გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2011 ძალადაკარგული 08.11.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.148.016050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110331032, 05/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 17

2011 წლის 30 მარტი

ქ.  გორი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის   მე-2 პუნქტის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სავალდებულოა ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა;

გ) უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.

2. დამტკიცდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში, დანართი №1-ის შესაბამისად.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                               ზ. ხმალაძე       

 დანართი №1

პროგრამა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში

საქართველოს კონსტიტუცია:

1. საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა;

2. ადგილობრივი თვითმმართველობა;

3. საქართველოს პარლამენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები;

4. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები;

5. საქართველოს მთავრობის სტატუსი, ფორმირების წესი და უფლებამოსილებები.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება;

2. თვითმმართველი ერთეულის ცნება;

3. სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში;

4. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი;

5. თვითმმართველი ერთეულის შექმნა და გაუქმება;

6. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები;

7. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები;

8. უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები;

9. საკრებულოს არჩევის წესი;

10. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება;

11. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება;

12. საკრებულოს კომისიები;

13. საკრებულოს ბიურო;

14. საკრებულოს ფრაქცია;

15. საკრებულოს წევრის სტატუსი;

16. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი;

17. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები;

18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

19. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;

20. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე;

21. გამგეობა;

22. გამგებლის სტატუსი, მისი თანამდებობაზე დანიშვნის წესი;

23. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

24. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი;

25. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების

 სამართლებრივი აქტები;

26. თვითმმართველი ერთეულის ქონება;

27. ადგილობრივი შესყიდვა;

28. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები;

29. საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიციირება პეტიციის წესით.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი:

1. საჯარო სამსახურის ცნება და სახეები;

2. საბიუჯეტო დაწესებულების ცნება;

3. საჯარო მოსამსახურის ცნება და სახეები;

4. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელისათვის სამსახურში მისაღებად დადგენილი ძირითადი მოთხოვნები;

5. პირები, რომლებიც არ მიიღებიან საჯარო სამსახურში;

6. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

7. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამსახურის ვადა;

8. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის

წესით;

9. ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურის ხელფასი;

10. სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი;

11. საჯარო მოსამსახურის სამუშაო დრო და დასვენების დრო;

12. საჯარო მოსამსახურის შვებულება;

13. მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან თანამდებობრივად გაუთვალისწინებელი დავალების მიცემა;

14. საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი და მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა;

15. საჯარო მოსამსახურის უფლებები და გარანტიები;

16. მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობები;

17. მოსამსახურის მიერ სამართლებრივი აქტების დაცვის ვალდებულება;

18. განკარგულებები, რომელთა გაცემაც არ შეიძლება;

19. სამსახურში არმყოფი მოხელის მოვალეობათა შესრულება;

20. საქმისწარმოებისა და ქონების გადაცემის ვალდებულება;

21. საიდუმლოების დაცვის ვალდებულება;

22. სამეწარმეო და პარტიული საქმიანობის შეზღუდვები;

23. სამსახურებრივი შეუთავსებლობა;

24. დაწესებულების შინაგანაწესის შინაარსი;

25. საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, ქცევის ზოგადი წესები საჯარო ინფორმაციის გაცემისა და გამოყენებისას, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად;

26. საჯარო მოსამსახურის წახალისების ფორმები;

27. მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების წესი;

28. დისციპლინური გადაცდომის ცნება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა;

29. მოხელის ატესტაციის ცნება, ატესტაციას დაქვემდებარებული პირები, ატესტაციის ჩატარების წესი;

30. მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები;

31. მოხელის სამსახურიდან ჩამოშორება;

32. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები;

33. მოხელის გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ და სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი:

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების, განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის ცნებები;

2. ადმინისტრაციული წარმოების, ადმინისტრაციული ორგანოს, დაინტერესებული მხარის ცნებები;

3. საჯარო ინფორმაციისა და საიდუმლო ინფორმაციის ცნებები, ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია;

4. საჯარო რეესტრი, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აღმასრულებელი პრივილეგია;

5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების წესი;

6. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და რეკვიზიტები;

7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება;

8. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა;

9. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადების, ოფიციალური გაცნობის და გამოქვეყნების წესები;

10. შეცდომების გასწორება ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში;

11. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

12. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

13. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება;

14. ადმინისტრაციული წარმოების სახეები, ადმინისტრაციული წარმოების მხარეები;

15. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები;

16. განცხადების შეტანა, განცხადების შინაარსი, განცხადების რეგისტრაცია, ერთსა და იმავე საკითხზე ხელახალი განცხადების წარდგენის წესი;

17. განცხადების გადაგზავნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის;

18. განცხადების განუხილველად დატოვება;

19. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ წარმოებაში;

20. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლები, აცილების განცხადება;

21. ადმინისტრაციული წარმოების ვადები. გაშვებული ვადის აღდგენის საფუძვლები;

22. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, დაინტერესებული მხარის უფლებები;

23. საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში;

24. ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების ვადები;

25. ადმინისტრაციული წარმოების წესი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში (საკრებულო, საკრებულოს კომისია);

26. კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნების წესი;

27. საკუთარი მოსაზრებების წარდგენა კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში.