საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №408
2001 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ
საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის შესახებ წარმოებული მოლაპარაკების ოქმის შესაბამისად, ელექტროენერგიის ბაზრის ხელშემწყობი პროექტის განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ.მირცხულავა) და ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) ერთობლივი ბრძანების ფორმით უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დაფუძნება და მისი დებულების დამტკიცება.
2. ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები განისაზღვროს მისი დებულებით. ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის სახელმწიფო კონტროლი განახორციელონ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ.
3. ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დებულებაში გათვალისწინებულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის შესახებ წარმოებული მოლაპარაკების ოქმისა და 2001 წლის 18 ივნისს ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით.
4. ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დირექტორისა და სხვა მოსამსახურეთა შერჩევა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, იმ პროცედურებით, რომლებიც შეესაბამება მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებულ სახელმძღვანელო პრინციპებს.
5. საქართვლოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესარჩევი პროცედურების შედეგად თანამდებობაზე დასანიშნად წარმოადგინონ ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის დირექტორის კანდიდატურა.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.03.2010.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ მიღებულია 14.10.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №408. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.03.2010-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის მომსახურე ორგანიზაციის შექმნის შესახებ“, №408, 14.10.2001, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1259893/