„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №661
2006 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კოსმოსური სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ორ თვეში უზრუნველყოს სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტისათვის გადაცემა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება წლიური საბიუჯეტო კანონით სააგენტოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტისათვის გადაცემის მიზნით.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 ნოემბრის №615 და „თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 ნოემბრის №615 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 მაისის №219 ბრძანებულებები.
6. ამ ბრძანებულების პირველი და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ.
7. ბრძანებულება, გარდა პირველი და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.01.2007.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“ მიღებულია 06.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №661. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.01.2007-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.01.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ“, №661, 06.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/99214/