დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ა. ჩხიკვაძისა და ა.კვიტაიშვილისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.12.2005 ძალადაკარგული 24.07.2006
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1063
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 149, 23/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1063

2005 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ა. ჩხიკვაძისა და ა.კვიტაიშვილისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით წიკლაურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ალექსანდრე ჩხიკვაძეს და თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე კვიტაიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და რესპუბლიკა მოლდოვას, საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის, საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის და საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებათა ტექსტების მიღების მიზნით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 ნოემბრის №960 ბრძანებულება „დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილისა და ა. ჩხიკვაძისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.

 მ. სააკაშვილი