„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ.58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკრძალულია საბაზო განათლების მიღებამდე სასწავლო დაწესებულებებიდან მოსწავლეთა გარიცხვა. იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისათვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, იქმნება სპეციალური სააღმზრდელო-სასწავლო დაწესებულებები, სადაც სპეციალური პედაგოგიური მეთოდების გამოყენებით ხორციელდება მოსწავლეთა აღზრდა და სწავლება, სახელობო და/ან დაწყებითი პროფესიული მომზადება, შექმნილია თვითგანვითარების პირობები. ასეთ სააღმზრდელო-სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეები იგზავნებიან მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 წლის ასაკიდან.“.
2. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) დაიცვას სასკოლო დისციპლინა მეთოდებით, რომლებიც არ აყენებს მოსწავლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ლახავს მის ღირსებას.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 20 ივნისი.
№2433–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.06.2003.
- როდის იქნა მიღებული „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2433. სარეგისტრაციო კოდი — 430.000.000.05.001.001.318.
- სად არის „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №2433, 20.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 430.000.000.05.001.001.318 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12634/