📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2004
ძალის დაკარგვა 25.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №618
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 154, 29/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,289 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2004 მიღება
25.10.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 53.85pt 9.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №618 2004 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის, ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, იარაღის ბრუნვის, სახელმწიფო რეზერვების, ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის სფეროში საქმიანობის სახელმწიფოებრივი კოორდინაციის, აგრეთვე უცხოეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხების მოწესრიგების მიზნით, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად: 1. შეიქმნას ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისია. 2. დამტკიცდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის თანდართული დებულება (დანართი №1). 3. დამტკიცდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობა (დანართი №2). 4. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათშორისო კომისიასთან, განსახილველი საკითხების მონიტორინგისა და ექსპერტიზის მიზნით, შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა (დანართი №3). 5. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილებას. 6. საქართველოს ძალოვანმა სამინისტროებმა, უწყებებმა და ორგანიზაციებმა შეიარაღების გრძელვადიანი პროგრამების საფუძველზე შეადგინონ შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის ყოველწლიური გეგმები და განსახილველად წარუდგინონ ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას. 2005 წლისათვის – მომავალი წლის 1 მარტამდე, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის – წინა წლის 1 ივნისამდე. 7. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის, აგრეთვე მათი სხვა სამინისტროსათვის (უწყებისათვის) გადაცემის ყოველი ცალკეული ოპერაცია განხორციელდეს ზემოაღნიშნული ყოველწლიური გეგმების შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომიის რეკომენდაციის საფუძველზე, ქვეყანაში დადგენილი წესით. 8. დამტკიცდეს კომისიასთან არსებულ ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის წესი (დანართი №4). 9. დამტკიცდეს კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით კომისიის რეკომენდაციების მიღების წესი (დანართი №5). 10. ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) „ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულება (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წელი, მაცნე №19, 62-ე გვერდი); ბ) „ქვეყანაში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შესყიდვა-გაყიდვის სფეროში საქმიანობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 დეკემბრის №650 ბრძანებულება. 11. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი დანართი №1 ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისია (შემდგომში – კომისია) ქვეყნის შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე კოორდინაციას უწევს საქართველოს სამხედრო-სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის, ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, იარაღის ბრუნვის, აგრეთვე უცხოეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობას და აღნიშნულ სფეროში შეიმუშავებს რეკომენდაციებს, დასკვნებს. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ”, ქვეყნის სხვა ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებითა და ამ დებულებით. 3. კომისიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 4. კომისიის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ რეკომენდაციებსა და დასკვნებს ითვალისწინებს ქვეყნის ყველა სამინისტრო, უწყება, აგრეთვე საწარმო და ორგანიზაცია, უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად.     მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი დანიშნულება და უფლებამოსილებანი 1. კომისიის ძირითადი დანიშნულებაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უშიშროების განმტკიცების, ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, იარაღის, ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის და უცხოეთის ქვეყნებთან ეფექტიანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში ხელი შეუწყოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, სხვა სახელმწიფო ორგანოების, უწყებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას. 2. კომისია, თავისი ძირითადი დანიშნულებიდან გამომდინარე: ა) ქვეყნის შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და დასკვნებს ქვეყნის თავდაცვითი და სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო პოტენციალის, ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე; ბ) კოორდინაციას უწევს ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურებისათვის საჭირო შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის, ჩამოწერის, უტილიზაციის, აგრეთვე ერთი სამინისტროდან (უწყებიდან) მეორე სამინისტროში (უწყებაში) მათი გადაცემის საკითხებს; გ) ქვეყნის დარგობრივ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად განსაზღვრავს საექსპორტო და საიმპორტო სამხედრო დანიშნულებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, სამხედრო დანიშნულების სამუშაოების (მომსახურების) ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. შეიმუშავებს რეკომენდაციებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, აგრეთვე მათი ქვეყნიდან დროებითი გატანისა და შემოტანის თაობაზე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სახელმწიფო მატერიალური რეზერვებისა და ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის საკითხებს; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ან ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარადგენს ქვეყნის სამინისტროების, უწყებების წინადადებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების შესახებ; ვ) შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად განიხილავს სხვადასხვა სახეობის სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის წარმოების ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ახალი საბრძოლო ტექნიკის, მოწყობილობების, საშუალებების სერიულ წარმოებაში დანერგვის საკითხებს და იღებს სათანადო რეკომენდაციებს ან, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს ისინი განსახილველად ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე; ზ) ქვეყნის საჭიროებისათვის სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის შექმნისა და წარმოების მიზნით, კოორდინაციას უწევს შესაბამის სამინისტროთა, უწყებათა, დაწესებულებათა, წარმოებათა საქმიანობას, ახორციელებს მათი სამეცნიერო და სამრეწველო პოტენციალის კონცენტრაციასა და მობილიზაციას ამ მიმართებით და იღებს რეკომენდაციებს სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებისას ქვეყნის საწარმოებს შორის კოოპერაციის საკითხებზე; თ) ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობს იმ წინადადებათა შემუშავებაში, რომლებიც ეხება შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნის, წარმოებისა და ექსპლუატაციის დარგში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივ ან მრავალმხრივ ეკონომიკურ და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას; ი) განიხილავს სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურების განაცხადებს სახელმწიფო დაკვეთის ფორმით სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაზე და იძლევა სათანადო რეკომენდაციებსა და დასკვნებს; კ) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის საკითხების, აგრეთვე ქვეყანაში იარაღის ბრუნვის მონიტორინგის საფუძველზე, ხელისუფლებას აწვდის ქვეყნის სამხედრო ძალების შეიარაღების გრძელვადიანი პროგრამების შესაბამისად მათი შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის ამსახველ ანალიზურ მასალებს; ლ) იხილავს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საზღვარგარეთის ქვეყნებისთვის ან ცალკეული იურიდიული პირებისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდებაზე, სამუშაოების შესრულებასა და მომსახურების გაწევაზე; მ) იღებს დასკვნას ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და საბრძოლო აღჭურვილობის გამოფენების ორგანიზაციისა და გამართვის თაობაზე; ნ) შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობს სახელმწიფო სტრუქტურებისა და წარმოება-დაწესებულებების სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფის საკითხებზე წინადადებათა შემუშავებაში; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის საკანონმდებლო ინიციატივებისათვის წინადადებათა შემუშავებაში; პ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე განსახილველად ამზადებს სამხედრო ტექნიკის, აღჭურვილობის, თავდაცვითი და სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციის, მოწყობილობების, საშუალებების შექმნასა და წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ჟ) საკოორდინაციო სფეროს საკითხებზე შეიმუშავებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებათა, განკარგულებათა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე განსახილველ დოკუმენტთა პროექტებს; რ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან ერთად განსაზღვრავს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონტროლო სიებსა და საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას; ს) საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი სიის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მიმართ შეიძლება შემოღებულ იქნეს შეზღუდვები საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე (იმპორტზე) საქართველოს საბაჟოს გავლით; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ანალიტიკურ ინფორმაციებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. 3. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან, აგრეთვე მმართველობის ადგილობივი ორგანოებისა და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი საწარმოსა და ორგანიზაციისაგან საჭირო ინფორმაცია დადგენილი წესით; ბ) კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხთა განხილვისას დადგენილი წესით მოიწვიოს სახელმწიფო მმართველობით ორგანოთა და საწარმოთა ხელმძღვანელები, სხვა პასუხისმგებელი მუშაკები, მეცნიერები და სპეციალისტები; გ) შექმნას დროებითი საექსპერტო და მიზნობრივი ჯგუფები და მოიწვიოს სპეციალისტები.     მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი 1. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. კომისიის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს და მიღებულ რეკომენდაციებს. 3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება და ამ განყოფილების უფროსი არის კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. 4. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისდამიხედვით, მაგრამ წელიწადში ოთხჯერ მაინც, სამუშაო გეგმის შესაბამისად. კომისიის სხდომის გამართვის ვადას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომებს ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის დროს - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისია უფლებამოსილია იმუშაოს, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სამ მეოთხედზე მეტი. 5. კომისია განხილულ საკითხებზე იღებს რეკომენდაციებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები კომისიას განსახილველად შეაქვს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე. კომისიის რეკომენდაცია მიიღება კონსენსუსის წესით. 6. კომისიის რეკომენდაცია, როგორც წესი, მიიღება კომისიის სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში, ოპერატიულ საკითხებზე კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს კომისიის რეკომენდაცია კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით, რის თაობაზეც კეთდება ინფორმაცია კომისიის მომდევნო სხდომაზე. 7. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 8. კომისიას აქვს საკუთარი ბლანკი.     მუხლი 4🔗. კომისიის პასუხისმგებელი მდივნის უფლებამოსილებანი კომისიის პასუხისმგებელი მდივანი: ა) უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზაციას; ბ) ამზადებს კომისიის სხდომებს; გ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციათა შესრულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დანართი №2 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათშორისო კომისიის შემადგენლობა გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვახტანგ კაპანაძე – საქართელოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ბადრი ჩხაიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი მიხეილ ჯანიკაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული ბიურო” გენერალური დირექტორი. დანართი №3 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათშორისო კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა მიხეილ ჯანიკაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული ბიუროს” გენერალური დირექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ბრეგვაძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მატერიალური რესურსე-ბის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი გოგიბერიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი მამია გოგოლაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ლოგისტიკის მართვის ცენტრის სამხედრო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ გოგრიჭიანი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი გოჩა გოგუაძე – სააქციო საზოგადოება „თბილ-ავიამშენის” მთავარი ინჟინერი თეიმურაზ ლობილაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების მთავარი მრჩეველი, პასუხისმგებელი მდივანი ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი დავით ნატროშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი დევი ფირცხალავა – სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტა” დირექტორის პირველი მოადგილე სამეცნიერო კველევების დარგში. დანართი №4 ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან არსებულ ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის წესი 1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი (შემდგომში – ექსპერტთა ჯგუფი) შექმნილია კომისიის სხდომებზე განსახილველი საკითხების მონოტორინგისა და ექს-პერტიზის მიზნით. 2. ექსპერტთა ჯგუფი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ”, საქართველოს კანონით „იარაღის შესახებ”, საქართველოს კანონით „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ”, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით. 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის სახელზე განსახილველად შემოსული საკითხები განიხილება ექსპერტთა ჯგუფის სხდომებზე და დასკვნა წარედგინება ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიას. 4. ექსპერტთა ჯგუფი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დადგენილი წესით: – გამოითხოვოს განსახილველი საკითხის წარმომდგენი უწყებებისაგან, ორგანიზაციისგან განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გასვლით განახორციელოს განსახილველი საკითხის ექსპერტიზა; – საკითხების განხილვისას მოიწვიოს დაინტერესებულ უწყებათა, საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, სხვა პასუხისმგებელი მუშაკები, მეცნიერები, სპეციალისტები; – ექსპერტიზის მოწყობის მიზნით მიავლინოს ჯგუფის წევრები საკითხის ადგილზე შესამოწმებლად. ექსპერტთა ჯგუფის წევრთა სამივლინებო ხარჯებს ანაზღაურებს დაინტერესებული სამინისტრო, უწყება ან ორგანიზაცია. 5. ექსპერტთა ჯგუფის სახელზე განსახილველად შემოსულ თხოვნაზე დადებითი დასკვნის მიცემის საფუძველი უნდა იყოს დაინტერესებული მხარის მიერ დასმული საკითხის მიზანშეწონილობის სრული დასაბუთება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით. 6. ექსპერტთა ჯგუფში შედიან ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯგუფის პასუხისმგებელი მდივანი და წევრები. 7. ექსპერტთა ჯგუფის სხდომა ტარდება, თუ სხდომას ესწრება ჯგუფის წევრთა სამი მეოთხედი; ექსპერტთა ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება კონსენსუსის წესით. 8. ექსპერტთა ჯგუფის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიის სხდომებზე განსახილველად შემოსული საკითხების შესაბამისად. 9. ექსპერტთა ჯგუფის სხდომის შედეგები ფორმდება ოქმის სახით, რომლის შესაბამისად გაიცემა ექსპერტთა ჯგუფის სათანადო დასკვნა; ექსპერტთა ჯგუფის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ჯგუფის ყველა წევრი. 10. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ხელს აწერს მიღებულ დასკვნებს. დანართი №5 ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციის კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით მიღების წესი 1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაცია კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით მიიღება, როგორც გამონაკლისი, ოპერატიულ საკითხებზე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღებ რეკომენდაციის პროექტს შეიმუშავებს კომისიის მუშა ორგანო – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება. 3. კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციის პროექტი განსახილველად წარმოდგენილ სათანადო დოკუმენტაციასთან, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან ერთად დაეგზავნება შესათანხმებლად კომისიის წევრებს. 4. გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციის პროექტს კომისიის წევრებთან ათანხმებს განსახილველი საკითხის წარმომდგენი უწყება ან ორგანიზაცია. 5. გამოკითხვის წესით მიღებულ რეკომენდაციას კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს, თუ განსახილველ საკითხზე მიღებულია კომისიის წევრთა სამ მეოთხედზე მეტის თანხმობა. 6. გამოკითხვის წესით მიღებული რეკომენდაცია ინფორმაციის სახით წარედგინება კომისიის მომდევნო სხდომას.