ზოგიერთი კატეგორიის სახელმწიფო მოხელეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №699
1999 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი კატეგორიის სახელმწიფო მოხელეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის I თავის მე-2 მუხლის
თ) ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-13 მუხლის
ა) და ბ) პუნქტებში მოცემულ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან, მათი ნამსახურები წლებისა და დამსახურების მიხედვით გათანაბრდნენ საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსები, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის მთავარი კონსულტანტი საერთაშორისო სამართლის საკითხებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე საგარეო-სამხედრო ურთიერთობებში, სამოქალაქო პირი.
2. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-14 მუხლის ბ) და გ) პუნქტებში მოცემულ უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან, მათი ნამსახურები წლებისა და დამსახურების მიხედვით გათანაბრდნენ საქართველოს სახელმწიფო
კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსების მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეები.
3. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-14 მუხლის გ) პუნქტში მოცემულ უფროსი თანამდებობის პირებთან და მე-15 მუხლში მოცემულ უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან, მათი ნამსახურები წლებისა და დამსახურების მიხედვით გათანაბრდნენ საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების სახელმწიფო მოხელეები, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის სახელმწიფო ბიუროს განყოფილების უფროსები.
4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტში მითითებული პირები შეიძლება გათანაბრებულ იყვნენ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-14 მუხლის ბ) პუნქტში მოცემულ უფროსი თანამდებობის პირებთან.
5. დიპლომატიური რანგების მინიჭების მიზნით საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოსამსახურეთა წარდგენის წესს განსაზღვრავს დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი კატეგორიის სახელმწიფო მოხელეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.01.2006.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი კატეგორიის სახელმწიფო მოხელეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“?
- „ზოგიერთი კატეგორიის სახელმწიფო მოხელეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“ მიღებულია 30.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №699. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზოგიერთი კატეგორიის სახელმწიფო მოხელეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.01.2006-დან.
- სად არის „ზოგიერთი კატეგორიის სახელმწიფო მოხელეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ზოგიერთი კატეგორიის სახელმწიფო მოხელეთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ“, №699, 30.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1265202/