საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 26.10.1999
ძალის დაკარგვა 06.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №605
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56(63), 29/10/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 05.07.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.45pt 49.6pt 127.6pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №605
1999 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 10 ოქტომბრის №660 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის
(„საქგეოლოგია“)
დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი – „საქგეოლოგია“ (შემდგომში – დეპარტამენტი) არის კანონით განსაზღვრული, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც გეოლოგიის დარგში არსებულ ურთიერთობათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მიზნით ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მის შესაბამისად იყენებს სახელმწიფოებრივ იძულებას. დეპარტამენტი სახავს და ახორციელებს გეოლოგიის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას, საზღვრავს დარგის განვითარების სტრატეგიას, ამზადებს სათანადო საკანონმდებლო-ნორმატიულ ბაზას და უზრუნველყოფს მათ მოთხოვნათა შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში; სახავს წიაღისა და წიაღისეულის მიმართ ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას, მონაწილეობს წიაღით სარგებლობის სახელმწიფო მართვაში და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო აქტებით, პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. დეპარტამენტი უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა იმ მოვალეობათა შესრულებისას, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. დეპარტამენტის მიერ დარგში არსებულ ურთიერთობათა რეგულირება ხორციელდება შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
ა) დარგთაშორისი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა დაინტერესებულ სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან საქმიანი თანამშრომლობის საფუძველზე;
ბ) მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების ინსტიტუტებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, წიაღით სარგებლობის საკითხებში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და ამ გადაწყვეტილებათა განხორციელების კოორდინაცია და ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და დარგში საბაზრო ურთიერთობების ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით;
დ) თანამშრომლობა საქართველოს მეცნიერებათა და საინჟინრო აკადემიებთან და პროფესიულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ქვეყნის სამეცნიერო, საწარმოო-ტექნიკური და შემოქმედებითი პოტენციალის რაციონალური გამოყენების მიზნით.
5. არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ნორმატიული აქტები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ორგანიზაციისა და საწარმოსათვის, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა.
6. დეპარტამენტს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ხარჯთანუსხა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
7. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
8. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
9. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: 380062, თბილისი, 62, მოსაშვილის ქუჩა, სახლი №24, საქართველო.
II. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
10. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე რეგიონალური გეოლოგიური, გეოფიზიკური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულზე (გარდა ნავთობსა და ნავთობკონდესატებზე) გეოლოგიურ-საძიებო, გეოლოგიურ-ეკონომიკური, ტექნოლოგიური, გეოეკოლოგიური და გეოლოგიური შინაარსის სხვა სპეციალური სამუშაოების კოორდინაცია;
ბ) საქართველოს მინერალური ნედლეულის ბაზის განვითარებისათვის საჭირო გეოლოგიურ სამუშაოთა მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) გეოლოგიის დარგში სამუშაოთა შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების, საწარმოო, სამეურნეო, ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალის რაციონალური გამოყენების, საგარეო-ეკონომიკური ინვესტიციების მოზიდვის, საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრების ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;
დ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით გათვალისწინებული გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოთა დაგეგმვა და რეგულირება მინერალური ნედლეულის ბაზის განმტკიცების მიზნით, წიაღის ისეთი უბნების შესწავლა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებისათვის, სახელმწიფო საჭიროებისათვის სხვა სპეციალური გეოლოგიური გამოკვლევების წარმართვა;
ე) დეპარტამენტთან არსებული წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (შემდგომში - „საქგეოლფონდი“) მუშაობის უზრუნველყოფა, რომლის დებულებასაც ამტკიცებს დეპარტამენტი; წიაღის შესახებ არსებული გეოლოგიური ინფორმაციის ყველა სახეობის გაცემა, გაყიდვა, გაცვლა ინფორმაციის მესაკუთრესთან შეთანხმებით; წიაღის შესწავლის სამუშაოების, წიაღისეულის საბადოების, მათი მარაგებისა და პროგნოზული რესურსების, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის და ექსპლუატაციის, წიაღით სარგებლობის ყველა სახეობის, აგრეთვე ისეთი მიზნებისათვის გაცემული წიაღის უბნების სახელმწიფო რეგისტრაცია და აღრიცხვა, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების სახელმწიფო კადასტრის და წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსის წარმოება „საქგეოლფონდში“;
ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) ერთად სახელმწიფო გეოლოგიური კონტროლის განხორციელება სხვადასხვა ორგანიზაციის (მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მიერ გეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისადმი, არსებული წესებისა და ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს:
- წიაღის შესწავლის ნებისმიერ სტადიას, ჰიდროგეოლოგიურ, საინჟინრო-გეოლოგიურ, გეოფიზიკურ, გეოქიმიურ, გეოეკოლოგიურ და სხვა სამუშაოებს, წიაღის შესწავლის სამუშაოთა მიმართულებას, მეთოდიკას, კომპლექსურობასა და ხარისხს;
- წიაღის დაცვასა და მისი რესურსების რაციონალურ და კომპლექსურ გამოყენებას;
- სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ექსპლუატაციის დროს გეოლოგიურ სამუშაოთა წესების დაცვას;
ზ) დარგის მმართველობის სფეროში შემავალი სტრუქტურებისათვის სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების, მათში შემავალი პროექტების, ტექნიკურ-ეკონომიკური მოსაზრებებისა და დასაბუთების ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
თ) საწარმოო, სამშენებლო და სხვა სამეურნეო საქმიანობისათვის კერძო ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის მიწის ნაკვეთების გამოსაყოფად ამ ნაკვეთებზე ან მათ ქვეშ წიაღისეული საბადოების (მყარი, თხევადი) არსებობის შესახებ დადგენილი წესით დასკვნების გაცემა;
ი) სახელმწიფო მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ყველა ობიექტის საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური დასაბუთებისათვის საჭირო გამოკვლევების ორგანიზაცია;
კ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოლოგიური თვალსაზრისით უნიკალური ობიექტების აღრიცხვა;
ლ) დეპარტამენტთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა. კომისიის დებულებასა და თავმჯდომარეს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო შემადგენლობას - დეპარტამენტის თავმჯდომარე;
მ) დეპარტამენტთან არსებული წიაღითსარგებლობის ობიექტების პირველაღმომჩენთა წოდების მიმნიჭებელი საუწყებათაშორისო კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა. კომისიის უფლებებსა და თავმჯდომარეს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო შემადგენლობას - დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ნ) დარგის თავისებურებათა გათვალისწინებით პრივატიზების სამუშაოთა განხორციელების შესახებ წინადადებათა შემუშავება;
ო) დარგის იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურების ორგანიზაცია;
პ) დარგში საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებათა განსაზღვრა, ამ სფეროში საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური ფუნქციების შესრულება; დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის დახმარების გაწევა პარტნიორების შერჩევასა და საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში;
ჟ) დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუშავება;
რ) დარგის განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით კანონქვემდებარე აქტების გამოცემა;
ს) დარგობრივი ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივების დამტკიცება და სტანდარტების შემუშავება.
11. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) დარგში ერთიანი სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცების, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის, მოქალაქეთა დასაქმებისა და მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით;
ბ) საქართველოში გეოლოგიის დარგში სტრატეგიის შემუშავება და ამ პროცესის მართვის მექანიზმის დასახვა;
გ) გეოლოგიური რეგიონალური პროგრამების შემუშავების ორგანიზაცია და ამ პროგრამების რეალიზაციის კოორდინაცია;
დ) გეოლოგიური საქმიანობის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისა და ტერიტორიული რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით სამინისტროსთან ერთად შესაბამისი ღონისძიებების დასახვა და მათი განხორციელების ზედამხედველობა;
ე) სამინისტროსთან ერთად წიაღის კომპლექსური და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა; წიაღის დაცვაში, აგრეთვე წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოშობილ ურთიერთობათა სახელმწიფო რეგულირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მინერალური ნედლეულის ბაზის განვითარება;
ზ) მონაწილეობა წიაღით სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფაში;
თ) გეოლოგიურ სამუშაოთა წარმოების მეცნიერულად დასაბუთებული ერთიანი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება;
ი) დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი და გეოლოგიური სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაცია;
კ) დარგის პროდუქციაზე, სამუშაოებსა და მომსახურებაზე მოთხოვნილებათა შესწავლა;
ლ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური, ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში წიაღისეულის საბადოების ლიცენზირების პროცესში მონაწილეობა;
ნ) სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისადმი;
ო) დეპარტამენტთან არსებული მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისო კომისიაში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ (მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) შესწავლილი საბადოების კონდიციების, პარამეტრებისა და მარაგების ექსპერტიზა და დამტკიცება; მიწისქვეშა გამონამუშევრების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის გამოსადეგი წიაღის იმ უბნების გეოლოგიური ინფორმაციის ექსპერტიზა, რომლებიც დაკავშირებული არ არიან წიაღისეულის მოპოვებასთან;
პ) საბიუჯეტო სახრებით განხორციელებული გეოლოგიური სამუშაოებისა და სპეციალური გეოლოგიური გამოკვლევების შედეგების (ანგარიშების) განხილვა და დამტკიცება;
ჟ) დარგის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა, დარგში სამეცნიერო გამოკვლევების ორგანიზაცია;
რ) დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შემავალი ორგნიზაციების მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე რეგიონალური გეოლოგიური, გეოფიზიკური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოქიმიური, მინერაგენული, გეოეკოლოგიური და სხვა სამუშაოების წარმოება; სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და დანიშნულების გეოლოგიური რუკების შედგენა და გამოცემა;
ს) დაქვემდებარებული ორგანიზაციების მეშვეობით ჰიდრომონიტორინგული გამოკვლევების შესრულება ცალკეული არტეზიული აუზების ფარგლებში წყალსაღებ ნაგებობათა ტერიტორიებზე; მიწისქვეშა წყლების რეჟიმისა და ბალანსის შესწავლა; დინამიკური გეოლოგიური პროცესებისა და მოვლენების შესწავლა და პროგნოზირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში (მეწყრები, ეროზია და სხვ.), საშიში გეოლოგიური პროცესებისაგან დაცვის, გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების, შეფასებისა და პროგნოზის ლითომონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის განხორციელება, პროფილაქტიკურ და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი; საქართველოს ტერიტორიის ჰიდროგეოდეფორმაციული ველის მონიტორინგი მიწისძვრის პროგნოზირების მიზნით;
ტ) წიაღის იმ უბნების შესწავლა, რომლებიც დაკავშირებული არ არიან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან (საწვავი აირის, ნავთობის, ეკოლოგიურად საშიში ნარჩენების შესანახი და სხვა სათავსები);
უ) სახელმწიფოს თავდაცვისათვის საჭირო სპეციალური გეოლოგიური გამოკვლევების შესრულება.
III. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
12. დეპარტამენტს უფლება აქვს:
ა) განსაზღვროს დარგის პრიორიტეტები;
ბ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შემუშავებული და შეთანხმებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები;
გ) დაამტკიცოს სახელმწიფო დაკვეთებითა და მიზნობრივი სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამებით გათვალისწინებულ გეოლოგიურ სამუშაოთა პროექტები და ხარჯთანუსხის დოკუმენტაცია;
დ) მიიღოს გადაწყვეტილება თავის დაქვემდებარებაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის ან არსებულთა რეორგანიზაციის (გაუქმების) შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საზოგადოებებს დაფუძნების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო – დეპარტამენტის წარდგინებით;
ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დეპარტამენტს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები;
ვ) გაუწიოს კონტროლი მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო დავალებათა შესრულებას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით აწარმოოს მოლაპარაკება დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა მეშვეობით და დადოს ხელშეკრულებები როგორც ქვეყნის, ისე საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
თ) დადგენილი წესით გაუწიოს გეოლოგიური და გეოეკოლოგიური ინფორმაციებით და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოებით მომსახურება იმ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც საჭიროებენ ამ სახის ინფორმაციებით უზრუნველყოფას ან სამეცნიერო-ტექნიკურ მომსახურებას;
ი) უსასყიდლოდ მოითხოვოს სამთავრობო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა იურიდიული პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ბუნებრივი რესურსების მარაგების გამოყენებისა და აღწარმოების შესახებ სათანადო ინფორმაციები, სტატისტიკური ანგარიშები და მასალები კანონმდებლობით განსაზღვრულ საკითხებზე.
IV. დეპარტამენტის ქონება და სახსრები
13. დეპარტამენტის ქონება საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა. იგი დეპარტამენტს გადაცემული აქვს ფლობისა და სარგებლობისათვის.
V. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ორგანიზაცია,
ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები
14. დეპარტამენტის მართვა ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.
15. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
16. დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის წინაშე პერსონალურად აგებს პასუხს გეოლოგიური სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებაზე.
17. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე;
გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებსა და ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით - ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს;
ე) შეაქვს წინადადება დეპარტემენტის შემოსავლისა და გასავლის ხარჯთანუსხის შესახებ და თვალყურს ადევნებს დამტკიცებული ხარჯთანუსხის ზუსტ და მიზანშეწონილ შესრულებას;
ვ) შეაქვს წინადადება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს რეგულირების თაობაზე;
ზ) საგანგებო რწმუნების გარეშე მოქმედებს დეპარტამენტის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, განაგებს რიცხულ ქონებას, დებს ხელშეკრულებებს, კონტრაქტებს, გასცემს მინდობილობებს;
თ) ამტკიცებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის (დადგენილი რიცხოვნობისა და შენახვის ხარჯების ფარგლებში) ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხას და სისტემაში შემავალი ორგანიზაციების წესდებებს (გარდა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტისა, რომელსაც ამტკიცებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო), თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავის მოადგილეებს;
ი) ასრულებს სხვა ამოცანებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით.
18. დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების საფუძველზე გამოსცეს ბრძანებები სამსახურებრივ საკითხებზე და ნორმატიული აქტები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
19. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომელთა შორის ფუნქციათა განაწილებასა და სამსახურებრივ მოვალეობებს ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
20. თავმჯდომარის მოადგილეებს თავმჯდომარის მიერ ყოველი მათგანისათვის განსაზღვრული ფუნქციური მოქმედების სფეროს ფარგლებში უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა:
ა) დეპარტამენტის მართვაში;
ბ) დეპარტამენტის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო სამართლებრივი და ნორმატიული აქტების ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულების ზედამხედველობის განხორციელებაში;
გ) დეპარტამენტის შემოსავლისა და გასავლის ხარჯთანუსხის შესახებ წინადადებათა შემუშავებასა და დამტკიცებული ხარჯთანუსხის ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისადმი მეთვალყურეობაში;
დ) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს რეგულირების თაობაზე წინადადებათა შემუშავებაში;
ე) დეპარტამენტის სახელით მოქმედებაში და დეპარტამენტის ინტერესების წარმოდგენაში სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, ქონების გამგებლობაში, ხელშეკრულებისა და კონტრაქტების შემუშავებაში;
ვ) სხვა ამოცანების შესრულებაში, რომლებიც მათ საგანგებოდ დაეკისრებათ დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით.
21. საქართველოში გეოლოგიის ამოცანათა გადასაწყვეტად და ძირითად მოვალეობათა შესასრულებლად დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შედგენას, მათ დაცვას სათანადო ორგანოების წინაშე, ამტკიცებს მათ, აწარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გეოლოგიური სამუშაოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ხარჯზე პროგრამებისა და მათში შემავალი პროექტების დაფინანსებას.
22. დეპარტამენტში იქმნება კომისია, რომელიც არის სათათბირო ორგანო და მისი გადაწყვეტილებები გამოდის თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიის დებულებასა და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
23. დეპარტამენტის თავმჯდომარე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების სახით გამოსცემს ნორმატიული ხასიათის სამართლებრივ აქტებს (დარგობრივი ინსტრუქციები, მითითებები, დებულებები, დირექტივები და ა.შ.).
VI. დეპარტამენტის სტრუქტურა, ტერიტორიული ორგანოები,
სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
24. დეპარტამენტის სისტემაში შედიან გეოლოგიის დარგის სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც ასრულებენ სახელმწიფოებრივ ამოცანებს და ეწევიან სამსახურს დეპარტამენტისათვის, და აგრეთვე სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციები, რომლებსაც დარგის სპეციფიკისა და ინტერესების გათვალისწინებით დეპარტამენტი ქმნის და აუქმებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათი უფლებამოსილებები და იურიდიული სტატუსი განისაზღვრება ამ ორგანიზაციების წესდებებითა და დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
25. დეპარტამენტის სისტემაში შედიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გეოლოგიისა და სამთო საქმის სახელმწიფო დეპარტამენტი.
26. მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან გეოლოგიური სამსახურის ფუნქციონირების აუცილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს მისი შექმნისა და საქმიანობის მეთოდურ და ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
27. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) დეპარტამენტის ხელმძღვანელობა;
ბ) გეოლოგიის სამმართველო;
გ) ჰიდროგეოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიისა და გეოეკოლოგიის სამმართველო;
დ) საწარმოო-ტექნიკური სამმართველო;
ე) გეოლოგიური საქმიანობის ნორმატიულ-სამართლებრივი, სამარკეტინგო და საინვესტიციო პოლიტიკით უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო;
ზ) ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველო;
თ) სპეცნაწილის განყოფილება;
ი) სახელმწიფო გეოლოგიური კონტროლის სამმართველო;
დეპარტამენტთან არსებობენ:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქგეოლექსპერტიზა“.
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქგეოლფონდი“;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია;
დ) წიაღითსარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენთა წოდების მიმნიჭებელი საუწყებათაშორისო კომისია.
28. გეოლოგიის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: გეოლოგიურ სამუშაოთა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღება, მეთოდური ხელმძღვანელობა და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების მსვლელობის ზედამხედველობა; გეოლოგიურ სამუშაოთა ძირითადი მიმართულების პერსპექტიული და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და საობიექტო გეგმის შედგენა, ძებნითი და საძიებო სამუშაოების შესრულების მეთოდების სრულყოფა მათი ეფექტიანობის ამაღლებისა და დანახარჯების შემცირების მიზნით, დეპარტამენტის გეოლოგიური და გეოლოგიურ-ეკონომიკური მაჩვენებლების განხილვა მათი გაუმჯობესების ღონისძიებათა შემუშავების მიზნით, დეპარტამენტის საქმიანობის შედეგების შესახებ გეოლოგიური ანგარიშების პერიოდულად შედგენა.
29. ჰიდროგეოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიისა და გეოეკოლოგიის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღება, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური სამუშაოების მეთოდური ხელმძღვანელობა, მათი ძირითადი მიმართულებების პერსპექტიული გეგმების შემუშავება და საობიექტო გეგმების შედგენა, ამ სახეობათა გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ზედამხედველობა მათი შესრულების მეთოდების სრულყოფის, ეფექტიანობის ამაღლებისა და დანახარჯების შემცირების მიზნით, მტკნარი, მინერალური და თერმული წყლების, ნახშირმჟავა გაზის საბადოების მარაგების ექსპერტიზის განხორციელება.
30. საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ტექნიკური პოლიტიკის, წარმოების განვითარების პერსპექტივისა და მისი განხორციელების გზების დასახვა, წარმოების ტექნიკური მომზადების დონისა და მისი ეფექტიანობის ამაღლება, მატერიალური, ფინანსური და ყველა სახის რესურსების რაციონალურად გამოყენებისათვის ხელშეწყობა; შრომის დაცვის, საწარმოო სანიტარიის, უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და ნორმების შესრულების კონტროლის განხორციელება; ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოცდა და წარმოებაში დანერგვა, რაციონალიზატორობისა და გამოგონებების სფეროში სათანადო სამეცნიერო კვლევებისა და ექსპერიმენტების ორგანიზაცია; სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციის და სამუშაოთა ხარისხის დარგში საკანონმდებლო და ნორმატიული მოთხოვნების დაცვა; მონაწილეობა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში, სამობილიზაციო რესურსების დაგროვება და მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის ხელშეწყობა.
31. გეოლოგიური საქმიანობის ნორმატიულ-სამართლებრივი, სამარკეტინგო და საინვესტიციო პოლიტიკით უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: გეოლოგიური დარგის სრულყოფილი ფუნქციონირების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ნორმატიული აქტების პროექტების, დარგთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტების მომზადება, გეოლოგიური დარგის მარკეტინგი, საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა და ინვესტორთა მოზიდვის მიზნით შესაბამისი საინვესტიციო წინადადებების მომზადება.
32. საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა გრძელვადიანი პროგრამების საფუძველზე, დეპარტამენტის ერთიანი საფინანსო, საბიუჯეტო და ფასწარმოქმნის პოლიტიკის განხორციელება, პროგრესული საწარმოო სტრუქტურების განვითარება, წარმოების დეცენტრალიზაციის, კონკურენციის გაშლისა და დემონოპოლიზაციის პოლიტიკის განხორციელებისათვის რეკომენდაციების შემუშავება; საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა და ამ სფეროში საკოორდინაციო მეთოდოლოგიური ფუნქციების შესრულება, დეპარტამენტის მმართველობის სფეროში შემავალი ორგანიზაციების თავისი პროფილის სამსახურების საქმიანობის მეთოდური და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება.
33. ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის მის უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა და მასში შემავალი იურიდიული, კადრების, უცხოეთთან ურთიერთობის, არქივისა და საერთო განყოფილებების საერთო ხელმძღვანელობა.
34. სპეცნაწილის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: დახურული (საიდუმლო) ხასიათის საქმისწარმოება.
35. სახელმწიფო გეოლოგიური კონტროლის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოთა სახელმწიფო კონტროლის განხორციელება სამინისტროსთან ერთად.
36. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქგეოლექსპერტიზის“ ძირითადი ამოცანებია: სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით გათვალისწინებული გეოლოგიური სამუშაოების პროექტებისა და ხარჯთანუსხების ექსპერტიზა.
37. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქგეოლფონდის“ ძირითადი ამოცანებია: ქვეყნის ტერიტორიაზე წიაღის შესწავლის ყველა სახის შესრულებული სამუშაოების, წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების, მათი მარაგებისა და რესურსების, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობა-ექსპლუატაციის, აგრეთვე სხვა მიზნებისათვის გაცემული წიაღის უბნების (რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან) სახელმწიფო რეგისტრაცია და აღრიცხვა და ამის საფუძველზე გამოუქვეყნებელი გეოლოგიური ინფორმაციის ცენტრალიზებული ფონდის შექმნა და ფუნქციონირება; ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების სახელმწიფო კადასტრის და მათი მარაგების სახელმწიფო ბალანსების წარმოება შესაბამისი ინსტრუქციების და მითითებების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ცენტრალიზებულ ფონდში დაცული წიაღისა და წიაღისეულის შესახებ გეოლოგიურ ან სხვა ინფორმაციაზე საკუთრების უფლების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
38. დეპარტამენტთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის ძირითადი ამოცანებია: ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებათა საფუძველზე წიაღში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დათვლისათვის საჭირო მუდმივი და დროებითი კონდიციებისა და ნავთობის, ბუნებრივი საწვავი აირისა და აირკონდენსატის ამოღების კოეფიციენტების დამტკიცება; ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის საბადოების, აგრეთვე მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დათვლის მასალების შემოწმება და მარაგების დამტკიცება; მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის გამოსადეგი წიაღის იმ უბნების შესახებ გეოლოგიური ინფორმაციის ექსპერტიზა, რომლებიც დაკავშირებული არ არიან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან.
39. დეპარტამენტთან არსებული წიაღით სარგებლობის ობიექტების პირველაღმომჩენთა წოდების მიმნიჭებელი საუწყებათაშორისო კომისიის ძირითადი ამოცანებია: წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენის წოდების დადგენილი წესით მინიჭება და წახალისების ფორმის განსაზღვრა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად. წიაღითსარგებლობის ობიექტის აღმოჩენისა და დაძიებისათვის ფულადი ჯილდოს ოდენობა და მისი გაცემის წესი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დეპარტამენტი ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით.
VII. დეპარტამენტის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობა
40. საბიუჯეტო თემებზე დასაქმებულ კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მეცნიერ და ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკთა შრომის ანაზღაურების განაკვეთებს ამტკიცებს ინსტიტუტის დირექტორი დამტკიცებული ხელფასის ფონდის ფარგლებში.
41. სახელმწიფო დაკვეთებით და პროგრამებით გათვალისწინებულ გეოლოგიურ სამუშაოთა პროექტებსა და ხარჯთანუსხის დოკუმენტაციას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
42. დეპარტამენტის ფინანსური რესურსის შექმნის წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
43. დეპარტამენტის ხელმძღვანელობით სრულდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (აგრეთვე მოზიდული სახსრებიდან) დაფინანსებული სახელმწიფო დაკვეთით და მიზნობრივი პროგრამებით გათვალისწინებული რეგიონალური და სპეციალური გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური და სხვა სამუშაოები, ყველა სახის რეჟიმული გამოკვლევები და მონიტორინგი, ძებნითი, ძებნა-ძიებითი, წინასწარი და დეტალური დაზვერვითი სამუშაოები, ტექნოლოგიური, ტექნიკურ-ეკონომიკური გამოკვლევები, მინერალური ნედლეულის კონდიციების, დარგის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა სახის ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რომელთა დაფინანსება ხორციელდება დარგობრივი მეცნიერების განვითარებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.
44. დეპარტამენტი ხელს უწყობს საქვეუწყებო ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებების შესრულებას, ფინანსური მექანიზმების შემუშავებასა და დამტკიცებას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
VIII. დეპარტამენტის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა
45. დეპარტამენტის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.
46. დეპარტამენტი:
ა) აწარმოებს დეპარტამენტში შემავალი ორგანიზაციების მეშვეობით საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მართავს საქმიან მოლაპარაკებას საზღვარგარეთელ პარტნიორებთან, დებს შესაბამის ხელშეკრულებებს, კონტრაქტებსა და შეთანხმებებს; სავალუტო სახსრების მოზიდვის მიზნით ამზადებს საინვესტიციო პროგრამებს;
გ) საწარმოო საკითხების გადაწყვეტის, გამოფენებში მონაწილეობის, სწავლებისა და წარმოებისათვის საჭირო სხვა საკითხების გადასაწყვეტად საზღვარგარეთ მიავლენს თანამშრომლებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
IX. აღრიცხვა, ანგარიშგება
47. დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
X. კადრები და სოციალური საკითხები
48. დეპარტამენტი საკადრო პოლიტიკას წარმართავს კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის საფუძველზე, კადრების მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ადგილზე, უცხოეთში მივლინებით და სხვ.).
49. დეპარტამენტი:
ა) გამოიყენებს გარეშე ორგანიზაციების, აკადემიური და სასწავლო ინსტიტუტების სამეცნიერო-ტექნიკურ პერსონალს (ცალკეული მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოწვევა და სამუშაოებში ჩაბმა კონტრაქტების საფუძველზე);
ბ) ამკვიდრებს კადრების მომზადების საქმეში სასწავლო, სამეცნიერო და საწარმოო პროცესების შერწყმის საყოველთაოდ აღიარებულ ფორმებს (უნივერსიტეტის სათანადო კათედრების ფილიალების ორგანიზაცია) და თავისი სამეცნიერო ცენტრის – კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მეშვეობით ახორციელებს უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების, მეცნიერების კანდიდატებისა და დოქტორების მომზადებას.
50. დეპარტამენტის სოციალური საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
XI. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია,
დებულებაში ცვლილებათა შეტანის წესი
51. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
52. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებები შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს.