. 6. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზი­დენტის წინაშე, რომელიც წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით. 7. დეპარტამენტი არის გასამხედროებული სამთავრობო დაწესე­ბულება და ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. II. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები 8. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მოქმედებების, გეგმების, მიზნების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა ინფორმაციის მოპოვებითა და მისი ანალიზით, აგრეთვე საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის მეშვეობით. 9. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სადაზვერვო (პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, სამხედრო-სტრატეგიული) ინფორმაციების მოპოვება, მისი ანალიზი და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელ­მძღვა­ნელთათვის მიწოდება. ბ) საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საფრთხის პროგნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის სათა­ნადო რეკომენდაციების მიწოდება. გ) საქართველოს საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. III. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 10. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განი­საზღვრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული პროგრამით. 11. თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით დეპარტამენტი: ა) ნებაყოფლობის საფუძველზე კონფიდენციალურად ან ღიად თანამშრომლობს პირებთან, რომლებმაც გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი; ბ) საკუთარი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, საუწყებო და ორგანიზაციული კუთვნილების, შენობა-ნაგებობათა და სატრანსპორტო საშუალებათა კონსპირაციის მიზნით ახორციელებს დაშიფრვას; გ) საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დებს ხელშეკრულებებს, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობის აუცი­ლებლობითაა ნაკარნახევი; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკუთარ უშიშროებას, იცავს თავის მოსამსახურეებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვას როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა დაწესებულებებში. ამ მიზნით იყენებს როგორც ოპერატიულ, ისე საინჟინრო-ტექნიკური დაცვის ღონისძიებებს ტექნიკური არხებიდან სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ურთი­ერთობას საზღვარგარეთის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებთან; ზ) თავისი ფუნქციონირებისათვის დამტკიცებული რიცხოვ­ნობის ფარგლებში ქმნის აუცილებელ ორგანიზაციულ სტრუქ­ტურებს; თ) დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში ქმნის კვალი­ფიკაციის ასამაღლებელ სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებს, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს, სამედიცინო-პროფილაქტიკურ დაწესებულებას, აყალიბებს არქივს, გამოსცემს სპეციალურ გამო­ცემებს; ი) ახორციელებს სადაზვერვო წყაროების, მეთოდების, ანალი­ტიკურ სამუშაოთა დაცვის პროგრამების შემუშავებას; კ) საკუთარ მოსამსახურეთა, ინფორმაციის, ქონებისა და ობიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს სამარ­თალდამცავ ორგანოებთან და ძალოვან სტრუქტურებთან; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა სახელმწიფოთა ფარული სადაზვერვო საქმიანობის, აგრეთვე საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკობიზნესისა და ორგანიზებული დამნაშავეობის გამოვლენის ღონისძიებებში; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტექნიკური არხებიდან და ეთერიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს რადიოელექტრონულ და ტექნიკურ საშუალებებს; ნ) იცავს სადაზვერვო მონაცემებს, აგრეთვე მათი მოპოვების წყაროებსა და მეთოდებს უნებართვო გამჟღავნებისაგან; ო) დეპარტამენტში თავს იყრის ყველა სადაზვერვო ინფორმაცია იმ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომლებსაც საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფლება აწარმოონ სადაზვერვო საქმიანობა ან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს მათთვის ცნობილი გახდა სადაზვერვო ინფორმაცია; პ) უზრუნველყოფს სადაზვერვო მეთოდებით მიღებული ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და სამხედრო ხელმძღვანელობისათვის; ჟ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმო­მადგენლობებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად დამტკიცებული რიცხოვ­ნობის ფარგლებში ნიშნავს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელს; რ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას; ს) უზრუნველყოფს თავისი მოსამსახურეების სრულ სამო­ბილიზაციო მზადყოფნას; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს; უ) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას. 12. დეპარტამენტის მიერ სადაზვერვო საქმიანობის განხორციელების მეთოდები და საშუალებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და შიდანორმატიული აქტებით. გამოყენებული მეთოდები და საშუალებები ზიანს არ უნდა აყენებდეს ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და გარემოს. IV. დეპარტამენტის თავმჯდომარე 13. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდო­მარე (შემდგომში - თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. თავმჯდომარის თანამდებობას შეესაბამება ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდება. 14. თავმჯდომარე; ა) აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ან ანიჭებს მისდამი დაქვემ­დებარებულ მოსამსახურეებს დეპარტამენტის წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანე­ბულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის მმართველობას განეკუთვნება; დ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედა­ნაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს დეპარტამენტის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა მოსამ­სახურეებს; ზ) განსაზღვრავს დეპარტამენტის ქვედანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას; თ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამხედრო წოდებებს პოლკოვნიკის ჩათვლით, ვადაზე ადრე - ვიცე-პოლკოვნიკის ჩათვლით; კ) საქართველოს პრეზიდენტთან დადგენილი წესით განსახილველად შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალისათვის სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ; ლ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას; მ) ცალკეულ შემთხვევებში მაღალკვალიფიციური სპეცი­ალისტების მოზიდვის მიზნით, კონტრაქტის საფუძველზე ადგენს პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს; ნ) მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტთან განსახილველად შეაქვს საკანონმდებლო აქტების პროექტები და წინადადებები დაზვერვის საქმიანობის შესახებ; ო) საგანგებო-სამხედრო და სხვა ექსტრემალური მდგო­მარეობისას უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე; პ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს, კონტროლს უწევს მათ შესრულებას; ჟ) ქმნის და განაგებს საცნობარო-საინფორმაციო ბანკს; რ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეებს აძლევს პირადობის მოწმობებსა და სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღის, აგრეთვე სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას; ტ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის იმ ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სამხედრო მოსამსახურეთა სამსახურის გაგრძელების შესახებ, რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს; უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს დეპარტამენტს საერთაშორისო ორგანიზაციებში; ფ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს (შეთანხმებებს); ქ) ასაჩუქრებს და აჯილდოებს დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალს, უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და სხვა პირებს დეპარტამენტის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებაში აქტიური დახმარებისათვის; ღ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს; ყ) ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. V. თავმჯდომარის მოადგილეები 15. თავმჯდომარეს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და სამი მო­ადგილე. 16. თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარ­ტამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. 17. თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით. 18. თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს თავმჯდომარის არყოფნისას. 19. თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს ურთიერთობას საქართველოს პარ­ლამენტთან. 20. თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებს შეესაბამება ოფიცრის უმაღლესი სამხედ­რო წოდება. VI. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები და კომპეტენცია 21. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 22. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დეპარტამენტის ცალკეული ქვედანაყოფების დასახელება, შინაგანი სისტემა და კომპეტენცია არის სახელმწიფო საიდუმლოება. მათ დებულებებს ამტკიცებს თავმჯდომარე. 23. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ოპერატიული სამმართველო; ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველო; დეპარტამენტის სამმართველო აფხაზეთში; დეპარტამენტის სამმართველო აჭარაში; რადიოელექტრონული დაზვერვის ცენტრი; თავმჯდომარის აპარატი; კადრების სამმართველო; ადმინისტრაციული სამსახური; ინსპექციისა და საკუთარი უშიშროების სამმართველო; ობიექტების დაცვის სამსახური. 24. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია: ა) ოპერატიული სამმართველო ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას ოპერატიული მეთოდებითა და საშუალებებით; ბ) ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; გ) დეპარტამენტის სამმართველოები აფხაზეთსა და აჭარაში ახორციელებენ დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს ფუნქციებს; დ) რადიოელექტრონული დაზვერვის ცენტრი ტექნიკური საშუალებებით მოიპოვებს სადაზვერვო ინფორმაციას; ე) თავმჯდომარის აპარატი კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციონირებას, აწარმოებს მათ სამართლებრივ, საკანცელარიო, საოქმო უზრუნველყოფას, დადგენილი წესით ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების სპეცსამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირურთიერთობის დამყარებასა და განმტკიცებას, საპროტოკოლო უზრუნველყოფას, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობის ორგანიზებას; ვ) კადრების სამმართველო ახორციელებს დეპარტამენტის საკადრო პოლიტიკას; ზ) ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს დეპარტამენტის საფინანსო და სამეურნეო მომსახურებას; თ) ინსპექციისა და საკუთარი უშიშროების სამმართველო ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ინსპექ-ტირებას და უზრუნველყოფს შინაგან უშიშროებას; ი) ობიექტების დაცვის სამსახური უზრუნველყოფს დეპარტამენტის ობიექტების დაცვას.