თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 06.11.1999
ძალის დაკარგვა 08.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №615
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 58(65), 10/11/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 06.11.2006
დოკუმენტის ტექსტი
თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 45.35pt 51.05pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №615
1999 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს მიმდინარე საქმიანობის ორგანიზების მიზნით:
1. შეიქმნას თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. დამტკიცდეს თანდართული დებულება თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შესახებ.
3. ბრძანებულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსმა პ. მამრაძემ.
ე. შევარდნაძე
თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრი (შემდგომში-ცენტრი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
2. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა.
3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში (მათ შორის სავალუტო), ლოგოტიპი, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, აგრეთვე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
4. ცენტრი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საბჭოს დებულებით და ამ დებულებით.
5. ცენტრის საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს საბჭო.
6. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტის საფუძველზე.
II. ცენტრის მიზნები და ამოცანები
7. ცენტრის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) საბჭოს მიმდინარე საქმიანობის ორგანიზება;
ბ) უახლესი თანამგზავრული ტექნოლოგიების, სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების დანერგვა საქართველოში;
გ) საერთაშორისო პროექტის „silka-Georgia“ სამეცნიერო-ტექნიკური კონცეფციის რეალიზაცია;
დ) silka-Georgia“ “-ს მიწისზედა მომსახურების ინფრასტრუქტურის ორგანიზება;
ე) ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მოზიდვა და გამოყენება თანამგზავრული, სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემებისათვის;
ვ) მონაწილეობა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციურ საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამებში, პროექტებში, კონსორციუმებსა და სხვა ორგანიზაციებში;
ზ) დისტანციური სწავლების ორგანიზება;
თ) ტელემედიცინისა და სხვა თანამგზავრული ტექნოლოგიების განვითარებისათვის ხელშეწყობა.
III. ცენტრის მართვა
8. ცენტრს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული თანამგზავრული ტექნოლოგიების საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი, ცენტრის მთავარი კოორდინატორი.
9. ცენტრის მთავარი კოორდინატორი:
ა) ხელმძღვანელობს ცენტრს და პერსონალურად პასუხისმგებელია მისი საქმიანობისათვის;
ბ) წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს მისი სახელით;
გ) ამზადებს წინადადებებს ცენტრის სამუშაოთა ფინანსირების მოცულობისა და თანამიმდევრობის შესახებ; განსაზღვრავს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო განრიგს, ცენტრში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების რაოდენობას;
დ) ხსნის ანგარიშს ბანკში;
ე) სარგებლობს ცენტრის საქმიანობისათვის საჭირო სხვა უფლებებით.
IV. ცენტრის ქონება და სახსრები
10. ცენტრის ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავლები და შემოწირულობანი.
11. ცენტრს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი შენობა-ნაგებობები, კავშირგაბმულობის საშუალებები, ინვენტარი, ფულადი სახსრები და სხვა ქონება, რომელიც აუცილებელია მისი საქმიანობისათვის.
V. ცენტრის საქმიანობის კონტროლი
12. ცენტრის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
VI. ცენტრის უფლებები
13. ცენტრის უფლებებია:
ა) შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები კოსმოსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ცალკეულ პრობლემებსა და პროექტებზე წინადადებების მომზადებისა და რეალიზაციისთვის; მიიზიდოს ამ საქმიანობისათვის სპეციალისტები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) შექმნას სტრუქტურები საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო მომსახურების განვითარებისათვის;
გ) დაამყაროს ურთიერთობა თანამგზავრული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
დ) თავისი რესურსების ფარგლებში დააფინანსოს სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები, პროექტები და სხვა ღონისძიებანი, რომლებიც დაკავშირებულია თანამგზავრულ, სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციულ სისტემებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან.
VII. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
14. ცენტრის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.