საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.11.1999 ძალადაკარგული 27.09.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№610
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57(64), 05/11/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №610

1999 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა წახალისების მიზნით:

1. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს (ან მის დაქვემდებარებაში არსებულ დეპარტამენტებს) უფლება მიეცეს მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ხარჯთანუსხის დამტკიცებისას წლიური შემოსავლების 10 პროცენტამდე მიმართოს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და შესაბამისი დეპარტამენტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და თანამშრომელთა წახალისების მიზნით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) აღნიშნული თანხის აკუმულირებისათვის უზრუნველყოს ტრანსპორტის სამინისტროსათვის ანგარიშის გახსნა სახაზინო სამსახურში.

3. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გამოიყენოს სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე