საქართველოს ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №39
2003 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ
ბოლო დროს ქვეყანაში სათანადოდ ვერ ხორციელდება ნიადაგების დაცვითი ღონისძიებები. გააქტიურდა მისი დეგრადაციისა და ნაყოფიერების შემცირების პროცესი. ინტენსიური ხასიათი მიიღო ეროზიულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ქარისმიერმა ეროზიამ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და სერიოზულად აზარალებს ეროვნულ ეკონომიკას. პრობლემები შეიქმნა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ეკოლოგიური წონასწორობისა და სოფლის მეურნეობაში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.
ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების უზრუნველყოფის ღინისძიებების განხორციელების მიზნით:
1. დამტკიცდეს საქართველოს ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამა.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და სიფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად უზრუნველყონ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულება.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადგენილი წესის შესაბამისად ყოველწლიურად უზრუნველყონ ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და ინდიკატიურ გეგმაში შესატანად საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში დაწესებულ ვადაში წარდგენა.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.08.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“?
- „საქართველოს ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ მიღებულია 10.02.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.05.002.000002.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.08.2006-დან.
- სად არის „საქართველოს ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.08.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“, №39, 10.02.2003, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.002.000002 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1263892/