კახაბერ ვარადაშვილის კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №99/05
ქ. თბილისი
კახაბერ ვარადაშვილის კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის „ზ“პუნქტის,49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადობის მოწმობა Nდ0966165, პირადი N01014000880), 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 1 მაისამდე სს „საფოსტო ბანკის“, სს „აგროინვესტბანკის“ და სს „ივერთბანკის“ ლიკვიდატორად, გაფორმდეს მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და მასში განესაზღვროს შრომითი ანაზღაურების ოდენობა.
2. დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატს უზრუნველყოს აღნიშნული აქტის დაუყოვნებლივ გამოქვეყნება ბეჭდვით ორგანოში, სებ-ის ვებგვერდზე და მისი წარდგენა სს „საფოსტო ბანკის“, სს „აგროინვესტბანკის“ და სს „ივერთბანკის“ მარეგისტრირებელ ორგანოებში სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე