სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკი“–ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №344
2012 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის, ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულებულად ჩაითვალოს სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი.
2. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს შესაბამის საგადასახადო ორგანოსა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და რეესტრში სათანადო ჩანაწერის გაკეთების თაობაზე.
4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისთვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკი“–ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკი“–ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკი“–ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“?
- „სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკი“–ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“ მიღებულია 02.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №344.
- სად არის „სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკი“–ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკი“–ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“, №344, 02.03.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1604810/