საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო გადასახდელების მობილიზაციის მდგომარეობის გაუმჯობესების, ინსტიტუციონალური უზრუნველყოფისა და „საბაჟო სისტემის რეფორმისა და საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირების მომსახურების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია ITS-ს (Intertek Testing Services International Limited) შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ცვლილებათა შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ნოემბრის №631 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№543
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 138, 31/12/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №543

2001 წლის 29 დეკე მბერი

 ქ. თბილისი

საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო გადასახდელების მობილიზაციის მდგომარეობის გაუმჯობესების, ინსტიტუციონალური უზრუნველყოფისა და „საბაჟო სისტემის რეფორმისა და საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირების მომსახურების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია ITS-ს (Intertek Testing Services International Limited) შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ცვლილებათა შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ნოემბრის №631 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

2001 წლის 31 დეკემბერს იწურება „საბაჟო სისტემის რეფორმისა და საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირების მომსახურების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია ITS-ს (Intertek Testing Services International Limited) შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ამავე დროს, დღეის ათვის საბაჟო სისტემაში სრული სახით არ არის ჩამოყალიბებული1994 წლის გენერალური შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისი ინსტიტუციონალური წინაპირობები ტარიფებსა და ვაჭრობაზე, რაც გარკვეულ სიძნელეებს შექმნის საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას. იმავე პრობლემას ხაზი გაესვა აგრეთვე 2001 წლის 13 დეკემბერს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში საერთა­შორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გამართულ თათბირზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო გადასახდელების მობილი­ზების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სათანადო ინსტიტუციონალური წინაპირობების უზრუნველყოფის მიზნით:

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს გარდამავალ ეტაპზე „საბაჟო სისტემის რეფორმისა და საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირების მომსახურების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია ITS-ს (Intertek Testing Services International Limited) შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება 3 (სამი) თვით, ამ მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკების გამართვა და ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (ლ. ძნელაძე) და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა (ლ. ქისტაური) გარდამავალი ეტაპის დამთავრებამდე წარმოადგინონ წინადადებები კომპანია ITS-სთან (Intertek Testing Services International Limited) დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფის თაობაზე.

3. „საბაჟო სისტემის რეფორმისა და საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირების მომსახურების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია ITS (Intertek Testing Services International Limited) შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ცვლილებათა შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ნოემბრის №631 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაურში სიტყვების „ცვლილებათა შეტანასთან“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმებასთან“.

ბ) ბრძანებულების ტექსტში სიტყვა „(მ. მაჭავარიანი)“ შეიცვალოს სიტყვით „(ლ. ძნელაძე)“.

გ) ბრძანებულების „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები „და შეთანხმებას მითითებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“.

ე. შევარდნაძე