სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.11.1999 ძალადაკარგული 27.09.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№612
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57(64), 05/11/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №612

1999 წლის 2 ნოემბერი

 ქ. თბილისი

სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ

აღინიშნოს, რომ სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასება და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით რეგულარულ გამოკვლევათა განხორციელება მიჩნეულია მსოფლიო ბანკის სტრუქტურული გარდაქმნის მესამე კრედიტის (SAG – III) მეორე ტრანშის ერთ-ერთ ძირითად პირობად.

მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სამეწარმეო სფეროში ლიცენზირების რეფორმის განხორციელების შედეგების შეფასებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ჯ.ხეცურიანი):

ა) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გამცემი ორგანოებისაგან მიღებული ლიცენზიის თაობაზე უწყებრივ რეესტრში შეტანილი მონაცემების საფუძველზე ყოველკვარტალურად მიაწოდოს სრული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ამ ინფორმაციის გადამუშავებასა და მის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და სხვა სამთავრობო გადაწყვეტილებათა პროექტების სამართლებრივი ხასიათის ექსპერტიზაში.

2. რეკომენდაცია მიეცეთ ლიცენზიების ამღებ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ლიცენზიების აღებასა და სალიცენზიო საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები მიაწოდონ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს.

3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა):

ა) მიღებული ინფორმაციების, აგრეთვე მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უშუალოდ მიღებული და საკუთარი გამოკვლევით მოპოვებული მასალების საფუძველზე კვარტალში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სათანადო მოხსენება ლიცენზირების რეფორმის სფეროში არსებული ვითარების შესახებ და წინადადებები ძირითადი პრობლემების გადაჭრის თაობაზე;

ბ) შეიმუშაოს ლიცენზირების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა და შესაბამის წინადადებებთან ერთად 1999 წლის ბოლოსათვის წარუდგინოს განსახილველად საქართველოს პრეზიდენტს.

4. ეს ბრძანებულება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.09.2006.
როდის იქნა მიღებული „სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ“?
„სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ“ მიღებულია 02.11.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №612. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.09.2006-დან.
სად არის „სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ“, №612, 02.11.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1261807/