გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №31
2000 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ
საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე გეოდინამიკურ პროცესებზე დაკვირვების, მათი განვითარების კანონზომიერების დადგენისა და მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზირების განხორციელებისათვის საჭირო ჰიდროგეოდეფორმაციული ველის ცვლილებათა მაფიქსირებელი ავტომატიზებული სისტემის შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ასევე კავკასიაში ინფორმაციის გაცვლისა და დაკვირვების ერთიანი მონიტორინგული სისტემის შექმნის ხელშეწყობის მიზნით:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და სააქციო საზოგადოება „გეოლოგის“, სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ცენტრის ბაზაზე, დეპარტამენტის გამგებლობაში, შეიქმნას საქვეუწყებო დაწესებულება „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრი“.
2. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ჯანელიძე) დადგენილი წესით დაამტკიცოს სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის დებულება.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) აღნიშნული საქვეუწყებო ორგანიზაციის შენახვის ხარჯები გაითვალისწინოს საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, №6 პროგრამით („საქართველოს ტერიტორიის სეისმური საშიშროების შეფასება ჰიდროდეფორმაციული ველის მონიტორინგით“) გათვალისწინებული საშტატო ერთეულებით, საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
4. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ოქტომბრის №605 ბრძანებულებაში და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების VI თავის 27-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: საქვეუწყებო დაწესებულება „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრი“.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.06.2006.
- როდის იქნა მიღებული „გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ“?
- „გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ“ მიღებულია 03.02.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.06.2006-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების „სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის“ შექმნის შესახებ“, №31, 03.02.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1261501/