ადგილობრივი (ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2011 წლის 30 მარტი
დ. სტეფანწმინდა
ადგილობრივი ( ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტის,22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60, 202-ე, 204-ე და 206-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად ,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1 .შემოღებულ იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ქონების გადასახადი და დადგინდეს მისი განაკვეთები:
1.რეზიდენტი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის ქონების გადასახადი შეადგენს:
ა)რეზიდენტი საწარმოსათვის /ორგანიზაციისათვის-მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე-საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.
ბ)არარეზიდენტი საწარმოსათვის -საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე,არამატერიალურ აქტივებზე,ლიზინგით გაცემულ ქონებაზე,მ.შ.იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ არსებულ ქონებაზე-საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.
2.ფიზიკური პირისათვის ქონების გადასახადით დაბეგრვის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული:
ა)უძრავი ქონება (მათ შორის , დაუმთავრებელი მშენებლობა,შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი),იახტები (კატარღები),შვეულმფრენები,თვითმფრინავები.
ბ)არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება;
გ)ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები,დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და არამ ა ტერიალური აქტივები,აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.
3.ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზეგადასახადი წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადი , გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა)100. 000ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,08 პროცენტი.
ბ)100.000 ლარისა და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 პროცენტი.
4.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი შეადგენს:
| სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი(ლარი/ჰა) | |||||
| სახნავი და სხვა მიწები 1ჰა
| საკარმიდამო 1ჰა
| სათიბები 1ჰა
| საძოვრები 1ჰა
| ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები 1ჰა | ბუნებრივი რესურსები 1ჰა
|
| 56 | 56 | 2,5 | 1,5 | 25
| 3 |
5.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1კვ.მ მიწაზე ქონების გადასახადი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შეადგენს 0,192 ლარს წელიწადში (საბაზისო განაკვეთი 0,24 ლარი ×0,8 ტერიტორიულ კოეფიციენტზე), გარდა დაბა სტეფანწმინდისა და სამთო-სათხილამურო, საკურორტო დასახლება დაბა გუდაურისა .
6.დაბა სტეფანწმინდაში არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 1კვ.მეტრზე შეადგენს 0,24 ლარს წელიწადში(საბაზისო განაკვეთი 0,24 ლარი×1,0ტერიტორიულ კოეფიციენტზე).
7.სამთო-სათხილამურო,საკურორტო დასახლება დაბა გუდაურის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 1კვ.მეტრზე შეადგენს 0,36 ლარს წელიწადში (საბაზისო განაკვეთი 0,24 ლარი×1,5 ტერიტორიულ კოეფიციენტზე).
8.ყაზბეგი ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწაზე ქონების გადასახდისაგან განთავისუფლდნენ პირები:
ა)ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე ;
ბ)მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირები, ამ ბინებზე დამაგრებულ მათ თანასაკუთრებაში არსებულ მიწებზე.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 6 ივნისის №17 დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 6 ივნისის №19 დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის დადგენის შესახებ“
მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ.მალანია