საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გაანთლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივნისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401001, 07/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №44/ნ

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისი ს №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისი ს №62/ნ ბრძანებით (სსმ III, 30.07.2010 წელი, №93, მუხლი 1382) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდება ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. წესდების მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს წარუდგენს დასაფინანსებელ პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებს;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ.ა.“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. წესდების მე-4 მუხლის მე–2 პუნქტის„ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს მთავრობის დადგენილების ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე აცხადებს კონკურსებს;“.

3.წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის ,,ე1’’ქვეპუნქტი:

„ე1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ, უცხოურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მემორანდუმის საფუძველზე აცხადებს კონკურს;“.

4. წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერებისა და განახლების თაობაზე, ხოლო სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე საგრანტო პროექტის პირობის შეუსრულებლობის, აგრეთვე პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე“.

5. წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები:

„ი1) გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშებში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ადგენს ხარვეზის გამოსწორების ვადას. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობისას სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს რეკომენდაციას საგრანტო პროექტის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე. ხარვეზის გამოსწორების ვადის მოქმედების პერიოდში, ასევე დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამეცნიერო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საგრანტო პროექტის დაფინანსება ავტომატურად ითვლება შეჩერებულად;

2) უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში.“.

6. წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მინისტრთან შეთანხმებით არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის დირექტორის მოადგილეებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს.“.

7. წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ფონდის სახსრებსა და რესურსებს;“.

8. წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვოტით, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის ერთი კვოტით;

ბ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვოტით;

გ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელშიც თანამდებობრივად შედის მინისტრი და მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.“.

9. წესდების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის მინიმუმ 2/3 შედგება აკადემიური თანამდებობების პირებისაგან და მეცნიერებისაგან.

22. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.“;

10. წესდების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ა) ითანხმებს ფონდის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;“;

ბ)„დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“დ) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე დარგობრივი უწყებებისა და სამეცნიერო/საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების სათათბირო ხმის უფლებით მოწვევის შესახებ;“;

გ) ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ამტკიცებს დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად წარდგენილ პროექტს ან შეიმუშავებს რეკომენდაციას მისი დაფინანსების შესახებ და წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს;”;

დ) „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამეცნიერო საგრანტო პროექტის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში გენერალურ დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას სამეცნიერო პროექტის დაფინანსების შეწყვეტის ან შეწყვეტაზე უარის თქმის და ხარვეზის გამოსწორების დამატებითი ვადის დადგენის თაობაზე. სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციაში მიეთითება ის პირობები, რ ის გამოც მიზანშეწონილია საგრანტო პროექტის საგრანტო დაფინანსების შეწყვეტა/შეწყვეტაზე უარის თქმა.“;

ე) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

11. წესდების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 41 პუნქტი:

,,41. სამეცნიერო საბჭოს წევრთა მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი და გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა არანაკლებ 4 ხმით.“;

ბ) მე-10 პუნქტი:

,,10.ფონდის სამენიერო საბჭოს წევრთა მიმართ ,,მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადების გამოანგარიშებისას აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული წლების რაოდენობაში არ ჩაითვლება სამეცნიერო საბჭოს წევრად ყოფნის პერიოდი.“.

12. წესდების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტი

1. დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ფონდის თანამშრომლის მონაწილეობა.

2. დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში სამეცნიერო საბჭოს წევრის მონაწილეობა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ძირითადი ან დამხმარე პერსონალის სტატუსით.“.

13. წესდების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ფონდის სტრუქტურა

ფონდის გენერალური დირექტორის, დირექტორის მოადგილეებისა და სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ფონდის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტი;

ბ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

გ) მონიტორინგის დეპარტამენტი;

დ) სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტი.“.

14. წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 მუხლები:

 „მუხლი 71. ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

1. ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

 ა) ფონდის საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

 ბ) ფონდის ფინანსური ანგარიშგების და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;

 გ) ფონდის შესყიდვების განხორციელება;

 დ) წლის ბიუჯეტის განაცხადის ფორმების შედგენა;

 ე) ფონდის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვა;

 ვ) საგრანტო პროექტების დაფინანსება მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომზადებული საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვის აქტის საფუძველზე, თუ განხილვის აქტით არ არის დადგენილი შუალედურ/საბოლოო ანგარიშში ხარვეზის არსებობა;

 ზ) ფონდის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის პროცესში მონაწილეობა.

2. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფონდის გენერალური დირექტორისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;

ბ) ფონდის დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;

გ) ფონდის გენერალური დირექტორის მიერ მიღებული საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) ფონდის თანამშრომელთა საკადრო საკითხების მოწესრიგება;

 ე) ფონდის შინაგანაწესის შესრულებისა და ფონდის თანამშრომელთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

 ვ) ფონდის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ფონდის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი ვიზირება;

ზ) ფონდის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა;

თ) ფონდის მიმდინარე საქმიანობაში წარმოშობილი სამართლებრივი ხასიათის პრობლემების შესწავლა და მათი კვალიფიციური გადაწყვეტა;

ი) ფონდის სამართლებრივი ინტერესების დაცვა სასამართლო და სხვა ორგანოებში, მესამე პირებთან ურთიერთობაში;

კ) სამინისტროსთან შეთანხმებით, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან საქმიანი თანამშრომლობის კოორდინაცია;

ლ) ფონდის მატერიალურ-ტექნი­კუ­რი ბაზის მართვა;

მ) სამართლებრივ საკითხებზე ფონდის გენერალური დირექტორისა და ფონდის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა.

 3. მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, რომელიც მოიცავს დაფინანსებული საგრანტო პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ კონტროლს;

ბ) საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვის აქტების შედგენა.

4. სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამეცნიერო პროგრამების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საკითხების შესწავლა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების, რეკომენდაციების მომზადება და ფონდის გენერალური დირექტორისათვის წარდგენა;

ბ) სამეცნიერო საგრანტო პროექტების საგრანტო კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფილის უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების მოძიება და მათი ბაზის მუდმივი განახლება, საგრანტო პროექტების საექსპერტოდ გაგზავნის პროცედურების ადმინისტრირება;

გ) ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

დ) სამეცნიერო და სხვა სახის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრირება;

ე) სამეცნიერო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავება-განახლება;

ვ) ფონდის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის სემინარებისა და საკონსულტაციო შეხვედრების გამართვის საკითხების კოორდინაცია.

    მუხლი 72. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელებისას:

ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;

ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას;

გ) გადახარჯვად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლ ებ ით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლი თ გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს; გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების მიზეზს;

დ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტალებში.

2. ფინანსური კონტროლის შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფინანსურ კონტროლს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;

ბ) ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ საგრანტო სახსრების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ფოტოასლებისა ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით;

გ) გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.

3. პროგრამული კონტროლის შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს საგრანტო პროექტების პროგრამულ კონტროლს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული შუალედური ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;

ბ) პროგრამული კონტროლის განხორციელება მიზნად ისახავს დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კონტროლს, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ნაბეჭდი, ფოტოასლების ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით.

4. საგრანტო პროექტის შესრულების კონტროლის განხორციელებისას ამოცანის შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება გრანტის მიმღები ძირითადი შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი ამოცანის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სამეცნიერო საბჭოს ან შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ დადასტურებული წერილობითი დოკუმენტი დასახული ამოცანის შესრულების თაობაზე.

5. საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური ანგარიშში ისეთი ხარვეზის აღმოჩენისას, რომელიც დაკავშირებულია არამიზნობრივ ხარჯთან, მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნული ხარვეზის შესახებ აცნობებს ფონდის გენერალურ დირექტორს და აწვდის რეკომენდაციას ხარვეზის გამოსწორების ვადების შესახებ. სხვა შემთხვევებში მონიტორინგის დეპარტამენტი თავად განსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორების ვადებს, არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, ფონდის გენერალურ დირექტორს აწვდის საგრანტო პროექტის დაფინანსების შესაჩერებლად საჭირო ინფორმაციას.

6. საგრანტო პროექტის შესრულების შუალედურ ანგარიშში ისეთი ხარვეზის აღმოჩენისას, რომლის შეფასებისთვის საჭიროა სამეცნიერო კვალიფიკაცია, მონიტორინგის დეპარტამენტი მიმართავს სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტს ინფორმაციით არსებული ხარვეზის თაობაზე, რომელიც განიხილავს და შესაბამის რეკომენდაციას აწვდის ფონდის გენერალურ დირექტორს. სხვა შემთხვევებში მონიტორინგის დეპარტამენტი თავად განუსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორების ვადებს, არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემდგომ აწვდის ინფორმაციას ფონდის გენერალურ დირექტორს ხარვეზის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და/ან საგრანტო პროექტის დაფინანსების შესაჩერებლად.

7. ფონდი უფლებამოსილია შემთხვევითი შერჩევის წესით გამოვლენილი დასრულებული საგრანტო პროექტები შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს, რომლებიც დაადგენენ საგრანტო პროექტების განხორცილებისას შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას დაგეგმილ ამოცანებთან. შესამოწმებლად შეირჩევა 10%-მდე ოდენობის დასრულებული პროექტები.

8. სამინისტროს დავალებით, ფონდი უფლებამოსილია შესაბამისი დარგის ექსპერტებს შეაფასებინოს 10%-ზე მეტი სხვა დასრულებული პროექტები.ფონდი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისიმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგზე.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარმოდგენილი პროექტების შეფასებისას.“.

15. წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

     „მუხლი 12. გარდამავალი დებულება

2010 წლის 1 აგვისტომდე გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ადგილზე მონიტორინგს ფონდი განახორციელებს მხოლოდ დასრულებულ საგრანტო პროექტებზე ამ წესდების 72 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ბრძანება ა მოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

დ. შაშკინი