ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 17.10.2001
ძალის დაკარგვა 03.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №412
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 112, 19/10/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 850 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.10.2001 მიღება
03.09.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 42.55pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №412 2001 წლის 17 ოქტომბერი ქ. თბილისი ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ მაკროეკონომიკური რეფორმებისა და სტრუქტურული რეფორმების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ლეშეკ ბალცეროვიჩის 2001 წლის 11 აგვისტოს რეკომენდაციებში სხვა საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განსაზღვრისა და მისი პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელობას. აღნიშნულ რეკომენდაციათა შესრულებისა და ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციის მიზნით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად: 1. შეიქმნას ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: გიორგი არსენიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ბასილია     – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი დავით აფციაური – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნუგზარ ბაბუციძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ ბერიძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი კობა გვენეტაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი გიორგი ისაკაძე – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ფისკალურ და საბიუჯეტო საკითხებში დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი დავით მირცხულავა – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ჩხაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი მარიამ ცაცანაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ძნელაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2. ეთხოვოთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ი. მანაგაძესა და ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს მ.გოგიაშვილს მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. 3. დამტკიცდეს ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის თანდართული დებულება. ე. შევარდნაძე ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დებულება 1. ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნის მიზანია საქართველოში ეკონომიკური საკითხების კოორდინაცია, ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობის ამაღლება, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი გაჯანსაღების ხელშეწყობა. 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანებია: ა) საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაცია; ბ) საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ეროვნული პროგრამის შესრულებისათვის ხელშეწყობა; გ) ეკონომიკური რეფორმების კოორდინაცია და მათი სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამასთან შესაბამისობაში მოყვანა; დ) ეკონომიკურ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, კანონის პროექტების, მთავრობის სხდომაზე განსახილველი ეკონომიკური პროფილის საკითხების ექსპერტიზა და მათი მთავრობის სხდომამდე განხილვა. 3. კომისია დებულების მე-2 პუნქტში მოცემული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოწოდება; ბ) შეისწავლოს და განაზოგადოს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის, ასევე კომისიის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობა; გ) საჭიროების შემთხვევაში გამართოს კონსულტაციები და მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან; დ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და საქართველოს კანონის პროექტების შესახებ; ე) მოამზადოს სარეკომენდაციო ხასიათის მითითებანი. 4. კომისიის სხდომა იმართება ორ კვირაში ერთხელ – კომისიის თავმჯდომარის მიერ დადგენილ დროს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. 5. კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ განსახილველი საკითხით დაინტერესებული პირები. 6. ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად კომისიასთან ფუნქციონირებს კომისიის სამდივნო. კომისიის სამდივნოს ფუნქციას ახორციელებს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური. 7. კომისიის სამდივნოს განსახილველი საკითხი უნდა მიეწოდოს არა უგვიანეს ერთი კვირისა კომისიის სხდომის გამართვამდე. საკითხი ამ დროისათვის გასაცნობად დაგზავნილ უნდა იყოს კომისიის წევრებთან, რაზეც პასუხისმგებელია საკითხის შემომტანი. 8. საკითხის განხილვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ. კომისიას უფლება აქვს დააბრუნოს საკითხი დასამუშავებლად და კომისიის შემდგომ სხდომაზე ხელახლა წარსადგენად. 9. კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომლის შესრულება სავალდებულოა კომისიის წევრებისათვის. კომისიის სხდომის ოქმი უნდა დაერთოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენილ საკითხებს. 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.