საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2446
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.05.001.001.321
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 11/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11981 მუხლი:

     „მუხლი 11981. არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

1. არასრულწლოვანს აქვს დაცვის უფლება მშობელთა (სხვა კანონიერ წარმომადგენელთა) მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, მშობელთა (ერთ-ერთი მშობლის) მიერ ბავშვის აღზრდასთან, განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, არასრულწლოვანს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, 14 წლის ასაკიდან კი – სასამართლოს.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევები, ვალდებულნი არიან ამის შესახებ შეატყობინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს არასრულწლოვნის ფაქტიური ადგილსამყოფლის მიხედვით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები, ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე, ვალდებულნი არიან გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 20 ივნისი.

№2446-IIს

შეტანილი ცვლილებები:

შეცდომის გასწორება - სსმ I, №21, 15.07.2003 წ,. გვ.39