სს „აგროინვეტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№442
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110517024, 18/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №442

2011 წლის 11მაისი

ქ. თბილისი                                           

სს „აგროინვე ს ტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის,    ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის N159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 5 მაისის №1-1/704 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულებულად ჩაითვალოს სს „აგროინვესტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი.

2. სს „აგროინვესტბანკის“ სალიკვიდაციო ანგარიშებზე რიცხული ნაშთები გადაირიცხოს სს „აგროინვესტბანკის“ უფლებამონაცვლე სს „აგროინვესტის“ ანგარიშსწორების ანგარიშებზე და დაიხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სს „აგროინვესტბანკის“ სალიკვიდაციო ანგარიშები.

3. სს „აგროინვესტბანკის“ დარჩენილი აქტივები, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე გადაეცეს მის უფლებამონაცვლეს სს „აგროინვესტს“.

4. სს „აგროინვესტბანკი“ ამოღებულ იქნ ე ს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.

5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

6. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს შესაბამის საგადასახადო ორგანოსა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს სს „აგროინვესტბანკის“ ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერის გაკეთების თაობაზე.

7. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი,  მე–12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

8. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.    

ვიცე-პრეზიდენტი                                           ო. ნადარაია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „აგროინვეტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „აგროინვეტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2011.
როდის იქნა მიღებული „სს „აგროინვეტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“?
„სს „აგროინვეტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“ მიღებულია 11.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №442.
სად არის „სს „აგროინვეტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „აგროინვეტბანკის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე“, №442, 11.05.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1329844/