„საბაჟო სისტემის რეფორმისა და საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირების მომსახურების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „ITS“ (Intertek Testing Services nternational Limited) შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ცვლილებათა შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №631
1999 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო სისტემის რეფორმისა და საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირების მომსახურების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „ITS“ (Intertek Testing Services nternational Limited) შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ცვლილებათა შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს საბაჟოში კომპანია „ITS“-ის ( ITS (Intertek Testing Services international Limited) საქმიანობის დაწყების შემდეგ საქონლის საბაჟო გაფორმებისა და სხვადასხვა სახის საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებისას წარმოიშვა გარკვეული სახის პრობლემები, კერძოდ გართულდა საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ხელშეკრულებების ფარგლებში საიმპორტო ოპერაციების განხორციელება.
პრობლემის მოსაწესრიგებლად დღის წესრიგში დადგა არსებულ ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებათა შეტანის საკითხი.
იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 დეკემბრის №676 ბრძანებულების შესაბამისად შექმნილმა სატენდერო კომიტეტმა შეასრულა მისთვის დაკისრებული ფუნქციები, ხოლო თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრობლემის ოპერატიულად გადაწყვეტა მეტად მნიშვნელოვანია:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (დ. ონოფრიშვილი) უფლება მიეცეს:
ა) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან (თ. მაღლაკელიძე) ერთად მოამზადოს წინადადებები „საბაჟო სისტემის რეფორმისა და საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირების მომსახურების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია “ITS“-ს (Intertek Testing Services international Limited) შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს სახელით ხელი მოაწეროს „საბაჟო სისტემის რეფორმისა და საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირების მომსახურების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია “ITS“ –ს (Intertek Testing Services international Limited) შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებაში შესატან ნებისმიერ ცვლილებას.
ე. შევარდნაძე