სს „ივერთბანკის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №480
2011 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
სს „ივერთბანკის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 მაისის №119 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. სს „ივერთბანკი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და დასრულდეს მისი ლიკვიდაციის პროცესი.
2. სს „ივერთბანკი“ამოღებულ იქნ ე ს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.
3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს შესაბამის საგადასახადო ორგანოსა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი რეესტრიდან ამოსაღებად.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ივერთბანკის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „ივერთბანკის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2011.
- როდის იქნა მიღებული „სს „ივერთბანკის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“?
- „სს „ივერთბანკის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“ მიღებულია 27.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №480.
- სად არის „სს „ივერთბანკის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „ივერთბანკის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“, №480, 27.05.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1348776/